დიფერენციული დიაგნოზები

მწვავე ეპიგლოტიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რთული გასარჩევია რფა-გან, თუმცა, როგორც წესი, უფრო მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს.

სუნთქვის გაძნელების ანამნეზი.

კვლევები

კტ კვლევაზე არ აღინიშნება ბეჭდისმაგვარი დაზიანება რეტროფარინგულ სივრცეში.

კისრის რბილი ქსოვილების გვერდითი რენტგენით ვლინდება ანთებითი ეპიგლოტიტის ჩრდილი.

ლარინგოტრაქეობრონქიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყეფის მსგავსი ხველა.

კვლევები

კტ კვლევაზე არ აღინიშნება ბეჭდისმაგვარი დაზიანება რეტროფარინგულ სივრცეში და ვლინდება პირხახის კლინიკურად ნორმალური შესახედაობის სურათი.

მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავისტკივილი; ზოგიერთ შემთხვევაში პურპურაც შეიძლება გამოვლინდეს.

კვლევები

კტ კვლევაზე არ აღინიშნება ბეჭდისმაგვარი დაზიანება რეტროფარინგულ სივრცეში.

ლუმბური ფუნქციისას დაავადების მანიშნებელი (დადებითი) ცვლილებები.

ტონზილიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური გამოკვლევისას ვლინდება ინფიცირებული ნუშისებრი ჯირკვლები, ნორმალური შესახედაობის ხახის უკანა კედლით.

კვლევები

დიაგნოზი კლინიკურია

პერიტონზილარული აბსცესი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერიტონზილარული შეშუპება და შუაშიმდებარე ნაქი.

კლინიკური გამოკვლევისას ვლინდება ნორმალური შესახედაობის ხახის უკანა კედელი.

კვლევები

სითხის ასპირაცია ან შეშუპების გაკვეთა და დრენირება ადასტურებს დიაგნოზს.

რეტროფარინგული ლინფადენოპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხახის უკანა კედლის მდგრადი შეშუპება.

კვლევები

კტ კვლევა კონტრასტით ლიმფადენოპათიისა და აბსცესის დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

ნაზოფარინგული კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერსისტენტული ლიმფადენიტი.

პერსისტენტული სიმპტომები, ადექვატური მკურნალობის მიუხედავად.

კვლევები

ბიოფსია და ციტოლოგია სიმსივნის დიაგნოზს ადასტურებს.

ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება გამოხატული იყოს ჰეპატოსპლენომეგალია და დიფუზური ლიმფადენოპათია.

კვლევები

პოლ-ბუნელის ან ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლენის ტესტი დადებითია.

რეტროფარინგული კალციფირებული ტენდონიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნიშნებითა და სიმპტომებით შეიძლება რფა-ის გავდეს.

თვითგანკურნებადი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, 2 კვირაში ალაგდება.

კვლევები

კტ კვლევით ვლინდება კალციფიკატები C1 და/ან C2 მალების წინ, თანდართული არაბეჭდისმსგავსი სითხის გროვით პრევერტებრალურ სივრცეში.[28]

ბრახიული ცისტა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მეორე ბრახიული ღარის წარუმატებელი დახშობისას განვითარებული თანდაყოლილი პათოლოგია. ახალშობილებში კლინიკური გამოვლინება შეიძლება რეტროფარინგული დაზიანების ნიშნებს/სიმპტომებს გავდეს.[29]

კვლევები

კტ კვლევით ვლინდება კონტრასტით გამოკვეთილი ცისტა და წარმონაქმნები კისერში. მრტ უფრო მაღალი რეზოლუციის სურათს იძლევა, რაც ხელსაყრელია პრეოპერაციული გეგმის შემუშავებისას.

კავასაკის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს რფა-ის მსგავსი სიმპტომებით, თუმცა ლიმფადენოპათია იშვიათად ვითარდება ცალკე ან როგორც პირველადი სიმპტომი.

კავასაკის დაავადების დიაგნოსტიკური ნიშნებია >5 დღიანი ცხელება და დამატებით 4 კრიტერიუმი ქვემოთ ჩამოთვლილი 5-დან: არაჩირქოვანი ბულბალური კონიუნქტივიტი, პირის ღრუსა და ტუჩების ცვლილებები, პოლიმორფული ეგზანთემა, ერითემა მოგვიანებით კიდურებზე კანის აქერცვლით და სულ მცირე ერთი, >1.5სმ ზომის კისრის ლიმფური კვანძი.

კვლევები

კტ კვლევით ვლინდება რეტროფარინგული აბსცესის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსი სურათი, ამიტომ კლინიცისტის დიაგნოზი კლინიკურ სიმპტომებზე უნდა იყოს დამოკიდებული.[30]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას