ეტიოლოგია

ბავშვებში საშარდე გზების ინფექციის (UTI) გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების უმეტესობა გრამუარყოფითია

Escherichia coli ყველაზე ხშირი მიზეზია, შეადგენს პედიატრიული საშარდე გზების ინფექციების 85-90%-ს.[7]

სხვა პოტენციური ბაქტერიული პათოგენებია:[13]​​[14][15][16][17]

  • Proteus mirabilis არაწინდაცვეთილ კაცებში

  • Staphylococcus saprophyticus მოზარდ ქალებში

  • ფსევდომონას სახეობა თირკმელებისა და საშარდე გზების თანდაყოლილ ანომალიებში

  • Serratia სახეობები, Citrobacter species და Staphylococcus epidermidis სიმსივნური წარმონაქმნების ან საშარდე გზების დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეიძლება იწვევდნენ დაბალი ვირულენტობის ინფექციებს.

  • Klebsiella aerogenes და Enterococcus species.

Candida-ს სახეობებმა შეიძლება გამოიწვიონ UTI იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში, თირკმელებისა და საშარდე გზების რთული თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვებში, პოსტოპერაციულ პერიოდში და მათ, ვისაც აქვთ სტენტები და შარდის კათეტერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

Schistosoma haematobium ინფექცია შეიძლება ეხებოდეს ბავშვებს ენდემურ რეგიონებში.

საშარდე გზების ინფექციები (UTI) შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც გაურთულებელი ან გართულებული. გართულებული UTI-ის ეტიოლოგია შეიძლება გამოწვეული იყოს ფუნქციური ან სტრუქტურული ანიმალიებით.[1]

  • სტრუქტურული ანომალია ძირითადად განპირობებულია ურეთრის უკანა სარქველების, სტრიქტურების ან კენჭების არსებობით.

  • ფუნქციური დარღვევები ყველაზე ხშირად გამოწვეულია ქვედა საშარდე გზების დისფუნქციით, ნეიროგენული (მაგ., ზურგის ტვინის თიაქარი/სპინა ბიფიდა) ან არანეიროგენული (მაგ., შარდვის დისფუნქცია) წარმოშობის, ასევე დილატაციური ვეზიკოურეთრული რეფლუქსით (VUR).

პათოფიზიოლოგია

პერიურეთრული ლორწოვანი გარსის შარდ-სასქესო ბაქტერიებით კოლონიზაცია სავარაუდოდ წინ უსწრებს საშარდე გზების ინფექციას. შარდის ბუშტის აღმავალი ინფექცია ცისტიტის ეპიზოდების ყველაზე ხშირ მექანიზმს წარმოადგენს. გოგონებში უფრო მოკლე შარდსადენი აღმავალი ინფექციის რისკს ზრდის.

ვეზიკულოურეთრული რეფლუქსი აადვილებს შარდსაწვეთის და თირკმელების დაინფიცირებას. რეფლუქსის არარსებობისას უროპათოგენური Escherichia coli აინჰიბირებს შარდსაწვეთის პერისტალტიკას, რაც ხელს უწყობს ზემო გზების დაინფიცირებას.[18] ბაქტერიული ინფექცია უფრო სავარაუდოა, თუ არსებობს დარღვევები შარდის ბუშტის დაცლაში (მაგ., შარდის ბუშტის დისფუნქცია, ქრონიკული ყაბზობა, ვეზიკულოურეთრული რეფლუქსი), რადგან ბაქტერიების გამოდევნა შარდის ბუშტიდან არასრულია.[19]

ყაბზობა ასევე უწყობს ხელს საშარდე გზების ინფექციების განვითრებას, უროპათოგენური ორგანიზმების რაოდენობის გაზრდის გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.[19]

E coli იზოლატები სგი-დან უფრო ხშირად ავლენენ ვირულენტურ ფაქტორებს. ადჰეზინები (როგორიცაა ტიპი 1 pilus და P fimbriae) შეიძლება ხელს უწყობდეს უროეპითელიურ რეცეპტორებზე პათოგენის მიბმას. აერობაქტინი შეიძლება აძლიერებდეს ბაქტერიის ზრდას რკინის დაგროვების საშუალებით.[20][21][22]

კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით[1][4][5]

ქვედა UTI (ცისტიტი)

  • მხოლოდ ქვედა საშარდე გზების მხრივ სიმპტომები, მათ შორის შარდვის სიხშირე, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, დიზურია, ჰემატურია, შარდის ცუდი სუნი, ენურეზი და ტკივილი ბოქვენის ზევით.

ზედა საშარდე გზების ინფექცი (Upper UTI) (პიელონეფრიტი)

  • უეცარი დაწყება სისტემური ნიშნებითა და სიმპტომებით, მათ შორის ცხელება (≥38°C [≥100.4°F]), შემცივნება, ტკივილი გვერდში და ნეკნ-ვერტებრალური კუთხის მტკივნეულობა

კლასიფიკაცის ინფექციის სიმძიმის მიხედვით[1]

არამძიმე სგი (UTI)

  • ძირითადად ქვედა სგი-ის (UTIs).

  • ბავშვს უმეტეს შემთხვევებში აქვს მსუბუქი პირექსია, შეუძლია მიიღოს სითხეები და პერორალური მედიკამენტები და არა აქვს ან აქვს მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაცია.

მძიმე ფორმა სგი (UTI)

  • ძირითადად ზედა სგი-ის (UTIs).

  • ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა (>39°C [>102.2°F] თავს გრძნობს უდად, აქვს შეუჩერებელი ღებინება და ზომიერი ან მძიმე გაუწყლოება.

კლასიფიკაცია გართულების ფაქტორების მიხედვით[1]

გაურთულებელი UTI

  • გაურთულებელი UTI გვხვდება ბავშვებში, რომელსაც აქვს სტრუქტურულად და ფუნქციურად ნორმალური საშარდე გზები, ნორმალური თირკმლის ფუნქცია და კომპეტენტური იმუნური სისტემა.

გართულებული UTI

  • გართულებული UTI გვხვდება ბავშვებში, რომელსაც აქვს საშარდე გზების სტრუქტურული ან ფუნქციური ანომალია.

კლასიფიკაცია ინფიცირების ეპიზოდის მიხედვით[1][4]

პირველადი სგი (UTI)

  • შეიძლება მიუთითებდეს ანატომიურ ანომალიებზე და ამიტომ ანატომიური შეფასება გამართლებულია.

განმეორებითი UTI

  • შეიძლება გამოწვეული იყოს განუკურნებელი ინფექციით ან პერსისტენტული, მუდმივი ინფექციით.

    • განუკურნებელი ინფექცია: საწყისი მკურნალობა არაადეკვატურია საშარდე გზებში ბაქტერიების აღმოსაფხვრელად

    • მუდმივი ინფექცია: გამოწვეულია საშარდე გზებში ბაქტერიების ხელახალი გაჩენით მუდმივი ინფექციის კერის არსებობის გამო, რომელიც შეუძლებელია აღმოიფხვრას (მაგ., ინფიცირებული ქვები ან ფისტულები).

  • ერთი და იგივე პათოგენი მონაწილეობს თითოეულ რეკურენტული (მორეციდივე) ინფექციაში.

  • დიდ ბრიტანეთში, ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) რეკურენტული (მორეციდივე) საშარდე გზების ინფექციის ( UTI) კლასიფიკაიას ახდენს შემდეგნაირად:

    • ≥ 2 ეპიზოდი მწვავე ზედა სგი (UTI), ან

    • 1 ეპიზოდი მწვავე ზედა UTI პლუს ≥1 ეპიზოდი ქვედა UTI, ან

    • ≥3 ეპიზოდი ქვედა სგი-ის (UTI).

გარღვევა სგი (UTI)

  • შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც გადიან ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის კურსს.

  • ჩვეულებრივ, მაინფიცირებული პათოგენის რეზისტენტული შტამების შედეგია.

  • შესაძლოა ასევე გამოწვეული იყოს მშობლის ან მეურვის მიერ მათი შვილის დანიშნულების/მკურნალობის შეუსრულებლობით და/ან უროგენიტალური სისტემის მძიმე ანომალიებით.

რეინფექცია

  • რეკურენტული (მორეციდივე) UTI-სგან განსხვავებით, რეინფექცია მოიცავს სხვადასხვა ტიპის პათოგენებს ან იმავე პათოგენის სხვადასხვა სეროტიპებს.

კლასიფიკაცია კლინიკური გამოვლინების მიხედვით[1][4]

ატიპური საშარდე გზების ინფექცია

  • ბავშვი მძიმედ არის დაავადებული, მას აქვს სიმპტომები და ნიშნები, მათ შორის:

    • შარდის ცუდი ნაკადი

    • წარმონაქმნები მუცლის ღრუში ან შარდის ბუშტში

    • კრეატინინის დონის მატება

    • სეპტიცემია

    • არ არის პასუხი მკურნალობაზე 48 საათის განმავლობაში

    • აქვს ინფექცია არა-Escherichia coli პათოგენით.

უსიმპტომო სგი (UTI)

  • ბავშვს აქვს ლეიკოციტურია სხვა სიმპტომების გარეშე.

სიმპტომური სგი (UTI)

  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს შარდვის ირიტაციული სიმპტომები და ტკივილი ბოქვენის ზევით (ცისტიტი) ან ცხელება და სისუსტე (პიელონეფრიტი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას