ახალი ტიპის მკურნალობა

ცეფტოლოზანი / ტაზობაქტამი

ცეფტოლოზანი/ტაზობაქტამი, მეხუთე თაობის ცეფალოსპორინი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად, დამტკიცებულია აშშ-სა და ევროპაში გართულებული UTI-ების (მათ შორის პიელონეფრიტის) სამკურნალოდ ბავშვებში. კლინიკური კვლევის შედეგები, გამოქვეყნებული ცეფტოლოზანის/ტაზობაქტამის დანიშნულების ანოტაციაში მიუთითებს, რომ ბავშვებში ანტიბიოტიკის უსაფრთხოების პროფილი მსგავსია მოზრდილების, ამასთან თრომბოციტოზი და დიარეა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს. საჭიროა დამატებითი მონაცემები ცეფტოლოზანის/ტაზობაქტამის როლის დასადგენად ბავშვებში UTI-ის მკურნალობის ალგორითმში.

MV140

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ MV140, მთლიანი უჯრედული ინაქტივირებული ბაქტერიების პრეპარატს, შეუძლია შეამციროს UTI სიხშირე და თავიდან აიცილოს რეციდივი ქალებში 1 წლამდე, პლაცებოსთან შედარებით.[85][86]​ პრეპარატი შედგება ოთხი ბაქტერიული სახეობის (V121 Escherichia coli, V113 Klebsiella pneumoniae, V125 Enterococcus faecalis და V127 Proteus vulgaris) შერჩეული შტამების თანაბარი წილისაგან (%) და მიიღება სუბლინგვალურად. საჭიროა და გრძელდება შემდგომი კვლევები; თუმცა, შედეგები დიდი იმედისმომცემია მსოფლიო ლიტერატურაში.[87]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას