პროგნოზი

პროგნოზი განსხვავებულია პულმონური დისემინირებული და კანის პირველადი ნოკარდიოზისთვის. მკურნალობის დაწყების შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება უნდა გამოიხატოს 7-დან-10 დღეში. საწყის თერაპიაზე პასუხის ნაკლებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს რეზისტენტულ სახეობებთან, წამლების სუბთერაპიულ კონცენტრაციასთან, ანტიბიოტიკების არაადექვატურ შეღწევასთან ინფექციის ადგილზე (როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის [ცნს] ინფექცია) ან ინფექციის მაღალი ტვირთი, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ დრენაჟს ან დებრიდირებას.[20][93]დაავადებას აქვს რეციდივის ტენდენცია და გამწვავებები შეიძლება მოხდეს შემანარჩუნებელი თერაპიის დროსაც კი, თუ ანტიბიოტიკების კონცენტრაცია არ არის ოპტიმალური.[24]

სიკვდილობა

პულმონური ნოკარდიოზისგან განპირობებული სიკვდილობა მერყეობს 14-დან -40%-მდე.[21] სიკვდილობა მნიშვნელოვნად არ იზრდება დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებშიც ცნს არ არის ჩართული.[21] თუმცა, დისემინირებული დაავადების და ნევროლოგიური ჩართულობის მქონე პაციენტების <40%-ის მკურნალობა წარმატებულად ხდება. სიკვდილობა მაღალია თავის ტვინის რამდენიმე აბსცესის მქონე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[20] მიუხედავად იმისა, რომ კანის დაზიანების და მიცეტომას უმეტესობის მკურნალობა წარმატებულად ხდება მედიკამენტებით, ზოგიერთ შემთხვევას შესაძლოა დასჭირდეს ოპერაცია.[80][81] კანის პირველადი დაზიანების მქონე თითქმის ყველა პაციენტში მკურნალობა წარმატებულია.[20]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას