გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

მკურნალობის ყველაზე ხშირი გართულება ატროპინის ზედოზირებაა, რომელიც ვლინდება ბოდვის, ნაწლავის პარალიზური გაუვალობის და ცხელების სახით.

მართვა სიმპტომების ალაგებამდე ატროპინის შეწყვეტას, და ქოლინერგული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ატროპინიზაციის ხელახლა დაწყებას გულისხმობს.

მოკლევადიანი
საშუალო

ხშირია ანტიქოლინესტერაზული მოწამვლის დროს და მიუთითებს ქსოვილოვან ჰიპოქსიაზე.

მკურნალობა მოიცავს საკმარის ოქსიგენაციას და ვენტილაციას, ასევე საჭირო რაოდენობით სითხის გადასხმას (თუმცა, ამ გართულებისთვის ეს სპეციფიკური მკურნალობა არ არის).

ზოგჯერ რეკომენდებულია ნატრიუმის ბიკარბონატის გადასხმა, თუმცა ამის შესახებ ამჟამად არსებული მტკიცებულება მწირია.[30]

მოკლევადიანი
საშუალო

შეიძლება გამოწვეული იყოს გამხსნელის ასპირაციით, ან ჭარბი სეკრეციითა და დაქვეითებული იმუნური სტატუსით.

ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკები, თუმცა ინტენსიური რესპირატორული მოვლისას სავარაუდოდ ნაკლები მნიშვნელობისაა.

მოკლევადიანი
დაბალი

ორგანოფოსფატით მწვავე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების და ეპიზოდური მეხსიერების დაქვეითება მოწამვლის შემდგომ 6 კვირამდე, რაც ითვლება, რომ 6 თვის პერიოდისთვის მცირდება.[32]

ნერვული გამტარობის კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს სუბკლინიკური დაზიანებები და საჭირო გახდეს ადრეული მკურნალობა მძიმე სიმპტომური ნეიროპათიის თავიდან ასაცილებლად.[33]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას