მკურნალობის ალგორითმი

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Cliquez ici pour les guides de pratique clinique sur l'otite moyenne aiguë et leur mise en œuvre dans le contexte belgeავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024Acute otitis media (NL versie)ავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

საეჭვო AOM

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ან რექტული ანალგეზია

ტკივილის კონტროლი უმნიშვნელოვანესია მდგომარეობის მართვის დროს.

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნეს რექტალური შეყვანის პრეპარატები. სანამ არ გაქრება სიმპტომები.[47]

AOM-ით დაავადებულ ბავშვებში პარაცეტამოლმა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (NSAID) პლაცებოსთან შედარებით ყურის ტკივილის ხანმოკლე გაყუჩების უკეთესი ეფექტი აჩვენეს.[26] იბუპროფენის და პარაცეტამოლის ეფექტურობის შესადარებლად მონაცემები არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება, არის თუ არა იბუპროფენის და პარაცეტამოლის კომბინაცია უფრო ეფექტური, ვიდრე თითოეული ეს პრეპარატი ცალ-ცალკე.[26]

არასაკმარისი მონაცემები არსებობს AOM-ის დროს ანტიჰისტამინებისა და შეგუბების საწინააღმდეგო პრეპარატების სასარგებლოდ.[27]

ზოგჯერ რეკომენდებულია ანალგეტიკური ყურის წვეთები (მაგ. ანტიპირინი/ბენზოკაინი); თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ხელმისაწვდომი არ არის.[48] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვებში: 10-15 მგ/კგ პერორალურად/რექტულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზა 75 მგ/კგ/დღეში

და/ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზა 40 მგ/კგ/დღეში

Back
განიხილე – 

ანტიბიოტიკოთერაპიის გადავადება

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკოთერაპიის გადავადება შესაძლებელია 6 თვის ან უფრო მაღალი ასაკის ჯანმრთელ პაციენტებში, რომელთა შემდგომი დაკვირვება პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები შეუსაბამოა ან დიაგნოზი არ არის სრულად დადასტურებული.

რეკომენდებულია ანალგეზია და 2-3 დღიანი დაკვირვება. თუ დაკვირვების პერიოდის ბოლოს სიმპტომები კვლავ სახეზეა, უნდა დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია.[39][40][41] დაყოვნებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება შეამცირის არასაჭირო ანტიბიოტიკების მოხმარება, გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე, გააუმჯობესოს ანტიბიოტიკების ეფექტი და შეამციროს დანახარჯები.[44] 2 წლამდე ასაკის ბავშვები ბილატერალური დაავადებით ან პაციენტები რომლებსაც აქვთ ტიმპანური მემბრანის მძიმე გამობერილობა, ამ მიდგომაზე ნაკლებად რეაგირებენ.[42][43]

ანტიბიოტიკები ინიშნება საფეხურებრივად, დაწყებული პირველი რიგის ანტიბიოტიკებით.[19] მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური ანტიბიოტიკოთრაპია ცალსახა არ არის, არსებობს ვარაუდი, რომ ამოქსიცილინი ან ამოქსიცილინ/კლავულანტი უპირატესია მთელ რიგ სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით.[34][35][36]

AOM-ის მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არაა. თერაპიის სტანდარტული 10-დღიანი კურსი გამომდინარეობს სტრეპტოკოკული ფარინგოტონზილიტის მკურნალობის ხანგრძლივობიდან. რამდენიმე კვლევა და ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) რეკომენდაციას უწევს 2 წლამდე ბავშვებში სტანდარტულ 10-დღიან თერაპიას უფრო ხანმოკლე კურსებთან შედარებით. 6-დან 23 თვემდე ბავშვების მკურნალობის ხაგრძლივობა 10 დღეს უნდა შეადგენდეს.[19][37][38]AAP-ის რეკომენდაციით პერორალური ანტიბიოტიკების 7-დღიანი კურსი ეფექტურია 2-დან 5 წლამდე ბავშვებში AOM-ის მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით.[19] 6 და მეტი წლის ბავშვებში მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით 5-7-დღიანი კურსი საკმარისია.[19]

თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შეიძლება საჭირო გახდეს მეორე ან მესამე რიგის პრეპარატი.[19]

ციპროფლოქსაცინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბეტალაქტამებზე ალერგიის მქონე პაციენტებში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გახანგრძლივებული გამოყოფის აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა AOM-ის მქონე ბავშვებში ისევე ეფექტურია, როგორც ამოქსიცილინ/კლავულანატის 10-დღიანი კურსი.[25] შესაძლებელია აზითრომიცინის სხვადასხვა კურსის გამოყენება.

პირველადი პარამეტრები

ამოქსიცინილი: ბავშვებში: 80-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილ დოზებად, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

ან

ამოქსიცილინ/კლავულანატი: >3 თვის ბავშვებში: 80-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილ დოზებად, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

მეტი

მეორეული ვარიანტები

ცეფდინირი: >6 თვის ბავშვებში: 14 მგ/კგ/დღეში 10 დღის განმავლობაში

ან

ცეფუროქსიმი: ბავშვებში: 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

მესამე ვარიანტები

აზიტრომიცინი: ≥6 თვის ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის) პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ/დღეში 4 დღის განმავლობაში; ან 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის) 3 დღის განმავლობაში; ან 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის), ერთჯერადად; ან 60 მგ/კგ/დღეში (გახანგრძლივებული გამოყოფის) ერთჯერადად

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50 მგ/კგ/დღეში კუნთებში/ინტრავენურად 3 დღის განმავლობაში

მწვავე

დადასტურებული AOM

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ან რექტული ანალგეზია

ტკივილის კონტროლი უმნიშვნელოვანესია მდგომარეობის მართვის დროს.

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნეს რექტალური შეყვანის პრეპარატები. სანამ არ გაქრება სიმპტომები.[47]

AOM-ით დაავადებულ ბავშვებში პარაცეტამოლმა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (NSAID) პლაცებოსთან შედარებით ყურის ტკივილის ხანმოკლე გაყუჩების უკეთესი ეფექტი აჩვენეს.[26] იბუპროფენის და პარაცეტამოლის ეფექტურობის შესადარებლად მონაცემები არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება, არის თუ არა იბუპროფენის და პარაცეტამოლის კომბინაცია უფრო ეფექტური, ვიდრე თითოეული ეს პრეპარატი ცალ-ცალკე.[26]

არასაკმარისი მონაცემებია AOM-ის დროს ანტიჰისტამინებისა და შეშუპების/გაჭედვის საწინააღმდეგო პრეპარატების (დეკონგესტანტები)სასარგებლოდ.[27]

ზოგჯერ რეკომენდებულია ანალგეტიკური ყურის წვეთები (მაგ. ანტიპირინი/ბენზოკაინი); თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ხელმისაწვდომი არ არის.[48] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვებში: 10-15 მგ/კგ პერორალურად/რექტულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზა 75 მგ/კგ/დღეში

და/ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დოზა 40 მგ/კგ/დღეში

Back
განიხილე – 

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკოთერაპიის გადავადება შესაძლებელია 6 თვის ან უფრო მაღალი ასაკის ჯანმრთელ პაციენტებში, რომელთა შემდგომი დაკვირვება პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები შეუსაბამოა ან დიაგნოზი არ არის სრულად დადასტურებული. [ Cochrane Clinical Answers logo ]

რეკომენდებულია ანალგეზია და 2-3 დღიანი დაკვირვება. თუ დაკვირვების პერიოდის ბოლოს სიმპტომები კვლავ სახეზეა, უნდა დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია.[39][40][41]დაყოვნებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება შეამცირის არასაჭირო ანტიბიოტიკების მოხმარება, გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე, გააუმჯობესოს ანტიბიოტიკების ეფექტი და შეამციროს დანახარჯები.[44] 2 წლამდე ასაკის ბავშვები ბილატერალური დაავადებით ან პაციენტები რომლებსაც აქვთ ტიმპანური მემბრანის მძიმე გამობერილობა, ამ მიდგომაზე ნაკლებად რეაგირებენ.[42][43]

შემოსავლის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში ანტიბიოტიკები ყველაზე სასარგებლოა 2 წლამდე ბავშვებში ორმხრივი AOM-ით (NNT = 4) ან ბავშვებში AOM-ით და ოტორეით სავარაუდო ტემპონური მემბრანის პერფორაციით (NNT = 3).[33]

ანტიბიოტიკები ინიშნება საფეხურებრივად, დაწყებული პირველი რიგის ანტიბიოტიკებით.[19] მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური ანტიბიოტიკოთრაპია ცალსახა არ არის, არსებობს ვარაუდი, რომ ამოქსიცილინი ან ამოქსიცილინ/კლავულანტი უპირატესია მთელ რიგ სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით.[34][35][36]

6-დან 23 თვემდე ბავშვების მკურნალობის ხაგრძლივობა 10 დღეს უნდა შეადგენდეს.[38]ამერიკის პედიატრიული აკადემიის (AAP)-ის რეკომენდაციით პერორალური ანტიბიოტიკების 7-დღიანი კურსი ეფექტურია 2-დან 5 წლამდე ბავშვებში AOM-ის მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით.[19] 6 და მეტი წლის ბავშვებში მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით 5-7-დღიანი კურსი საკმარისია.[19]

თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შეიძლება საჭირო გახდეს მეორე ან მესამე რიგის პრეპარატი.[19]

ციპროფლოქსაცინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბეტალაქტამებზე ალერგიის მქონე პაციენტებში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გახანგრძლივებული გამოყოფის აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა AOM-ის მქონე ბავშვებში ისევე ეფექტურია, როგორც ამოქსიცილინ/კლავულანატის 10-დღიანი კურსი.[25] შესაძლებელია აზითრომიცინის სხვადასხვა კურსის გამოყენება.

პირველადი პარამეტრები

ამოქსიცინილი: ბავშვებში: 80-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილ დოზებად, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

ან

ამოქსიცილინ/კლავულანატი: >3 თვის ბავშვებში: 80-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილ დოზებად, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

მეტი

მეორეული ვარიანტები

ცეფდინირი: >6 თვის ბავშვებში: 14 მგ/კგ/დღეში 10 დღის განმავლობაში

ან

ცეფუროქსიმი: ბავშვებში: 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 12 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში

მესამე ვარიანტები

აზიტრომიცინი: ≥6 თვის ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის) პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ/დღეში 4 დღის განმავლობაში; ან 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის) 3 დღის განმავლობაში; ან 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად (სწრაფი გამოყოფის), ერთჯერადად; ან 60 მგ/კგ/დღეში (გახანგრძლივებული გამოყოფის) ერთჯერადად

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50 მგ/კგ/დღეში კუნთებში/ინტრავენურად 3 დღის განმავლობაში

Back
პლიუს – 

ტიმპანოცენტეზი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ეტიოლოგიურ დიაგნოზთან ერთად ტიმპანოცენტეზი ამცირებს წნევას შუა ყურის სივრცეში და ამსუბუქებს ყურის ტკივილს.[45][46] შესაბამისად, ეს პროცედურა სასარგებლოა პაციენტებისთვის პერსისტენტული დაავადებით, როცა ანტიმიკრობული თერაპია უშედეგოა, ან როცა საჭიროა ტკივილის სასწრაფო გაყუჩება.

ეს პროცედურა სპეციალურ კვალიფიკაციას მოითხოვს, შეიძლება მტკივნეული იყოს და მოიცავს გარკვეულ რისკებს, როგორიცაა დაფის აპკის და შუა ყურის სტრუქტურების ტრავმა, ან ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკები.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას