კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული გამოკვლევის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ადასტურებს ნეიტროფილიას.

შედეგი

მომატებული სისხლის თეთრი უჯრედების, განსაკუთრებით ნეიტროფილები

ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული გამოკვლევის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. განსაზღვრავს ანთებითი დაავადების სიმძიმეს გამოკვეთილი ნეიტროფილიის არარსებობის პირობებში.

შედეგი

მოამტებულია

კისრის კტ კვლევა კონტრასტით

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოსტირების ზუსტი მეთოდი.

ახდენს ფლეგმონის დიფერენცირებას, ადასტურებს აბსცესის არსებობას და ეხმარება ქირურგიული ჩარევის დაგეგმვაში. ჰაერი სითხის გროვის შიგნით ან მის მიმდებარედ ან ჭარბი რაოდენობით ჰაერის არსებობა კისრის ფასციებს შორის, მეტად სავარაუდოს ხდის აბსცესის არსებობას.[20][27]

შედეგი

ბეჭდისმაგვარი დაზიანება რეტროფარინგულ სივრცეში

კისრის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კისრის რბილი ქსოვილების გვერდითი რენტგენი.

გამოიყენება, როდესაც დიაგნოზი საეჭვოა, კომპიუტერული ტომოგრაფია კი არ არის ხელმისაწვდომი, ან იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზიდან და ფიზიკური გასინჯვიდან გამომდინარე დიაგნოზი ნაკლებად სავარუადოა.[23]

შედეგი

მალათა წინამდებარე სივრცის შეშუპება (>7მმ C2 და >14მმ C6 დონეზე)

კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სწრაფი და ადვილად ჩასატარებელი გამოკვლევა, რომელიც კისრის ლიმფადენოპათიის ან კვანძების სველი ნეკროზის განსხვავების საშუალებას იძლევა, კისრის გადიდებული ლინფური კვანძების მქონე პაციენტებში. ამარტივებს მცირე ლოკალური აბსცესების ასპირაციას.

შედეგი

ლიმფადენოპათია; სითხის დაგროვება

ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის გამოკვლება

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს დიაგნოზზე სერიოზული ეჭვის შემთხვევაში და სასუნთქი გზების გამავლობა დაზიანებულია ან თუ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა არ არის ხელმისაწვდომი.

შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს, თუ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის (ან სხვა გამომსახველობითი კვლევები) შედეგები არ შეესაბამება რეტროფარინგეალური აბსცესის დიაგნოზს. გასინჯვა ანესთეზიის ქვეშ ადასტურებს დიაგნოზს და ამავდროულად ტრანსორალური განაკვეთის გაკეთებისა და დრენირების საშუალებას იძლევა.

შედეგი

უკანა ოროფარინგული კედლის გამობერვა

კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებელია ქირურგიული დრენირებით მიღებული ჩირქის დათესვა კულტურისთვის და სენსიტიურობის განსაზღვრა.

შედეგი

დადებითია გამომწვევ ორგანიზმზე

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას