მიდგომა
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Cliquez ici pour les guides de pratique clinique sur l'otite moyenne aiguë et leur mise en œuvre dans le contexte belgeავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024Acute otitis media (NL versie)ავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024AOM-ის დიაგნოზისთვის არ არსებობს ოქროს სტანდარტი. დაავადების განვითარებისას არსებობს ნიშნებისა და სიმპტომების სპექტრი. AOM-ის დიაგნოზის დამადასტურებელი ანამნეზის ფაქტორები განსხვავდება პაციენტის ასაკის მიხედვით. უფრო დიდი ასაკის, ვერბალურ ბავშვებში დაავადებას წინ უსწრებს ვირუსული რესპირატორული ინფექცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება მწვავე ოტალგია. პრე-ვერბალურ ბავშვებში ძირითადი ფაქტორებია ცხელება ან ყურის ტკივილზე მიმანიშნებელი სისტემური სიმპტომები, როგორიცაა გაღიაიზანება, ტირილი, ძილის დარღვევა, ღებინება ან მადის დაქვეითება. პრე-ვერბალურმა ბავშვებმა, შეიძლება, დაიზილონ და მოქაჩონ დასენიანებული ყური, თუმცა ეს სიმპტომები არ არის სპეციფიური AOM-ის დიაგნოზისათვის.[19]
AOM უფრო იშვიათად გვხვდება მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში. ბავშვებთან შედარებით ზრდასრულები უფრო დროულად მიმართავენ მკურნალობას, ისეთი ჩივილებით როგორიცაა: ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ყელის ტკივილი და ოტორეა. საწყისი დიაგნოზიდან 2 თვის შემდეგ მოზრდილებს შუა ყურის პერსისტენტული გამონაჟონის ან ინფექციების უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ ბავშვებთან შედარებით.[20] ბაქტერიოლოგია და მკურნალობა ისეთივეა, როგორც ბავშვებში.
გამოკვლევა
ფიზიკური გასინჯვის დროს აღმოჩენილი, დიაგნოზისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, დაფის აპკის გამობერვა და შემღვრევა.[21][22] დაფის აპკი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი ან წითელი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოტოსკოპიით ჩანს გამობერილი და ერითემატოზული დაფის აპკი და საორიენტაციო ნიშნების დაკარგვა.ექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
ნეიტრალურ პოზიციაში ნორმალური დაფის აპკი ეკვრის ცენტრალურ ბორცვს და ჩაქუჩის ლატერალურ მორჩს ანტეროსუპერიორულ კვადრანტში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნორმალური დაფის აპკი ეკვრის ცენტრალურ ბორცვს და ჩაქუჩის ლატერალურ მორჩს ანტეროსუპერიორულ კვადრანტში. LM = ჩაქუჩის ლატერალური მორჩი; I = გრდემლი; U = ბორცვი; LR = სინათლის რეფლექსი; A = დაფის აპკის რგოლი; PI = უკანა-ქვედა კვადრანტიექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
ამასთან ერთად, ანტერიოინფერიორულ კვადრანტში შეინიშნება სინათლის კონუსი. AOM-ის დროს დაფის აპკი გამოიბერება (ბლითის ნიშანი), ფარავს აღნიშნულ ადგილებს და ამახინჯებს ან ასუსტენს სინათლის კუნუსს.[23][Figure caption and citation for the preceding image starts]: შუა ყურის ჩირქოვანი გამონაჟონი და დაფის აპკის საორიენტაციო ნიშნების დაკარგვა და დამახასიათებელი რგოლისებრი შესახედაობაექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
გარე სასმენი მილის დათვალიერება და დაფის აპკის ვიზუალიზაცია AOM-ის დიაგნოსტიკის მიღებული სტანდარტული მეთოდია.
ზოგ შემთხვევაში ყურის გოგირდი ხელს უშლის დაფის აპკის ვიზუალიზაციას. ამიტომ გარე სასმენი მილი ყურის გოგირდისგან უნდა გაიწმინდოს. თუ დაფის აპკის ვიზუალიზაცია შეუძლებელია, საჭიროა პაციენტის მართვის სტრატეგიის შემუშავება.
ანალიზები
როგორც წესი, არ არის საჭირო გამოკვლევები: AOM არის კლინიკური დიაგნოზი.
დამატებითი ტესტებია პნევმატური ოტოსკოპია ან ტიმპანპომეტრია, რომლებიც ადასტურებენ გამონაჟონის არსებობას.[22]
ტიმპანოცენტეზი და შუა ყურის სითხის ასპირატის ბაქტერიული კულტურა ეტიოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდებია. თუმცა, ტიმპანოცენტეზი ტექნიკურად რთული პროცედურაა და ოტოლარინგოლოგის ჩარევას საჭიროებს; ამასთან ერთად, კულტურის პასუხის მიღებამდე პაციენტის მდგომარეობა სავარაუდოდ გაუმჯობესდება. შესაბამისად მას მიმართავენ ისეთ პაციენტებში რომეთაც აქვთ AOM-ის მუდმივი ფორმა რომელიც არ პასუხობს ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ან ისეთ პაციენტებში რომელთაც ესაჭიროებათ მწვავე ტკივილისგან სასწრაფო დახმარება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას