შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

75 წლის მამაკაცი 2 ტიპის შაქრის დიაბეტით შემოსულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში (A&E) , მუცლის ტკივილის 5-დღიანი ისტორიით, რომელიც დაიწყო მარცხენა ქვედა კვადრანტში და თან ახლდა ძლიერი ნაწლავური გაუვალობა, გულისრევა და პირღებინება და სისუსტე. მას არ გააჩნია აბდომინალური დაავადების ან აბდომინალური ქირურგიის წინმსწრები ისტორია. პაციენტს აღენიშნება ცხელება (102,1 ° Fან 39,0 ° C), ტაქიკარდია ( გულისცემის სიხშირე 110 დარტყმა/წამშიც) და ჰიპოტენზია სისტოლური არტერიული წნევა 80 მმ ვწყ.სვ ). ის ამბობს, რომ ტკივილი ვრცელდება მუცლის არეში, რომელიც უფრო მეტად ლოკალიზებულია მარცხენა ქვედა კვადრანტში. მას არ მიუღია საკვები ბოლო 24 საათის განმავლობაში.

შემთხვევის ანამნეზი #2

45 წლის ქალს ახლახანს დაუდგინდა კრონის დაავადების დიაგნოზი. მოსვლამდე ცხრა დღით ადრე მას ჩაუტარდა მარჯვენა ჰემიკოლექტომია ილეოცეკალური ანასტომოზით კრონის დაავადების სტრიქტურის გამო, რომელიც წვრილი ნაწლავის ობსტრუქციით მიმდინარეობდა. პოსტოპერაციული პერიოდი არ გართულებულა, გარდა ნაწლავური ილეუსის გამოვლენისა. სიმპტომები დაიწყო მოსვლამდე 2 დღით ადრე, როცა იძულებული გახდა, შეეწყვიტა ჭამა ძლიერი გულისრევის გამო. ამჟამად მას აღენიშნება გულისრევა, პირღებინება, ანორექსია, მაღალი სიცხე (104,9 ° Fან 40,0 ° C) და ღამით ოფლიანობა. მუცელი მნიშვნელოვნად მგრძნობიარეა გასინჯვისას, დიზუფური მტკივნეულობით და გამოხატულია პერიტონეალური ნიშნები. პაციენტის ქირურგიული ჭრილობა შემოსაზღვრულია სიწითლით და მიმდინარეობს ჩირქოვანი სითხის დრენირება.

სხვა გამოვლინებები

ინტრააბდომინური აბსცესი უმეტესად დაკავშირებულია პერფორირებულ აპენდიციტთან და პერფორირებულ დივერტიკულიტთან.[1] ჩვეულებრივ, წარმოდგენილია ცხელებით, მუცლის ტკივილითა და ლეიკოციტოზით. ინტრააბდომინური აბსცესი შეიძლება განვითარდეს ცხელების ან მძიმე ტკივილის გარეშეც, რაც დამოკიდებულია მის ზომაზე, შეკავების ხარისხზე და პაციენტის იმუნური სისტემის შესაბამისობაზე.[3] მეორე მხრივ, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს სეფსისის ან სეპტიკური შოკის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, განსაკუთრებით ხშირია უკიდურესად ხანდაზმულებში და ახალგაზრდებში, ასევე დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში, ლეიკოციტოზის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ლეიკოპენია ან ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობაც კი. უკიდურესად იშვიათია პირველადი ინტრააბდომინური აბსცესი, თუმცა დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა.[4]

ერთერთი დამახასიათებელი სიმპტომი შეიძლება იყოს პალპირებადი წარმონაქმნი.[5] ჩაურევლობის შემთხვევაში ინტრააბდომინური აბსცესი შესაძლოა გავრცელდეს გულმკერდში, ქვედა კიდურებზე/საზარდულის რეგიონში და სათესლე პარკი/პერინეუმის მიდამოშიც კი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინტრა-აბდომინალური აბსცესი ჰაერის მცირე ბუშტუკებით, მეორადი პერფორირებული დივერტიკულიტიტით.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7bb6bd8f

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას