განხილვები პაციენტთან

პაციენტებს უნდა აეხსნას, რომ ეს არის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ინფექციური დაავადება და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ინფიცირებული ქსოვილების ქირურგიული ამოკვეთა და დრენაჟი საჭიროების მიხედვით, რაც კომბინირებულია ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიასთან.

ნეკროზული ფასციტის რეციდივები იშვიათობაა. თუმცა, საწყისი ქირურგიული ჩარევების შედეგად განვითარებული მნიშვნელოვანი ფუნქციური და კოსმეტიკური დეფექტები შესაძლოა მდგრად ხასიათს ატარებდნენ და საჭიროებდნენ მომდევნო რეკონსტრუქციულ ქირურგიას.

ყველა პაციენტს უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას