ეპიდემიოლოგია

რფა იშვიათი, თუმცა ძალიან სერიოზული დაავადებაა, დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში ავადობისა და სიკვდილობის მაღალი რისკით. რფა პასუხისმგებელია კისრის ღრმა სივრცეების ინფექციის 12%-დან 22%-მდე.[4] დაავადების ინციდენტობის პიკი 3-დან 5 წლამდე ბავშვებში გვხვდება.[1][5][6] თუმცა ზრდასრულებშიც იზრდება დაავადებათა შემთხვევების სიხშირე.[2] აღნიშნული მდგომარეობა ბავშვებში უფრო ხშირად ვითარდება, რადგან მათ ზედა სასუნთქი გზები ინფექციებისა და ოროფარინგული ტრავმის უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ, ისევე, როგორც რეტროფარინგული ლიმფური კვანძების დაჩირქებისკენ მიდრეკილება. აღნიშნული ლიმფური კვანძები 4 წლის შემდეგ რეგრესიას განიცდიან. რეტროფარინგიალური აბსცესები მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალბში. შემთხვევათა 53-62% მამაკაცებში ვითარდება.[2][5][7][8]

აშშ-ში რფა-ის შემთხვევათა 10 წლიანი მიმოხილვისას დადგინდა, რომ პაციენტთა 70% აფრო-ამერიკელი, 25% თეთრკანიანი და 5% ლათინო-ამერიკელები იყო.[7] თუმცა 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, შემთხვევათა 43% აფრო-ამერიკელებში, 54% თეთრკანიანებში, 1% ლათინოამერიკელებსა და 1% შერეული რასის წარმომადგენლებში განვითარდა.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას