ეპიდემიოლოგია

რამდენიმე ათეული წლის წინ, მოხსენებებმა შეაფასეს ნოკარდიოზის სიხშირე შეერთებულ შტატებში წელიწადში 500-დან 1000-მდე შემთხვევა.[1] თუმცა, მას შემდეგ იმუნოსუპრესიული პაციენტების რაოდენობის ზრდის გამო, ნოკარდიოზის შემთხვევებიც იზრდება.[2] აშშ-ს, ავსტრალიასა და საფრანგეთში მოსახლეობის ერთ სისტემურ მიმოხილვაში, ნოკარდიოზის ინციდენტობა საერთო პოპულაციაში შეადგენდა 0.35 - 0,40 შემთხვევას 100 000 პირზე წელიწადში. ინციდენტობა დაახლოებით 140-ჯერ მეტია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, დაახლოებით 340-ჯერ მეტია ძვლის ტვინის ტრანსპლანტანტების რეციპიენტებს შორის, და თითქმის 3000-ჯერ მეტია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მკვრივ ორგანოთა ტრანსპლანტანტები.[3]

ნოკარდიოზი დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში ყველა ასაკში და რასაში და ის 2- 3-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში.[4][5]ფილტვის დაავადება ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა (შემთხვევების დაახლოებით 50%).და ინფექციური ორგანიზმების უმეტესობა ნოკარდიის ასტეროიდების კომპლექსიდანაა.[6] ფილტვის ნოკარდიოზის მქონე პაციენტთა მესამედს განუვითარდება დისემინირებული დაავადება.[7][8]ნოკარდიის ინფექციების სიხშირე მყარი ორგანოების ტრანსპლანტაციის მიმღებებში მერყეობს 0.4%-დან 3%-მდე და ძირითადად აღინიშნა გულის, თირკმელების, ღვიძლისა და ფილტვების ტრანსპლანტაციის მიმღებებში.[9][10]ნოკარდიოზის სიხშირე დაახლოებით 340-ჯერ მეტია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმღებებში, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.[3] კანის პირველადი ნოკარდიოზი იშვიათი დაავადებაა, რომელიც იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში დაკავშირებულია პირდაპირ ინოკულაციასთან და უმეტესად გამოწვეულია N brasiliensis-ით.[8][11][12][13][14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას