მიდგომა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Cliquez ici pour les guides de pratique clinique sur l'otite moyenne aiguë et leur mise en œuvre dans le contexte belgeავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024Acute otitis media (NL versie)ავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024

ამ მდგომარეობის სტანდარტულად მართვის სასარგებლოდ მეტყველი მონაცემების დიდი ნაწილი მცირე სარგებელზე მიუთითებს ან არასაკმარისია. ზოგადი კლინიცისტების და სპეციალისტების მიდგომები სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის შემთხვევაში შეიძლება განსხვავდებოდეს. AOM-ის უმეტესი ეპიზოდების თვითშეზღუდული ბუნების გამო, განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, AOM-ზე თავდაპირველი დაკვირვება უნდა იყოს უფრო ფართო მართვის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს ადრეულ ანალგეზიას, მშობლების ცნობიერების გაზრდას და პოტენციურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ამ მიდგომამ შეიძლება შეამციროს ანტიბიოტიკების არასაჭირო მოხმარება.[19]​ 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ცალმხრივი AOM-თა და მსუბუქი სიმპტომებით, არჩევანი უნდა გაკეთდეს თავდაპირველ ანტიბიოტიკოთერაპიას ან თავდაპირველ დაკვირვებას შორის, მაგრამ მხოლოდ მშობელ(ებ)თან/მზრუნველთან ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.[19]​ მიუხედავად იმისა, რომ AOM-ი შეიძლება შეგხვდეს მოზრდილებში, შემდგომი მართვის სტრატეგია ფოკუსირებული იქნება პედიატრიულ პაციენტებზე.

ანალგეზია

AOM-ის მკურნალობა მოითხოვს ტკივილის სასწრაფოდ შეფასებასა და კონტროლს, რადგან ყურის ტკივილი ავადმყოფობის მთავარი ფაქტორია როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.[19]ზოგადად, ამისთვის მარტივი ანალგეტიკები გამოიყენება.

AOM-ით დაავადებულ ბავშვებში პარაცეტამოლმა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (NSAID) პლაცებოსთან შედარებით ყურის ტკივილის ხანმოკლე გაყუჩების უკეთესი ეფექტი აჩვენეს.[26] იბუპროფენის და პარაცეტამოლის ეფექტურობის შესადარებლად მონაცემები არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება, არის თუ არა იბუპროფენის და პარაცეტამოლის კომბინაცია უფრო ეფექტური, ვიდრე თითოეული ეს პრეპარატი ცალ-ცალკე.[26]

არასაკმარისი მონაცემებია AOM-ის დროს ანტიჰისტამინებისა და შეშუპების/გაჭედვის საწინააღმდეგო პრეპარატების (დეკონგესტანტები)სასარგებლოდ.[27]

დაუყოვნებელი ანტიბიოტიკოთერაპია

ტკივილის კონტროლის მიღწევის შემდეგ ექიმმა და ოჯახმა უნდა განიხილოს ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება. პერორალური ანტიბიოტიკები მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა შეიძლება ქონდეს არასასურველი ეფექტები და ამ პრეპარატების ჭარბმა გამოყენებამ გამოიწვია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბება.[28][29] შესაბამისად, პერორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება AOM-ის დიაგნოზი.[30]

თერაპიული ეფექტიანობა

როცა დიაგნოსტიკის კრიტერიუმად გამოიყენებოდა დაფის აპკის გამობერილობა, ანტიბიოტიკოთერაპიას ნაკლები კლინიკური წარუმატებლობა და კლინიკური ქულების ზომიერი გაუმჯობესება მოჰყვებოდა პლაცებოსთან შედარებით.[31][32]

მეტა-ანალიზის თანახმად, კლინიკური გამოჯანმრთელების მაჩვენებლები, განსაკუთრებით სიმპტომების შემსუბუქება, მკურნალობის 1 დღის შემდეგ მსგავსია პლაცებოსა და ანტიბიოტიკის ჯგუფში, მაგრამ 1 კვირის შემდეგ უფრო მაღალია ანტიბიოტიკის ჯგუფში.[33]ანტიბიოტიკები საშუალოდ 1 დღით ამცირებდნენ გამოჯანმრთელების პერიოდს; ყოველ 1 გამოჯანმრთელებულ ბავშვზე 10-20-ს ესაჭიროებოდა ანტიბიოტიკის მიღება, ხოლო დამატებითი ზიანის გამო ნამკურნალები პაციენტების რაოდენობა 1 გამოჯანმრთელებულზე (NNT) შადგენდა 14-ს.[33]

შემოსავლის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში ანტიბიოტიკები ყველაზე სასარგებლოა 2 წლამდე ბავშვებში ორმხრივი AOM-ით (NNT = 4) ან ბავშვებში AOM-ით და ოტორეით სავარაუდო ტემპონური მემბრანის პერფორაციით (NNT = 3).[33]

თერაპიის შერჩევა და ხანგრძლივობა

ანტიბიოტიკები ინიშნე ეტაპობრივად.[19] ანტიბიოტიკიო თერაპიაში ძირითადია ამოქსიცილინით მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური ანტიბიოტიკოთრაპია ცალსახა არ არის, არსებობს ვარაუდი, რომ ამოქსიცილინი ან ამოქსიცილინ/კლავულანატი უპირატესია მთელ რიგ სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით.[34][35][36]

ციპროფლოქსაცინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბეტალაქტამებზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

AOM-ის მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არაა. თერაპიის სტანდარტული 10-დღიანი კურსი გამომდინარეობს სტრეპტოკოკული ფარინგოტონზილიტის მკურნალობის ხანგრძლივობიდან. რამდენიმე კვლევა და ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) რეკომენდაციას უწევს 2 წლამდე ბავშვებში სტანდარტულ 10-დღიან თერაპიას უფრო ხანმოკლე კურსებთან შედარებით.[19][37][38]

AAP-ის რეკომენდაციით პერორალური ანტიბიოტიკების 7-დღიანი კურსი ეფექტურია 2-დან 5 წლამდე ბავშვებში AOM-ის მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით.[19] 6 და მეტი წლის ბავშვებში მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით 5-7-დღიანი კურსი საკმარისია.[19]

თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შეიძლება საჭირო გახდეს მეორე ან მესამე რიგის პრეპარატი.[19]

ანტიბიოტიკოთერაპიის გადავადება

ანტიბიოტიკოთერაპიის გადავადება შესაძლებელია 6 თვის ან უფრო მაღალი ასაკის ჯანმრთელ პაციენტებში, რომელთა შემდგომი დაკვირვება პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები შეუსაბამოა ან დიაგნოზი არ არის სრულად დადასტურებული.

ეს მიდგომა გულისხმობს ტკივილის სასწრაფო მართვას საწყისი დაკვირვების 2-3 დღიანი პერიოდის განმავლობაში.

რამოდენიმე კვლევამ აჩვენა ანტიბიოტიკების გამოწერის "სამაშველო ბადის/დალოდებისა და დაკვირვების მეთოდების წარმატება, რაც ნიშნავს რომ ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკს და აუხსნის მშობლებს, რომ მისი გამოყენება დაიწყონ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის სუბიექტური მონაცემები არ გაუმჯობესდებაა 48-72 საათის განმავლობაში.[39][40][41] ამ კვლევებმა აჩვენა, რომ შემდგომში ამ გამოწერილ ანტიბიოტიკებს მხოლოდ ორი მესამედი მოიხმარდა, ხოლო მკურნალობის ჯგუფებში პაციენტების შედეგები არ განსხვავდებოდა. [ Cochrane Clinical Answers logo ] 2 წლამდე ასაკის ბავშვები ბილატერალური დაავადებით ან პაციენტები რომლებსაც აქვთ ტიმპანური მემბრანის მძიმე გამობერილობა, ამ მიდგომაზე ნაკლებად რეაგირებენ.[42][43]

დაყოვნებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება შეამცირის არასაჭირო ანტიბიოტიკების მოხმარება, გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე, გააუმჯობესოს ანტიბიოტიკების ეფექტი და შეამციროს დანახარჯები, თუმცა ამ მიდგომის ეფექტები AOM-ის იშვიათ გართულებებზე (როგორიც არის მასტოიდიტი) არ არის ნათელი.[44]

ტიმპანოცენტეზი

ტიმპანოცენტეზი ამცირებს წნევას შუა ყურის სივრცეში და ამსუბუქებს ყურის ტკივილს.[45][46] შესაბამისად, ეს პროცედურა სასარგებლოა პაციენტებისთვის პერსისტენტული დაავადებით, როცა ანტიმიკრობული თერაპია უშედეგოა, ან როცა საჭიროა ტკივილის სასწრაფო გაყუჩება.

ტიმპანოცენტეზი მოიცავს გარკვეულ რისკებს, როგორიცაა დაფის აპკის და შუა ყურის სტრუქტურების ტრავმა, ან ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას