ეტიოლოგია
კანის სუბეპიდერმიულ ბუშტუკოვან აუტოიმუნურ დაავადებებში შედის: ბულოზური პემფიგოიდის ჯგუფის დაავადებები (ბულოზური პემფიგოიდი, გესტაციური პემფიგოიდი, ბრტყელი ლიქენის პემფიგოიდი, წრფივი IgA-ის დაავადება, ნაწიბუროვანი პემფიგოიდი და ანტი-p200, ანტი p105 და ანტი p450 პემფიგოიდები), შეძენილი ბულოზური ეპიდერმოლიზი და ჰერპეტიფორმული დერმატიტი. ჰერპეტიფორმული დერმატიტის გამოკლებით, ყველა ხსენებული დაავადება უკავშირდება მოცირკულირე ქსოვილთან შეკავშირებული აუტოანტისხეულების ზემოქმედებას დერმული-ეპიდერმული მიმაგრების კომპლექსის სხვადასხვა კომპონენტების წინააღმდეგ.[15] დერმულ ეპიდერმული მიმაგრების კომპლექსი სუპრამოლეკულური სტრუქტურაა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზალური კერატინოციტების ადჰეზიას დერმაზე. კომპლექსში ანტისხეულების დაკავშირება სხვადასხვა ცილებთან იწვევს დერმისა და ეპიდერმისის გაყოფას და შედეგად დაჭიმული ბუშტუკების ჩამოყალიბებას.
დერმულ-ეპიდერმული მიმაგრების კომპლექსი შედგება ბაზალური კერატინოციტების ჰემიდესმოსომებისგან, ბაზალური მემბრანის დამჭერი ძაფებისა და პაპილარული დერმის დამჭერი ბოჭკოებისაგან. ამ კომპლექსის სტრუქტურული ცილები, რომლებსაც სხვადასხვა აუტოიმუნური ბულოზური დერმატოზზების დროს აღწერენ, როგორც აუტოანტიგენებს, მოიცავენ: ბულოზური პემფიგოიდის ანტიგენი 180 (ბულოზური პემფიგოიდი, გესტაციური პემფიგოიდი, ლორწოვანი მემბრანის პემფიგოიდი, წრფივი IgA ბულოზური დერმატოზი), BP230 (ბულოზური პემფიგოიდი), ალფა 6 ბეტა 4 ინტეგრინი (ლორწოვანი მემბრანის პემფიგოიდი) ლამინინ 5 და 6 (ლორწოვანი მემბრანის პემფიგოიდი და VII ტიპის კოლაგენი (შეძენილი ბულოზური ეპიდერმოლიზი).[16] აღწერილია 300-ზე მეტი განსხვავებული მუტაცია 10 სხვადასხვა გენისა, რომელიც შეესაბამება ბაზალური მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტებს. მუტაციები განაპირობებენ კანის სიმყიფეს და დერმისა და ეპიდერმისის გაყოფას სახასიათო ექსტრაკუტენეურ გამოვლინებებთან ერთად.[15]
პათოფიზიოლოგია
აუტოანტისხეულები მიმართულია ორი ჰემიდესმოსომური ცილის, BP180-სა და BP230-ის საწინააღმდეგოდ. BP230 ლოკალიზდება უჯრედის შიგნით და უკავშირდება ჰემიდესმოსომურ ფოლაქს, ხოლო BP180 ტრანსმემბრანული გლიკოპროტეინია, რომლის ექსტრაცელულური დომენი შედგება დაახლოებით 1000 ამინომჟავისგან. არაკოლაგენური 16A დომენი, რომელიც მოიცავს 76 ამინომჟავას და ლოკალიზდება უშუალოდ ტრანსმემბრანული მიდამოს მიმდებარედ, იდენტიფიცირებულია, როგორც BP180 ექტოდომენის იმუნოდომინანტური არე.[17]
ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევათა დიდ ნაწილში BP180NC16A-ის წინააღმდეგ შრატში ვლინდება მოცირკულირე ანტისხეულები, რომელთა რაოდენობა უკავშირდება დაავადების აქტივობას.[18] დაზიანების ფორმირებისთვის საჭიროა შემდეგი ძირითადი ფაქტორები: ბულოზური პემფიგოიდის აუტოანტისხეულები (კომპლემენტის გააქტიურების დახმარებით), ანთებითი უჯრედების ინფილტრაცია, სხვადასხვა პროტეაზებისა თუ ანთებითი მედიატორების, მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლება.[19][20] სხვა კვლევებმა, რომლებიც იყენებდნენ მსგავს მიდგომას, გამოავლინა, რომ ქსოვილის დაზიანებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებენ BP180NC16A ანტისხეულები და ნეიტროფილები.[21] IgG-ის პასიური ტრანსპორტის მიდგომის გამოყენებით, არსებობს ინ ვივო მტკიცებულებები, რომ კურდღლის ანტისხეულების მიმართვა კუნთის BP180NC16A-ის ჰომოლოგის წინააღმდეგ არის პათოგენური თაგვებში.[22] ხსენებული ინ ვიტრო და ინ ვივო მონაცემები აჩვენებენ, რომ BP180NC16A დომეინის მიმართ სპეციფიკური ანტიგენები პათოგენურია. ცხადია, რომ ანტი-BP180 ანტისხეულის სამიზნესთან შეკავშირება პირველი საკვანძო ეტაპია სუბეპიდერმული ბუშტუკის ჩამოყალიბებაში ბულოზური პემფიგოიდის დროს. უცნობია, არის თუ არა IgG იმუნოგლობულინების ქვეკლასი პათოგენური და უკავშირდება თუ არა დაავადების სიმძიმეს. ახალი მონაცემებით გამოვლინდა, რომ ანტი-BP180-N IgG1 აუტოანტისხეულები IgG იმუნოგლობულინის პრედომინანტური ქვეკლასია და უკავშირდება ბულოზური პემფიგოიდის მწვავე გამოვლინებას. ვინაიდან IgG1 ანტისხეულებს შეუძლიათ კომპლემენტის ფიქსაცია, გამოვლენილია კავშირი ანტი-BP180 აუტოანტისხეულებსა და კომპლემენტს შორის ბულოზური პემფიგოიდის ჩამოყალიბებაში პათოლოგიური როლის შესრულების კუთხით.[1][23]
ბულოზური პემფიგოიდი ხშირად იწვევს ეოზინოფილიას სისხლსა და ქსოვილებში, რაც მიუთითებს, რომ ეოზინოფილების ინფილტრაციას შუამავლობას ქემოატრაქტანტები უწევენ. ეოტაქსინი და ინტერლეიკინ-5 ძლიერ უკავშირდება ბულოზური პემფიგოიდის ქსოვილოვან ეოზინოფილიას. ხსენებული ფაქტები მიუთითებენ, რომ ეოტაქსნი და ინტერლეიკინ-5 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბულოზური პემფიგოიდების დაზიანებებში ეოზინოფილების მიგრირების კუთხით, შესაბამისად, თერაპიებმა, რომელთა მიზანიც იქნება ეოტაქსინისა და ინტერლეიკინ-5-ის წარმოქმნის დათრგუნვა, შესაძლოა შეამსუბუქონ ანთება და ბუშტუკების ჩამოყალიბება.[24]
კლასიფიკაცია
კლინიკური კლასიფიკაცია
აღწერილია ბულოზური პემფიგოიდის რამდენიმე კლინიკური ვარიანტი:[2][3]
კლასიკური (ბულოზური): ყველაზე ხშირია, დაჭიმული ბულები გვხვდება ყველგან, იშვიათია თვალისა და პირის ღრუს ჩართულობა, დაზიანებები მცირე ზომისაა, ხორცდება დანაწიბურების და მილიის განვითარების გარეშე[Figure caption and citation for the preceding image starts]: დაჭიმული, სითხით სავსე ბუშტუკები ნორმალურ და ერითემატოზულ კანზეFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: დაჭიმული, სითხით სავსე ბუშტუკები ნორმალურ და ერითემატოზულ კანზე, რომლებიც გვხვდება ტანზე და კიდურებზე.From the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].
ვეზიკულური: იშვიათია; შეჯგუფებული მცირე ზომის დაჭიმული ბუშტუკები კანის წითელ ან ქავანა ზედაპირზე[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვეზიკულური ვარიანტი: დაჭიმული ბუშტუკებიFrom the collection of Dr Vesna Petronic-Rosic [Citation ends].
კვანძოვანი: იშვიათია; ბუშტუკები ვითარდება ნორმალურ ან კვანძოვან კანზე
პრეტიბიალური: ბულები ლოკალიზებულია სხეულის ერთ განსაზღვრულ არეში, მაგალითად წვივის მიდამოში და არ ვრცელდება სხვა არეში
დისჰიდროზიფორმული: ბუშტუკები ლოკალიზებულია ხელისა და ფეხისგულებზე
ვეგეტატიური: ძალიან იშვიათია; ვეგეტაციური ფოლაქები იღლიების, კისრის და/ან საზარდულის არეში
გენერალიზებული: იშვიათია, წააგავს ფსორიაზს ან ატოპიურ დერმატიტს, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ვეზიკულები ან ბულები
ურტიკარიული: თავდაპირველად ვლინდება ურტიკარიული დაზიანებებით და შემდგომ იღებს ბულოზურ სახეს, ზოგ პაციენტს ბულები საერთოდ არ უვითარდება
ბავშვობის: უკავშირდება ვაქცინაციას; ბულები გვხვდება ხელისა და ფეხისგულებზე, სახეზე
ერითროდერმული: თავდაპირველად გვხვდება ერითროდერმა სხეულის სრულ ზედაპირზე, შემდგომ ხდება იზოლირებული ბულების ამოხეთქვა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას