პროგნოზი

პროგნოზი კარგია, თუ RPA დროულად იქნა იდენტიფიცირებული. სიკვდილობა 40-50%-ს აღწევს სერიოზული გართულებების შემთხვევაში (მაგ. მენინგიტი).[36] თუმცა გართულებები საკმაოდ იშვიათია და, როგორც წესი, ინფექციის დაღმავალი ან აღმავალი გზით გავრცელების შედეგად ვითარდება. პაციენტთა 1-5%-ში დაავადება განმეორებით ვითარდება.[15]

ტრაქეოსტომა უფრო ხშირად ზრდასრულებში არის საჭირო, რაც შეიძლება რეაბილიტაციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნის გახანგრძლივებასთან იყოს დაკავშირებული. სასუნთქი გზების დაზიანების მძიმე ფორმების დროს ხანგრძლივი ინტუბაცია უმჯობესია, ვიდრე ტრაქეოსტომა. აღნიშული ინტერვენციის შედეგი დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე და მის თანმხლებ დაავადებეზე, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნასთან ასოცირებულ სისტემურ გართულებებზე, როგორიცაა ნოზოკომიური ინფექციები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას