ეპიდემიოლოგია

UTI არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბავშვთა ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აზიანებს 19 წლამდე ბავშვების დაახლოებით 8%-ზე ურინარული სიმპტომებით და/ან ცხელებით.[7][8]​ 2000-დან 2006 წლამდე პერიოდში შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 ბავშვი მოთავსდა საავადმყოფოში UTI-ით, რაც შეადგენდა პედიატრიულ ჰოსპიტალიზაციათა 1.8%-ს.[9]

დაავადების პრევალენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვხვდება <3 თვის ასაკის ჩვილ ბიჭებსა და <1 წლის ასაკის ჩვილ გოგონებში.[10] პრევალენტობა ასევე იმატებს 2 -დან 4 წლამდე ასაკში, ტუალეტზე მიჩვევის დროს.[11]

<2 წლის ასაკის ბავშვებში UTI-ის საერთო სიხშირე, რომელიც დაუზუსტებელი ფებრილური ცხელებით გამოიხატებოდა, დაახლოებით 5%-ს შეადგენს.[12]

საშარდე გზების ინფექცია, 1 წლის ასაკამდე უფრო ხშირია ბიჭებში, გოგოებთან შედარებით. 12 თვის ასაკის შემდეგ საშარდე გზების ინფექციის პრევალენტობა მეტია გოგონებში.[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას