კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

საცდელი მკურნალობა ატროპინით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ატროპინი (ინტრავენურად ერთჯერადი დოზით) გამოიყენება საცდელი მკურნალობის სახით ყველა შესაძლო შემთხვევის დროს, ან როდესაც დიაგნოზი საეჭვოა.

ორგანოფოსფატებით მოწამვლის ალბათობა ძალიან მაღალია, თუ არ ვლინდება შემდგომი ნიშნები: კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გულისცემის სიხშირის მომატება, ზომიერად გაგანიერებული თვალის გუგები და ნაწლავების ხმიანობის დაქვეითება.

პასუხის არარსებობის დროს შეგვიძლია გავზარდოთ დოზა; რაც უფრო მაღალი დოზით ვერ ხერხდება ეფექტის მიღწევა, მით იზრდება მოწამვლის დიაგნოზის შანსი.

ორგანოფოსფატების მოწამვლის არარსებობის დროს საცდელ მკურნალობით ნაკლებსავარაუდოა მძიმე ტოქსიკურობის განვითარება.

შედეგი

ანტიქოლინერგული ეფექტების არარსებობა

ქოლინესთერაზა პლაზმაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება დიაგნოზის დასადასტურებლად. თუ მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ეს არცერთი იგი ორგანოფოსფატით მძიმე მოწამვლასთან კორელაციაში არ არის.

ნაკლებად სასარგებლოა ატროპინით საცდელ მკურნალობასთან შედარებით, ვინაიდან თერაპიის დაწყება ტესტის პასუხებამდეა საჭირო.

ტესტი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა; თუმცა ტესტი მგრძნობიარეა ორგანოფოსფატების ექსპოზიციის აღმოჩენის კუთხით და არ არის კორელაციაში დაავადების სიმძიმესთან.

შედეგი

ქოლინესთერაზას აქტივობის დაქვეითბა

სისხლში ქოლინესთერაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტესტი გამოიყენება დიაგნოზის დასადასტურებლად, თუმცა ნაკლებად სასარგებლო ანალიზად ითვლება ატროპინით საცდელ მკურნალობასთან შედარებით, ვინაიდან თერაპიის დაწყება ტესტის პასუხებამდეა საჭირო.

დაქვეითებული აქტივობა კორელაციაში უნდა იყოს აცეტილქოლინესთერაზას ნეირონული ინჰიბირების ხარისხთან. თუმცა თუ ინ ვიტრო შეგროვების შემდეგ სინჯის ტესტირება არ ხდება დაუყოვნებლივ ან არ სრულდება გაზავება და გაცივება, რეაქციები აცეტილქოლინესთერაზას, ორგანოფოსფატებსა და ოქსიმებს (ანტიდოტი) შორის მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

შესაბამისად, მიღებული შედეგის ინტერპრეტაცია შესაძლოა გართულდეს, თუ ანალიზის და ნიმუშის დამუშავების დრო ცვალებადია.

ხელმისაწვდომია ორი ადგილზე გამოსაყენებელი RBC-AChE ხელსაწყო, რომლებიც პასუხს რამდენიმე წუთში იძლევიან.[13]

არსებობს რამდენიმე ორგანოფოსფატი, რომლით მოწამვლის დროს ქოლინესთერაზას აქტივობა არ ასახავს კლინიკური მდგომარეობის სიმძიმეს. მაგ. პროფენოფოსმა ასიმპტომურ პაციენტებში შესაძლოა გამოუვლენელი აქტივობა გამოიწვიოს.[11]

შედეგი

ქოლინესთერაზას აქტივობის დაქვეითბა

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება ასპირაციული პნევმონიის დიაგნოზის გამოსარიცხად და უნდა ჩატარდეს, თუ გულმკერდის ნიშნები ფოკალურია ან არ რეაგირებს ატროპინზე.

შედეგი

ნორმაშია: ვლინდება კონსოლიდაცია თანმხლები ასპირაციის დროს

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეკგ-ის ჩატარება სავალდებულოა ყველა სიმპტომურ პაციენტში. კვლევა უნდა განმეორდეს, თუ გულისცემის პათოლოგიური სიხშირე ან ჰიპოტენზია პერსისტენტულ ხასიათს ატარებს.

შედეგი

QT ინტერვალის გახანგრძლივება; არითმია

სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

სრულდება სუნთქვის უკმარისობის მონიტორინგისთვის. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ჭარბი სეკრეციებით, ბრონქოსპაზმით, პარალიზით, სუნთქვის ცენტრის დისფუნქციით და/ან სედაციით, თუმცა მდგომარეობა ყველაზე კარგად ემორჩილება მკურნალობას. მეტაბოლური აციდოზი ასევე ხშირია ორგანოფოსფატებით მოწამვლისას.

შედეგი

მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას