შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
29 წლის მამაკაცს აღენიშნება პროდუქტიული ხველა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა,ცხელება და წონის დაკლების ერთთვიანი ისტორია. სოციალურ ანამნეზში აღინიშნება ინტენსიური მწეველობა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, მრავალი სქესობრივი პარტნიორი და ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება საერთო ნემსით. ის არის აივ დადებითი და არ იტარებს სამედიცინო მკურნალობას. არ იღებს წამლებს. გასინჯვისას ვლინდება მალნუტრიციის ნიშნები; ორმხრივი დიფუზური ხიხინი; პირის ღრუს კანდიდოზი, მარცხენა ფეხზე კანქვეშა აბსცესი ჩირქოვანი გამონადენით; კონდილომები შორისის მიდამოში. სხვა გამოკვლევები უმნიშვნელოა.
სხვა გამოვლინებები
პულმონური ნოკრდიოზი კლინიკურად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული პნევმონიით. რადიოგრაფიული სურათი მოიცავს წილოვან ინფილტრატებს, აბსცესებს, ღრუებს ან პლევრულ გამონაჟონს, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ემპიემას. ამრიგად, შესაძლებელია მრავალი რესპირატორული გამოვლინება. იმუნოკომპეტენტური პაციენტები შესაძლოა წარმოდგენილი იყვნენ ფილტვის ნოკარდიოზით, თუმცა ეს იშვიათად ხდება. იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში ნოკარდიის სახეობა შეიძლება გავრცელდეს ფილტვებიდან სხეულის სხვა უბნებში, განსაკუთრებით კანსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). ზოგიერთ შემთხვევაში, კანქვეშა და ცერებრალური აბსცესი პასუხისმგებელია საწყის კლინიკურ სიმპტომებზე. ცნს-ის ჩართვა ყოველთვის უნდა გამოირიცხოს იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში ნოკარდიის ინფექციით, იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც არ აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები. კანში პირდაპირმა ინოკულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის პირველადი ნოკარდიოზი, როგორც წესი კანის ზედაპირული ჩართულობის ან კანქვეშა აბსცესების მქონე იმუნოკოპეტენტურ პაციენტებში. ასევე აღწერილია თვალის, ენდოვასკულარული, თირკმლის და ოსტეოარტიკულური დაავადებები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას