დიფერენციული დიაგნოზები
ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია. იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ღრუები ხშირად ტუბერკულოზთან არის დაკავშირებული. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, განსაკუთრებით შიდსის მქონე პაციენტებში, ღრუები ნაკლებადაა დაკავშირებული ტუბერკულოზთან და ხშირია ნოკარდიოზის დროს.[30]
კვლევები
მიკობაქტერია შესაძ₾ოა განვასხვავოთ ნოკარდიასგან კლინიკურ ნიმუშებში, რადგანაც მიკობაქტერია არ იღებება კარგად გრამის საღებავით და მოდიფიცირებული მჟვაგამძლე საღებავით. ისინი ასევე მიკროსკოპულად განსხვავდებიან ნოკარდიასგან.[7]
აქტინომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია.
კვლევები
აქტინომიცეტები შესაძლოა განვასხვავოთ ნოკარდიასგან კლინიკურ ნიმუშებში, რადგანაც აქტინომიცეტები არ იღებება მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავით.[7]
ფილტვის აბსცესი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია.
კვლევები
ნოკარდიას სახეობების მტკიცებულება ნახველში ან სხვა ნიმუშებში დიფერენცირების საშუალებას იძლევა.
თავის ტვინის აბსცესი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია.
პულმონური და დისემინირებული ოპორტუნისტული სოკოვანი ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია.
კვლევები
ფილამენტების მტკიცებულება, სოკოვანი ანტიგენების ან ნუკლეინის მჟავების დადგენა, სოკოვანი კულტურა ნახველში ან სხვა ნიმუშებში დიფერნცირების საშუალებას იძლევა.
ტოქსოპლაზმოზი
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური დიფერენცირება რთულია.
კვლევები
ნოკარდიის მტკიცებულება სხვა კლინიკურ ნიმუშებში, ტოქსოპლაზმის სეროლოგია, ცერებროსპინალური სითხე ტოქსოპლაზმის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას