ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია ხახის უკანა კედლის ტრავმა, უცხო სხეულის გადაყლაპვა, კბილის კარიესი/ინფექცია და მამრობითი სქესი.

მზარდი ცხელება

ხშირი ნიშანია ნებისმიერი ტიპის აბსცესის დროს.

კისრის ტკივილი ან ტორტიკოლიზი (კისერმრუდობა/თავის იძულებითი მდებარეობა)

გამოწვეულია მკერდლაიწდვრილისებური კუნთის გაღიზიანებით.

ოდინოფაგია

აბსცესის გვერდის ავლით საჭმლის გადაყლაპვის მცდელობა ძალიან მტკივნეულია.

დისფაგია

აბსცესის გვერდის ავლით საჭმლის გადაყლაპვის მცდელობა ძალიან რთულია.

კისრის შეშუპება/რბილი ქსოვილების/ლიმფადენოპათია

აღნიშნული მდგომარეობის დროს შეიძლება ლინფადენოპათია სხვა ადგილზეც იყოს გამოხატული.

ოროფარინგული შეშუპება

პირხახის გამოკვლევისას გამოხატულია ხილული შესიება.

იშვიათი

ჭარბი ნერწყვდენა

გამოწვეულია ოდინოფაგიით.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

საკვების მიღების დაქვეითება

გამოწვეულია ოდინოფაგიით.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

გამოწვეულია ოდინოფაგიით.

საერთო სისუსტე

დაკავშრებული სისტემურ დარღვევებთან.

გაღიზიანებადობა

ცხელება და სხვა სიმპტომები ბავშვებში გაღიზიანებადობას იწვევს.

იშვიათი

ტრიზმი (პირის გაძნელებული/არასრული გაღება საღეჭი კუნთების სპაზმის გამო)

გამოწვეულია საღეჭი კუნთების გაღიზიანებით (კუნთები, რომლებიც ღეჭვისას ყბის დახურვას უზრუნველყოფს).

ხახის უკანა კედლის გამოკვლევას ართულებს.

დისფონია

ჰიპოფარინქსის შეშუპება ბგერითი იოგების ზემოთ ხმის რეზონანსზე მოქმედებს.

ქოშინი

როდესაც აბსცესი ზომაში იმდენად იზრდება, რომ შეუძლია ხახის წინა კედელს მიაწვეს, საჰაერო გზების დახშობის საშიშროება ვითარდება.

დაღლილობა

დაკავშირებულია სასუნთქი გზების დაზიანებასთან.

ძილის აპნოე

სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევის შედეგი.

სტრიდორი

როდესაც აბსცესი ზომაში იმდენად იზრდება, რომ შეუძლია ხახის წინა კედელს მიაწვეს, საჰაერო გზების დახშობის საშიშროება ვითარდება.

ნუშისებრი ჯირკვლების შეშუპება

შეიძლება სხვა ეტიოლოგიაზე მიუთითებდეს ან აბსცესის ფორმირების წინაპირობას წარმოადგენდეს.

გახშირებული სუნთქვა

მიუთითებს სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევაზე.

ჟანგბადის დაქვეითებული სატურაცია

მიუთითებს სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევაზე, თუმცა, როგორც წესი, დაავადების უფრო გვიანი გამოვლინებაა, ამიტომ არ გამოიყენება დიაგნოსტირებისთვის.

ციანოზი

სასუნთქი გზების ფუნქციის დაქვეითება.

ტაქიპნოე

სასუნთქი გზების ფუნქციის დაქვეითება.

ტრაქეის გადაადგილება

აღნიშნული ფენომენის შესამოწმებლად პაციენტი თავს უკან გადახრის, ექიმი მის უკან დგება და ხორხის ბეჭდისებური ხრტილის პალპირებით განსაზღვრავს ტრაქეა გადაადგილდება თუ არა ქვევით ყოველ გულისცემაზე.

სასუნთქი გზების ფუნქციის დაქვეითება.

ნეკნთაშუა კუნთების რეტრაქცია

ნეკნთაშუა კუნთების რეტრაქცია გულმკერდის ღრუში შემცირებული წნევის გამო.

სასუნთქი გზების ფუნქციის დაქვეითება.

რისკფაქტორები

ძლიერი

უცხო სხეულის გადაყლაპვა

რისკი უფრო მაღალია უცხო სხეულების გადაყლაპვის ანამნეზის მქონე ბავშვებში. აღნიშნული ყოველთვის უნდა მოიზარებოდეს დიფერენციალურში, განსაკუთრებით ბასრი ნივთების შემთხვევაში.

ხახის უკანა კედლის ტრავმა

ხახის უკანა კედლის შემავალი ტრავმა ცნობილი მიზეზია. განზრახ დაზიანების შემთხვევები ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული.[17]

კბილის კარიესი/ინფექცია

კბილის კარიესის ანამნეზი განაპირობებს პაციენტის რფა-ის ფორმირებისკენ მიდრეკილებას.

შაქრიანი დიაბეტი

კისრის ღრმა აბსცესის მქონე პაციენტთა 1/3-ს დიაბეტი აქვს. [4]

სუსტი

მამრობითი სქესი

რეტროფარინგიალური აბსცესები უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, 53%-დან 62%-მდე სიხშირით.[2][5][7][8]

ადენოტონზილექტომია

არსებობს კავშირი რეტრო ან პარაფარინგულ აბსცესსა და ადენოტონზილექტომიას შორის, თუმცა ამ ორ ფენომენს შორის ზუსტი ასოციაციის დადგენა დამეტებით კვლევებს საჭიროებს.[18]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას