დიფერენციული დიაგნოზები

ხშირი

ცენტრალური უშაქრო დიაბეტი

ანამნეზი

პოლიურია; ტრავმის, ნეოპლაზმის ან ნეიროქირურგიის ისტორია; ფენიტოინის და/ან ეთანოლის მიღების ისტორია

გასინჯვა

შეიძლება ჰქონდეს ტრავმის, ჰიპოფიზზე ქირურგიული ჩარევის და/ან მძიმე ჰიპერნატრიემიის (ჰიპერთერმია, დელირიუმი, გულყრები და კომა) ნიშნები

პირველი გამოკვლევა
  • შრატში ნატრიუმი:

    შეიძლება მომატებული იყოს

  • შრატის ოსმოლარობა:

    ნორმალური ან მომატებული

  • შარდის ოსმოლარობა:

    <300 მმოლ/კგ (300 mOsm/კგ)

    მეტი
  • შარდის 24-საათიანი შეგროვება:

    >50 მლ/კგ/24 საათში

სხვა გამოკვლევები
  • წყლის დაკარგვის ტესტი:

    შარდის ოსმოლარობა < შრატის ოსმოლარობა დეჰიდრატაციის შემდეგ

    მეტი
  • AVP (დესმოპრესინი) სტიმულაციის ტესტი:

    დესმოპრესინის შემდეგ შარდის ოსმოლარობის >50% მატება

    მეტი
  • თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):

    შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოფიზის ან პარაჰიპოფიზური მასა, თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის პათოლოგიური ღერო; ტრავმის ან წინა ოპერაციის მტკიცებულება

    მეტი

ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი

ანამნეზი

ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ისტორია; თირკმელების ძირითადი დარღვევების ისტორია (მაგ., ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, პოლიკისტოზური დაავადება და ობსტრუქციული უროპათია); ლითიუმის, კოლხიცინის, გენტამიცინის, რიფამპინის (რიფამპიცინი) ან პროპოქსიფენის (დექსტროპროპოქსიფენის) გამოყენება; პაციენტი შეიძლება იყოს ორსული მეორე ან მესამე ტრიმესტრში[14]

გასინჯვა

შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზინაბადობა და ჰიპოტენზია

პირველი გამოკვლევა
  • შრატში ნატრიუმი:

    შეიძლება მომატებული იყოს

    მეტი
  • შრატის ოსმოლარობა:

    ნორმალური ან მომატებული

  • შარდის ოსმოლარობა:

    <300 მმოლ/კგ (300 mOsm/კგ)

    მეტი
  • შარდის 24-საათიანი შეგროვება:

    >50 მლ/კგ/24 საათში

სხვა გამოკვლევები
  • წყლის დაკარგვის ტესტი:

    შარდის ოსმოლარობა < შრატის ოსმოლარობა დეჰიდრატაციის შემდეგ

    მეტი
  • AVP (დესმოპრესინი) სტიმულაციის ტესტი:

    უარყოფითი ან შარდის ოსმოლარობის >50% მატება დესმოპრესინის შემდეგ

    მეტი

ჰიპეროსმოლარულ ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა(HHS)

ანამნეზი

ასკოვანი პაციენტები 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, წონის კარგვით, ლეთარგიით, მხედველობის დარღვევებით, ჩვეულებრივ შეცვლილი მენთალური სტატუსით

გასინჯვა

მოცულობის მძიმე დაქვეითების ნიშნები (ლორწოვანი გარსების სიმშრალე, კანის ცუდი ტურგორი, ძილიანობა), ბუნდოვანი ხედვა; სისულელე/კომა[12]

პირველი გამოკვლევა
  • გლუკოზა პლაზმაში:

    >33.3 მმოლ/ლ(600 mg/dL)

    მეტი
  • შრატის ოსმოლარობა:

    >320მმოლ/კგ (320 mOsm/kg)

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • შრატში შარდოვანა და კრეატინინი:

    მოამტებულია

    მეტი
  • შრატში კალიუმი:

    ჩვეულებრივ მომატებულია, იშვიათ შემთხვევაში შემცირებული

    მეტი

პოსტობსტრუქციული დიურეზი

ანამნეზი

ყველაზე ხშირად თირკმლის ორმხრივი ან ცალმხრივი ობსტრუქციის, განსაკუთრებით შარდის შეკავების (რომელიც შეიძლება იყოს მაგ. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის, პროსტატის, პროსტატის სიმსივნის, ნეფროლითიაზის, შარდის ბუშტის სიმსივნის, ურეთრალური სტრიქტურის ფონზე ), მოხსნის შემდეგ,

გასინჯვა

შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზიანებადობა, და ჰიპოტენზია

პირველი გამოკვლევა
  • არ არის:

    დიაგნოზი კლინიკურია

სხვა გამოკვლევები

    მძიმე დიარეა

    ანამნეზი

    ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხელი განავლით, შესაძლებელია აღინიშნებოდეს მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში კლება, ლეთარგია, წყურვილი; ტროპიკული სპრუს, პანკრეატიტის, ლაქტოზის აუტანლობის ან ნაწლვთა ქირურგიული ოპერაციის (სავარაუდოა ნახშირწყლების მალაბსორბცია) ანამნეზი; ანამნეზით შესაძლებელია გამოვლინდეს ინფექციურ პაციენტებთან კონტაქტის, დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების ეპიზოდი, რაც ვირუსულ გასტროენტერიტზე მიუთითებს

    გასინჯვა

    დისკომფორტი მუცლის არეში; შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზინაბადობა, და ჰიპოტენზია

    პირველი გამოკვლევა
    • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

      შეიძლება დადებითი იყოს ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებზე: E coli, Campylobacter, Shigella, Salmonella ან Yersinia

      მეტი
    • სისხლის საერთო ანალიზი (CBC):

      შეიძლება მომატებული იყოს ჰემატოკრიტი, გამოვლინდეს ანემია ან ლეიკოციტოზი

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • ლეიკოციტები განავალში:

      დადებითი ან უარყოფითი

      მეტი
    • განავლის pH:

      ცვალებადი

      მეტი
    • განავალში რედუცირებული ნივთიერებები/შაქარი:

      დადებითი ან უარყოფითი

      მეტი
    • შრატში კალიუმი:

      შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

    • შარდის ოსმოლარობა:

      ჰიპერტონული შარდი

      მეტი

    პირღებინება

    ანამნეზი

    მუცლის ტკივილი, შესაძლოა ანამნეზში იყოს ზედმეტი საკვების მიღება და ღებინება, რაც ბულემიის დიაგნოზს შეესაბამება

    გასინჯვა

    დისკომფორტი მუცლის არეში; შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზინაბადობა და ჰიპოტენზია

    პირველი გამოკვლევა
    • მეტაბოლური ცვლის კვლევების ბაზისური პანელი:

      შესაძლებელია გამოვლინდეს კალიუმისა და ქლორიდების შემცირება

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • შარდის ოსმოლარობა:

      ჰიპერტონული შარდი

      მეტი
    • არტერიული სისხლის აირები (ABG):

      შეიძლება გამოვლინდეს მეტაბოლური ალკალოზი

      მეტი

    წყალთან ლიმიტირებული წვდომა

    ანამნეზი

    რისკჯგუფები: ჩვილები, შეზღუდული უნარების მქონე პირები, დარღვეული ფსიქიკური სტატუსი მქონე, პოსტოპერაციული და ინტუბირებული პაციენტები

    გასინჯვა

    სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები : შეცვლილი მენტალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალბები, გაღიზინაბადობა, ჰიპოტენზია და შარდის შემცირებული გამოყოფა

    პირველი გამოკვლევა
    • არ არის:

      დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს გამოირიცხოს ასოცირებული ელექტოლიტური ცვლის დაღღვევები

    სხვა გამოკვლევები
    • მეტაბოლური პანელი (სისხლის ბიოქიმიური ანალიზი):

      შეიძლება გამოვლინდე ჰიპოკალემია და/ან თირკმლის უკმარისობა

    იშვიათია

    პირველადი ჰიპოდიპსია

    ანამნეზი

    წყურვილის შეგრძნების ნაკლებობა, ჰიპოთალამუსის სიმსივნე ანამნეზში, თავის ტვინის ვასკულარული ოკლუზია ან გრანულომატოზური დაავადება (მაგ. სარკოიდოზი)

    გასინჯვა

    სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, კანის ტურგორის დაქვეითება, ლორწოვანი გარსების გამოშრობა, ჩავარდნილი თვალები, გაღიზიანებადობა, ჰიპოტენზია, შარდის შემცირებული გამოყოფა, ძირიტადი დაავადების ნიშნები შეიძლება იყოს გამოვლენილი

    პირველი გამოკვლევა
    • შრატში ნატრიუმი:

      მოამტებულია

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • შრატში შარდოვანა და კრეატინინი:

      მოამტებულია

    • შრატის ოსმოლარობა:

      მნიშვნელოვნად გაზრდილია

      მეტი
    • შარდის ოსმოლარობა:

      მნიშვნელოვნად გაზრდილია

    კუშინგის სინდრომი

    ანამნეზი

    წონაში მატება, ცვლილებები კანზე(მეწამური სტრიები, ადვილად განვითარებადი სისხლჩაქცევები,კანის გათხელების სხვა ნიშნები), გაძნელებული კიბეზე ასვლა, დაბალი სკამიდან წამოდგომა ან ხელების აწევა, არალეგულარული მენსტრულური ციკლი, ამენორეა, უშვილობა, ქალებში ლიბიდოს დაქვეითება, მამაკაცებში იმპოტენცია ან ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია,კოგნიტიური დისფუნქცია და ემოციური ლაბილობა, ჭრილობის შეხორცების პროცესების დაქვეითება, თავის ტკივილი, პოლიურია და ნიქტურია, მხედველობის დარღვევები, გალაქტორეა.

    გასინჯვა

    მთვარისებრი სახე, სახის პლეთორა, სუპრაკლავიკულარული და/ან დორსიკოცელვიკალური ცხიმის დაგროვება, სიმსუქნე, მეწამური სტრიები, პროქსიმალური კუნთების სისუსტე, ჰირსუტიზმი, ზრდის შეჩერება (ბავშვებში),ჰიპერტენზია, ჰიპერვოლემიის ნიშნები: ხველა,დისპნოე, საუღლე ვენის გადაბერვა და კრეპიტაცია აუსკულტაციის დროს.

    პირველი გამოკვლევა
    • 24 საათში გამოყოფილ შარდში თავისუფალი კორტიზოლი:

      >50 მიკროგრამ/24 საათი

      მეტი
    • მცირე დოზით (ან ღამის განმავლობაში) დექსამეტაზონის სუპრესიის ტესტი:

      არასუპრესირებული დონის განსაზღვრა დილის 8 საათზე

      მეტი
    • გვიან ღამით შრატში ან სანერწყვე კორტიზოლის დონე:

      უჩვეულოდ მაღალი დონე

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • შრატის გლუკოზა:

      შეიძლება მომატებული იყოს

      მეტი

    პირველადი ალდოსტერონიზმი

    ანამნეზი

    პირველადი ალდოსტერონიზმის ოჯახური ანამნეზი , ადრეულ ასაკში დაწყებული ჰიპერტენზიის ან/და ინსულტის ოჯახური ანამნეზი, ასაკი ≥20 წელი, ნიქტურია, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები, კუნთების კრამპი, გულისცემის აჩქარება, ლეთარგია, ხასიათის ცვლილება (გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია), ყურადღების კონცეტრირების გაძნელება

    გასინჯვა

    ჰიპერტენზია, შესაძლოა პროქსიმალური კუნთების სისუსტე, ჰიპერვოლემიის ნიშნები: ხველა, დისპნოე, საუღლე ვენების გადაბერვა და აუსკულტაციით კრეპიტაცია

    პირველი გამოკვლევა
    • შრატში ნატრიუმი:

      ნორმალური ან მომატებული

      მეტი
    • შრატში კალიუმი:

      ნორმის ფარგლებში ან დაქვითებული

      მეტი
    • პლაზმაში ალდოსტერონის კონცეტრაცია (PAC):

      მაღალი

      მეტი
    • პლაზმის რენინის აქტივობა(PRA):

      დაბალია (ჩვეულებრივ <1 ნანოგრამ/საათი)

      მეტი
    • ალდოსტერონ-რენინის თანაფარდობა (ARR):

      გაიზარდა: ალტერნატიულად >55 ალდოსტერონისთვის პიკომოლ/ლ-ში და პირდაპირი აქტიური რენინის კონცენტრაცია mU/L-ში; თანაფარდობა >20 პლაზმური ალდოსტერონისთვის ნანოგრამებში/100 დეცილიტრში და პლაზმის რენინის აქტივობა ნანოგრამებში/მლ/საათში

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • ალდოსტერონის სუპრესიის ტესტი:

      შარდში ალდოსტერონის ექსკრეცია >12 მიკროგრამი/24 სთ ნატრიუმის ადექვატური დატვირთვის დროს (24-საათიანი შარდის ნატრიუმის ექსკრეცია >200 მეკვ)

      მეტი
    • თირკმელზედა ჯირკვალის CT ან MRI:

      შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან შესაძლოა გამოავლინოს ტიპური დაბალი სიმკვრივის უნილატერალური მაკროადენომა(>1 სმ) ახალგაზრდა პაციენტებში

      მეტი

    ლაქსატივების და ნაწლავის სხვა გამწმენდი აგენტების გამოყენება

    ანამნეზი

    ლაქსატივების, ისეთი როგორიცაა ლაქტულოზა, გლიცერინი ან სორბიტოლი (შესაძლოა შედიოდეს ნარკოტიკების გადაჭარბებული მიღების სამკურნალოდ გამოყენებულ საშუალებებში, როგორც შაქრის შემცვლელი დიეტურ საკვებში/სასმელში ან დიეტურ საშუალებებში) მიღების ფონზე თხიერი მასებით დეფეკაციის ანამნეზი

    გასინჯვა

    მუცლის შებერილობა და მგრძნობელობა (პალპაციისას)

    პირველი გამოკვლევა
    • არ არის:

      დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს გამოირიცხოს ასოცირებული ელექტოლიტური ცვლის დაღღვევები

    სხვა გამოკვლევები
    • შრატში კალიუმი:

      შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

    • შარდის ოსმოლარობა:

      ჰიპერტონული შარდი

      მეტი

    ნაწლავის ფისტულა

    ანამნეზი

    კრონის დაავადების ანამნეზი; განმეორებადი საშარდე სისტემის ინფექცია და პნევმატურია (enterovesical fistulae), ვაგინიდან აირების ან განავლოვანი მასების გამოსვლა (enterovaginal fistulae), ნაწლავის შიგთავსის კანის ზედაპირზე დრენირება (enterocutaneous fistulae), ღებინება ფეკალური მასებით (cologastric fistulae))

    გასინჯვა

    ბუშტუკები შარდში (პნევმატურია); ვაგინიდან განავლოვანი მასების გამოსვლა; ნაწლავის შიგთავსის კანის ზედაპირზე დრენირება

    პირველი გამოკვლევა
    • არ არის:

      დიაგნოზი კლინიკურია

    სხვა გამოკვლევები

      დიურეტიკები (შარდმდენები)

      ანამნეზი

      მარყუჟის შარდმდენი (მაგ., ფუროსემიდი და ტორსემიდი) ან ოსმოსური შარდმდენი (მაგ., ინტრავენური მანიტოლი) გამოიყენება, განსაკუთრებით ხანდაზმულ ან ინტუბირებულ პაციენტებში; შეიძლება ჰქონდეს ჰიპერტენზია ან ფილტვების, პერიფერიული ან ცერებრალური შეშუპება

      გასინჯვა

      შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზიანებადობა, და ჰიპოტენზია

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        დიაგნოსტირება ხდება კლინიკური მონაცემების საფუძველზე, თუმცა დამატებითი კვლების ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო დიაგნოზის დასაზუსტებლად მასთან ასოცირებული სხვა დარღვევების გამოსარიცხად

      სხვა გამოკვლევები
      • შრატში კალიუმი:

        შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

      • შარდის ოსმოლარობა:

        იზოტონური შარდი

        მეტი

      სითბურ (გარემოს მაღალი ტემპერატურის) ზემოქმედება

      ანამნეზი

      მაღალ გარემო ტემპერატურაზე ექსპოზირება

      გასინჯვა

      პროფუზული ოფლიანობის ნიშნები; შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენტალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზინაბადობა და ჰიპოტენზია

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს გამოირიცხოს ასოცირებული ელექტოლიტური ცვლის დაღღვევები

      სხვა გამოკვლევები
      • შრატში კალიუმი:

        შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

      • შარდის ოსმოლარობა:

        ჰიპერტონული შარდი

        მეტი

      ფიზიკური დატვირთვა (ვარჯიში)

      ანამნეზი

      ვარჯიში ახლო წარსულში

      გასინჯვა

      პროფუზული ოფლიანობა

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს გამოირიცხოს ასოცირებული ელექტოლიტური ცვლის დაღღვევები

      სხვა გამოკვლევები
      • მეტაბოლური ცვლის კვლევების ბაზისური პანელი:

        შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

      • შარდის ოსმოლარობა:

        ჰიპერტონული შარდი

        მეტი

      ცხელება

      ანამნეზი

      ცხელებით მიმდინარე დაავადება

      გასინჯვა

      ტემპერატურა≥38°C (≥100.4°F); დამატებითი ნიშნები დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებაზე

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        დიაგნოზი კლინიკურია და უფრო ღრმა კვლევების ჩვენება დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე

      სხვა გამოკვლევები

        მძიმე დამწვრობა

        ანამნეზი

        დამწვრობის ანამნეზი

        გასინჯვა

        კანის დიდი ნაწილის დაკარგვა და დაწყლულება

        პირველი გამოკვლევა
        • არ არის:

          დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს გამოირიცხოს ასოცირებული დარღვევები

        სხვა გამოკვლევები
        • FBC:

          დაბალი ჰემატოკრიტი(Hct), ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია

          მეტი
        • მეტაბოლური პანელი (სისხლის ბიოქიმიური ანალიზი):

          მომატებული შარდოვანა, კრეატინინი, გლუკოზა; ჰიპოკალემია

        • შარდის ოსმოლარობა:

          ჰიპერტონული შარდი

          მეტი

        ჩვილების არასრულფასოვანი ძუძუთი კვება

        ანამნეზი

        ჩვილების არასაკმარისი ძუძუთი კვება ანმნეზში, დამატებითი საკვების მიცემის გარეშე

        გასინჯვა

        სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენტალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზინაბადობა და ჰიპოტენზია. მძიმე ჰიპერნატრიემიის ნიშნები შეიძლება იყოს გამოხატული: ჰიპერთერმია, ბოდვა, გულყრები და კომა

        პირველი გამოკვლევა
        • არ არის:

          დიაგნოსტირება ხდება კლინიკური მონაცემების საფუძველზე, თუმცა, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლების ჩატარება, დიაგნოზის დასაზუსტებლად ან ასოცირებული დარღვევების გამოსარიცხად

        სხვა გამოკვლევები
        • შრატში კალიუმი:

          შესაძლებელია ჰიპოკალემიის არსებობა

        • არტერიული სისხლის აირები (ABG):

          მეტაბოლური აციდოზი

        მარილის მიღება

        ანამნეზი

        ჩვილ ბავშვთა ფორმულაში შაქრის მარილით ჩანაცვლების ისტორია (შემთხვევით ან განზრახ), მაღალი კონცენტრირებული ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ან პირის ღრუს ინგლისური მარილით გამოვლების ისტორია (მაგ., Epsom მარილები)

        გასინჯვა

        ჰიპერვოლემიის ნიშნები: პერიფერიული შეშუპება, ჰიპერტენზია, ხველა, დისპნოე, საუღლე ვენების გადაბერვა და აუსკულტაციით კრეპიტაცია

        პირველი გამოკვლევა
        • შრატში ნატრიუმი:

          მომატებულია, შეიძლება იყოს >170 მმოლ/ლ (170 mEq/ლ)

          მეტი
        სხვა გამოკვლევები

          დიეტა, პროტენებისის მაღალი შემცვლობით

          ანამნეზი

          ცილის მაღალი შემცვლობის მქონე დიეტის ან ზონდით კვების ანამნეზი

          გასინჯვა

          შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზიანებადობა, და ჰიპოტენზია

          პირველი გამოკვლევა
          • არ არის:

            დიაგნოზი კლინიკურია

          სხვა გამოკვლევები

            ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება

            ანამნეზი

            მიმდინარე ჰოსპიტალიზაცია (განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში); უფრო ხშირად ჰიპერტონული ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის ისტორია (მაგ., ჰიდატიდური ცისტების მორწყვისთვის), ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანის ისტორია პაციენტში, რომელსაც აქვს დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA) ოსმოსური დიურეზით, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერნატრიემია.[18]

            გასინჯვა

            შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერვოლემიის ნიშნები: პერიფერიული შეშუპება, ჰიპერტენზია, ხველა, დისპნოე, საუღლე ვენების გადაბერვა და აუსკულტაციით კრეპიტაცია

            პირველი გამოკვლევა
            • შრატში ნატრიუმი:

              მომატებულია, შეიძლება იყოს >170 მმოლ/ლ (170 mEq/ლ)

              მეტი
            სხვა გამოკვლევები

              ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება

              ანამნეზი

              მიმდინარე ჰოსპიტალიზაცია (განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში), მძიმე მეტაბოლური აციდოზის ისტორია

              გასინჯვა

              შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერვოლემიის ნიშნები: პერიფერიული შეშუპება, ჰიპერტენზია, ხველა, დისპნოე, საუღლე ვენების გადაბერვა და აუსკულტაციით კრეპიტაცია

              პირველი გამოკვლევა
              • შრატში ნატრიუმი:

                მომატებულია, შეიძლება იყოს >170 მმოლ/ლ (170 mEq/ლ)

                მეტი
              სხვა გამოკვლევები

                ენტერალური კვება

                ანამნეზი

                ცილების მაღალი შემცვლობის დიეტის ანამნეზი, წყალთან შეზღუდული წვდომა

                გასინჯვა

                შეიძლება გამოხატული იყოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები: შეცვლილი მენთალური სტატუსი, დაქვეითებული კანის ტურგორი, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჩავრდნილი თვალები, გაღიზიანებადობა, და ჰიპოტენზია

                პირველი გამოკვლევა
                • არ არის:

                  დიაგნოზი კლინიკურია

                სხვა გამოკვლევები

                  ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას