მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ამასთან, ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს.


პოპულაცია: ბავშვები ( 6 თვიდან 17 წლამდე) ᵃ

ინტერვენცია: გრიპის ვაქცინა

შედარება: პლაცებო ან მკურნალობის გარეშე

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

AOM-ის მინიმუმ ერთი ეპიზოდი (განმეორებითი ვიზიტი: 11 დღიდან 1 წლამდე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ანტიბიოტიკების გამოყენება(განმეორებითი ვიზიტი: 1 თვიდან 1 წლამდე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ზომიერი

გვერდითი მოვლენები - ცხელება (განმეორებითი ვიზიტი: 11 დღიდან 2 წლამდე)

უფრო ხშირია გრიპის ვაქცინასთან ერთდ, ვიდრე პლაცებოს ან მკურნალობის გარეშე ჯგუფში (უპირატესია შესადარებელი ჯგუფი)

დაბალი

გვერდითი მოვლენები - რინორეა (განმეორებითი ვიზიტი 11 დღიდან 2 წლამდე)

უფრო ხშირია გრიპის ვაქცინასთან ერთდ, ვიდრე პლაცებოს ან მკურნალობის გარეშე ჯგუფში (უპირატესია შესადარებელი ჯგუფი)

დაბალი

გვერდითი მოვლენები - ფარინგიტი (განმეორებითი ვიზიტი: 11 დღიდან 1 წლამდე)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

შენიშვნა:

კოჰრეინის მიმოხილვა, რომელსაც თავისმხრივ ეფუძნება ეს კოჰრეინის კლინიკური პასუხი (CCA), აჩვენებს რომ იყო მცირე მაგრამ სტატისტიკურად უმნიშვნელო შემცირება იმ ბავშვების რიცხვისა რომეთაც ერთხელ მაინც ქონდათ AOM-ი. შესაბამისად ავტორები ასკვნიან რომ "გრიპის ვაქცინაციის წახალისება მხოლოდ, მწვავე შუა ოტიტის რაოდენობის შესამცირებლად არ არის გამართლებული". ამავდროულად, მათ განაცხადეს, რომ ეს მტკიცებულებები შესაძლოა დაეხმაროს მშობლებს, შვილების გრიპის ვაქცინით აცრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მათ ასევე განაცხადეს, რომ გაურკვეველია არის თუ არა ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება შესაბამისი იმ სიტუაციებში, სადაც მიზანშეწონილია „ფხიზლად ლოდინის“ მიდგომის გამოყენება.

ᵃ ჩართული იყო ათი კვლევა. მხოლოდ ერთში იყო აღნიშნული რომ ყველა ჩართულ ბავშვს ქონდა განმეორებითი მწვავე შუა ოტიტი.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

    კოქრეინის კლინიკური პასუხები

    Cochrane library logo

    კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

    ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას