კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, როცა არის ეჭვი IAAზე. მართალია, ჩვეულებრივ ლეიკოციტების რაოდენობა იმატებს, მაგრამ ნორმალური რაოდენობა არ გამორიცხავს დიაგნოზს. ლეიკოპენია უფრო ხშირად გვხვდება უფროსი ასაკისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

შედეგი

მომატებული გრანულოციტების გაზრდილ წილთან (ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა), ქრონიკული ლეიკოციტოზთან ან ჩხირბირთვოვანი ნეიტროფილების მომატებასთან ან ლეიკოპენიასთან ერთად

დრენაჟის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალი რისკის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საავადმყოფოში შეძენილი IAA, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციური რეზისტენტული ან ოპორტუნისტული პათოგენების გამოსავლენად გამომწვევის იდენტიფიცირება, აბსცესის დრენირებით მიღებული ბიოლოგიური მასალის კულტივირების გზით.[2]

შედეგი

პათოგენური ეტიოლოგიის ორგანიზმების გამოვლენა და დადასტურება

მუცლის ღრუს CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილად აღმოაჩენს მუცლისშიდა აბსცესს. მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება პერორალური და ინტრავენური კონტრასტით დაგეხმარებათ აბსცესის გამოვლენაში და ანასტომოზური გაჟონვის დადგენაში, ასევე სითხის გროვისა და ნაწლავის მარყუჟის გარჩევაში. აირ-სითხოვანი გროვის იდენტიფიცირება ან გაჟონვის ვიზუალიზება სითხის გროვაში ჩვეულებრივ დიაგნოსტიკურია. რკალის გაზრდა გვეხმარება დიაგნოსტირებაში, მაგრამ მას არ შეუძლია აბსცესი განასხვაოს ორგანული სითხის დაგროვებისგან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბსცესი მთლიანად ცვლის პანკრეასს და ვრცელდება ფილტვის კარამდე, აირის მრავალი ბუშტუკით და ჰაერის / სითხის მაღალი დონით დოქტორ ალი ფ.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7183362a[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინტრა-აბდომინალური აბსცესი ჰაერის მცირე ბუშტუკებით, მეორადი პერფორირებული დივერტიკულიტიტით.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@75cf5d9[Figure caption and citation for the preceding image starts]: სკანირება კომპიუტერული ტომოგრაფით აჩვენებს შიდააბდომინალურ აბსცესს ჰაერის მცირე ბუშტუკით დოქტორ ალი ფ.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3690125e

შედეგი

IAA ვიზუალიზაცია

გასათვალისწინებელი კვლევები

შრატის C-რეაქტიული ცილა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული CRP შეესაბამება ანთებით მდგომარეობას.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

შრატში ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ედსი: მომატებული ედსი ანთებით მდგომარეობას შეესაბამება

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

აბსცესის სითხის შეღებვა „გრამის“ (Gram) მიხედვით

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალი რისკის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საავადმყოფოში შეძენილი IAA, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციური რეზისტენტული ან ოპორტუნისტული პათოგენების გამოსავლენად გამომწვევის იდენტიფიცირება, აბსცესის დრენირებით მიღებული ბიოლოგიური მასალის გრამის წესით შეღებვის გზით.[2]

შედეგი

დადებითი პათოგენური ორგნიზმისთვის

შრატის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოსადეგია IAA დიაბეტიანი პაციენტების დახმარებისთვის, თუმცა ჰიპერგლიკემიის მკურნალობა აბსცესის დრენირებამდე შეიძლება რთული იყოს. ის პორტატულია, გადასატანი და პაციენტს არ ემუქრება რადიაციის ზემოქმედება. სამწუხროდ, ის მომხმარებელზე დამოკიდებულია და შეიძლება გამოტოვოს პატარა აბსცესები.

შედეგი

მომატებულია, თუკი სახეზეა დიაბეტი

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება გამოსადეგი საშუალება იყოს ღვიძლის აბსცესის დახასიათებისთვის, მაგრამ მისი მგრძნობელობა ნაკლებია, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფიის. ულტრაბგერას ვიყენებთ საწყისი გამოკვლევის სახით ან იმ შემთხვევაში, როდესაც ჰემოდინამიკური არასტაბილურობის გამო ვერ ხერხდება პაციენტის გადაადგილება კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის. ზოგიერთი კვლევის თანახმად დაფიქსირდა აბსცესის ცრუ დადებითი პასუხი ულტრასონოგრაფიით კრონის დაავადების მქონე პაციენტებში.[23]

შედეგი

IAA ვიზუალიზაცია

მუცლის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოსადეგი იყოს ორსული პაციენტების შეფასებისას, რომლებსაც აქვთ მწვავე მუცლისა და მენჯის ტკივილი, და ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში. კომპიუტერული ტომოგრაფია პირველი რიგის დიაგნოსტიკური ტესტი უნდა იყოს ყველა სხვა პაციენტში.[26]

შედეგი

IAA ვიზუალიზაცია

ახალი ტესტები

ენდოსკოპიური ულტრაბგერა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენდოკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოყენებული იქნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეზობლად არსებული IAA შეფასებისა და დრენირებისთვის, დიდი გამოცდილებით, რომელიც დაკავშირებულია პანკრეატიული სითხის გროვასთან. სხვა ხელმისაწვდომი არეები მოიცავს მენჯსა და პერირექტალურ სივრცეს, ასევე დიაფრაგმის ქვეშა და ღვიძლის გარშემომცველ სივრცეებს. ენდოსკოპური ულტრაბგერითი გამოკვლევა საჭიროებს სპეციალიზებულ გამოცდილებას; მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თაობაზე IAA დრენაჟში წინასწარია. თუმცა, ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მოითხოვენ მწოლიარე პროცედურებს ან ინტრააბდომინალური აბსცესისთვის, რომელიც არ ექვემდებარება სხვა ტრადიციულ მკურნალობას.[24] გამოცდილება შემოიფარგლება მხოლოდ შემთხვევათა ანგარიშებით.

შედეგი

IAA ვიზუალიზაცია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას