შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
35 წლის ქალი ჰოსპიტალიზებულია მარჯვენა ბარძაყის არეში ტკივილისა და შეშუპების გამო. მარჯვენა ბარძაყის არეში კვანძის არსებობა შენიშნა დილით., ანამნეზში ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. ამ დრომდე თავს კარგად გრძნობდა. დღის განმავლობაში დაზიანების კერა გაფართოვდა, დაეწყო მზარდი ინტენსივობის ტკივილი, შეშუპება , სიწითლე,, რასაც თან დაეთო გულისრევა, ღებინება და დელირიუმი. ობიექტური შეფასებით: სხეულის ტემპერატურა -37.5°C (99.5°F), პულსის სიხშირე - 128 / წუთში, სუნთქვის სიხშირე - 20 /წუთში. არტერიული წნევა - 85/60 მმ.ვწყ.სვ. გასინჯვისას პაციენტი უჩივის ზოგად სისუსტეს და ტკივილს. მარჯვენა ბსრძაყის არეში ვლინდება მცირე ზომის, გამკრივებული უბანი, რომლის ზემოთ კანი ჰიპერემიულია (ერითემა ), აღენიშნება სიმხურვალე. ფლუქტუაცია არ ფიქსირდება. ტკივილის გამო შეზღუდულია მარჯვენა ბარძაყის მოხრა - გაშლა, აგრეთვე მტკივნეულია მარჯვენა ტერფის პასიური გაშლა. ტემპერატურა სწრაფად მატულობს 38.4°C-მდე (101°F), ხოლო არტერიული წნევა ქვეითდება 70/40 მმ.ვწყ.სვ.-მდე. ლაბორატორიული გამოკვლევით ჰემატოკრიტი 42 %, ლეიკოციტები- 5 900 /მმ³ (ნეიტროფილი- 64% , ახალგაზრდა ფორმები-19%), შრატში კრეატინინის შემცველობა 168 მმოლი/ლ (1.9 მგ/დლ), შარდოვანა - 7,8 მმოლი/ლ (22 მგ/დლ). კომპიუტერული კონტრასტული ტომოგრაფით (CT) -მარჯვენა ბარძაყის კანქვეშა ქსოვილში ვლინდება დიფუზური, არაკონტრასტირებადი, ფიჭისებრი წარმონაქმნი. ბანძაყის უკანა-გვერდითა ზედაპირზე ვლინდება კანქვეშა დაჭიმულობა და კანის შესქელება; აგრეთვე შესქელებულია უკანა-გვერდითა ღრმა ფასცია.
სხვა გამოვლინებები
ნეკროზული ფასციიტის არსებობა გამოსარიცხია ცელულიტის მქონე ყოველ პაციენტში, რომელსაც აღენიშნება ისეთი სისტემური სიმპტომები და ნიშნები როგორიცაა ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირღებინება ან დელირიუმი. ცელულიტის არე შეიძლება იყოს მტკივნეული ან უმტკივნეულო. ტკივილი შესაძლებელია იყოს მუდმივი და ძლიერი. ცელულიტის არეში კანის გამოკვლევის დრის, ზოგ შემთხვევაში ვლინდება ქვეშმდებარე გამკვრივებული (ინდურაციული) უბანი, რომელიც ვრცელდება ცელულიტის ირგვლივ, აგრეთვე ეკქიმოზები, ვეზიკულები, ბულები, კანის შეფერილობის ცვლილება ბაცი მორუხო ელფერით, ან შეიძლება გამოვლინდეს ერითემა ირგვლივ , შეშუპებით[3]გასინჯვისას შეიძლება აღინიშნებოდეს კრეპიტაცია. თუ შესაბამისი ანტიბიოტიკების გამოყენების მიუხედავად, ცელულიტი მაინც სწრაფად ვრცელდება, ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი ნეკროზული პროცესის არსებობაზე. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში ინფექციის კერა ვითარდება კიდურებზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ლოკალიზებულია შორისის, ტორსის, თავის და კისრის არეებში.[1][2][3][4][16][19][20]
ატიპური მანიფესტაციები მოიცავს მანეკროზებელ ფასციიტს, რომელიც ვითრდება ზედაპირული კანის ხილული დაზიანების გარეშე (შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში), ან რომელიც სათავეს იღებს ბართოლინის ჯირკვლიდან ან პერიანალური აბსცესიდან. ფურნიეს განგრენა წარმოადგენს მანეკროზებელი ფასციტის I ტიპის ფორმას, რომელიც სათავეს იღებს შორისის მიდამოდან.[1][5][16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას