ეპიდემიოლოგია
ნეკროზული ფასციიტის ინცინდენტობის და პრევალენტობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ მოიპოვება. მონაცემები განსხვავებულია სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალშიც. დაავადება მოზრდილებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ბავშვებში. შესაბამისად 0.4 :100.000 წელიწადში, 0.08-0.13 :100.000 წელიწადში) [21]გვხვდება ორი ტიპის ნეკროზული ფასტიიტი.. I ტიპი-ასოცირებულია შერეულ ანაერობულ-ფაკულტატურ ანაერობულ ინფექციებთან. II ტიპი ასოცირებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკებთან. I ტიპი უფრო მეტადაა გავრცელებული , ვიდრე II ტიპი. II ტიპის ნეკროზული ფასციიტი უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებში.[21][22]
აშშ-ის მულტი-ლოკაციური ზედამხედველობის შედეგების მიხედვით, 2021 წლის მონაცემები ასეთია: მანეკროზებელი ფასციიტით გართულდა A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების დაახლოებით 4.5 %,(დაახლოებით 100 შემთხვევა წელიწადში)[23] საერთო პრევალენტობა, ინციდენტობა და ეპიდემიოლოგია სტაბილურია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას