ახალი ტიპის მკურნალობა

კლონიდინი

აინჰიბირებს აცეტილქოლინის გამოყოფას და მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სედაციური აგენტი. ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ დაბალიდან-საშუალომდე დოზები კარგად ასატანია, თუმცა საჭიროა ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები მისი კლინიკური ეფექტურობის დასადგენად.[27]

მაგნიუმი

აინჰიბირებს აცეტილქოლინის გამოყოფას და მოქმედებს როგორც ანტიკონვულსანტი. მცირემასშტაბიან, დაბალი ხარისხის კვლევებში აღწერილია სიკვდილობის დაქვეითება; თუმცა, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევები.[28][29]

ნატრიუმის ბიკარბონატი

მოქმედების მექანიზმი უცნობია; თუმცა, მცირე, დაბალი ხარისხის კვლევებში გამოჩნდა უფრო დაბალი სიკვდილობა.[30] მკურნალობის რეკომენდაციის გაცემამდე საჭიროა უკეთესი მტკიცებულების მოპოვება.[28]

ლიპიდური ემულსიები

ჩინურენოვანთა შორის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების ერთმა მეტა-ანალიზმა ლიპიდური ემულსიების დადებითი ეფექტი აჩვენა.[31] მეტა-ანალიზში ჩართული კვლევების უმეტესობა მცირე იყო, ხარისხი კი რთულად შესაფასებელი. ამ მკურნალობის რეკომნედაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორიული პრობლემა არსებობს. მოქმედების მექანიზმი უცნობია და არ არის გამორიცხული სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.[28]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას