ახალი ტიპის მკურნალობა

ჰიპერბარიული ოქსიგენაცია (HBO)

ჰიპერბარული ჟანგბადი (HBO) რეკომენდებულია ზოგიერთი ექიმის მიერ, ვინაიდან მას გააჩნია სასარგებლო ეფექტები კანის ჭრილობის შეხორცების კუთხით. თუმცა, მისი მიზნობრივი ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი რაოდენობის პროსპექტული კონტროლირებული კვლევები არსებობს.[1][55] HBO-ს გამოყენება შეგვიძლია განვიხილოთ, როდესაც იგი მარტივად ხელმისაწვდომია; თუმცა, HBO-ს გამო არ უნდა შეფერხდეს ქირურგიული დამუშავება ან შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.

ახალი თაობის ანტიბიოტიკები

ინფექციონისტის რჩევები უნდა მიიღოთ ნებისმიერი ამ აგენტის შერჩევისას. გრამ-დადებითი პათოგენების წინააღმდეგ აქტიური ანტიბიოტიკები (მოიცავს მეთიცილინ-რეზისტენტულ სტაფილოკოკსაც), როგორიცაა ლიპოგლიკოპეპტიდ ორიტავანცინი, ამინომეთილციკლინ ომადაციკლინი (სპექტრი მოიცავს გრამ-დადებით, გრამ-უარყოფით აერობებს, ანაერობებს, ატიპურ ბაქტერიებს) და ფთორქინოლონი დელაფლოქსიცინი - შეიძლება განიხილოთ მანეკროზებელი ფასციიტის ანტიმიკრობულ რეჟიმში ჩასართავად.[56][57][58]თუმცა, მათი გამოყენების ეფექტურობის დამადასტურებელი კლინიკური მონაცემები მწირია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ არ არის დამტკიცებული, კანის და კანის სტრუქტურების მწვავე ბაქტერიული ინფექციების დროს, ცეფტაზიდიმი/ავიბაქტამი და მეროპენემი/ვაბორბაქტამი ავლენენ მოქმედების სპექტრს რეზისტენტული გრამ-უარყოფით პათოგენების მიმართ, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზების და ზოგიერთი კარბაპენემაზების მიმართ. ნეკროზული ფასციიტის დროს აღნიშნული აგენტების ეფექტურობას არ აქვს მაღალი სარწმუნოების ხარისხი. როგორც წესი, ეს აგენტები გამოიყენება იშვიათი და სპეციფიკური რეზისტენტობის მქონე პათოგენების სამკურნალოდ, ჯერჯერობით არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება სხვა შემთხვევაში მათი გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად.

რელტეციმოდი

Reltecimod არის T-ლიმფოციტის CD28 რეცეპტორის ანტაგონისტი. იგი ახდენს იმუნური პასუხის დასაწყისში T-უჯრედების აქტივაციის ინჰიბირებას, რითაც ახდენს მწვავე ანთების მოდულირებას. სწორედ მწვავე ანთება იწვევს ორგანოთა სისტემურ უკმარისობას. იგი შეფასებული იყო ორგანოთა დისფუნქციისა და უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებაზე ზემოქმედების თვალთახედვით ≥12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ქირურგიულ დებრიდინგთან, ანტიბიოტიკოთერაპიასთან და დამხმარე მკურნალობასთან ერთად. 3 ფაზის რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში, რელტეციმოდმა არ აჩვენა დავადების საბოლოო გამოსავლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. თუმცა, ის ასოცირებული იყო ორგანოთა დისფუნქციის გაუმჯობესებასთან და საავადმყოფოდან გაწერის სტატუსთან.[59]​ მომავალში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა იმუნომოდულატორების როლი ნეკროზული ფაციიტის მკურნალობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას