პირველადი პრევენცია

ნოკარდიოზი არაგადამდებია, ამდენად, არ საჭიროებს რაიმე ზომებს ინფექციის თავიდან ასაცილებლად ოჯახურ კონტაქტებში, ნოზოკომიალურ გარემოში ან საზოგადოებაში.[20]

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ნოკარდიოზის პრევენცია შესაძლებელია ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის პროფილაქტიკის საშუალებით.

მეორეული პრევენცია

ვინაიდან ნოკარდიას სახეობები გარემოში ყველგან გავრცელებულ საპროფიტებს წარმოადგენენ, რომლებიც მიწაში და წყალში ბინადრობს, პირველადი პრევენცია მოწყვლად პოპულაციაში ძალიან რთულია. ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის პროფილაქტიკა ტრანსპლანტანტებში და აივ-ით დაავადებულ პაციენტებში CD4 T-უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მმ³ შეიძლება შეამციროს ნოკარდიის ინფექციის სიხშირე.[62][94]თუმცა, ნოკარდიოზის შემთხვევები დაფიქსირდა პროფილაქტიკის მიუხედავად, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროფილაქტიკას დაბალი დოზებით.[95][96]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას