პროგნოზი

პაციენტთა უმრავლესობა კლინიკურ რემისიას აღწევს სათანადო მკურნალობის ფონზე. თუმცა, სიკვდილობა საკმაოდ მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში პირველი წლის განმავლობაში და ის დაახლოებით 6-41%-ს შეადგენს.[49][50]

თერაპიის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ბულოზური პემფიგოიდის შედეგად აღრიცხული სიკვდილობა გაცილებით მაღალია ევროპაში (19% - 41%) აშშ-თან (6%-12%) შედარებით.[49][50][8] კლინიკური გამოსავლის ასეთი განსხვავება შეგვიძლია მივაწეროთ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, ეთნიკურ კუთვნილებას, ასაკს, კვლევის მოცულობას და სისტემურ ცდომილებას პაციენტების შერჩევის დროს.[25] აშშ-ის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში პაციენტთა გამოკითხვის საფუძველზე, არ აღინიშნა განსხვავება ბულოზური პემფიგოიდის მქონე 223 პაციენტისა და ზოგადი მოსახლეობის სიკვდილობას შორის.[51] თუმცა, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის კოჰორტულ კვლევებში აღრიცხული სიკვდილობის რისკი, ზოგად მოსახლეობასთან შეადრებით, 2-6-ჯერ უფრო მაღალი იყო ბულოზური პემფიგოიდის მქონე პაციენტებში.[7][8]

მულტივარიაციული ანალიზის მიხედვით, 6 თვის თავზე სიკვდილის გაზრდილ რისკს უკავშირდებოდა შემდეგი ფაქტორები: ასაკი ≥86 წელზე, ცუდი ზოგადი მდგომარეობა, მდედრობითი სწესი და გენერალიზებული დაავადება.[52] საფრანგეთის 20 სხვადასხვა დერმატოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის შედეგები მუთითებს, რომ მხოლოდ ხანდაზმული ასაკი (P=0.02) და კარნოვსკის დაბალი ქულა (P <0.001) სიკვდილის დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორებია.[25] [ კარნოვსკის სკალით პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება ]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას