დიფერენციული დიაგნოზები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Cliquez ici pour les guides de pratique clinique sur l'otite moyenne aiguë et leur mise en œuvre dans le contexte belgeავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024Acute otitis media (NL versie)ავტორი: ebpracticenet adminბოლო გამოქვეყნება: 2024შუა ყურის ანთება გამონაჟონით
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ, შუა ყურის გამონაჟონი ასიმპტომურია. ზოგიერთი ასაკიანი პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ყურის გავსების შეგრძნებას, გახეთქვის შეგრძნებას, სმენის დაქვეითებას ან დაზიანებულ მხარეს ზარის რეკვის ხმას.
კვლევები
ოტოსკოპიით ამ პაციენტებს აქვთ ნებისმიერი ფერის გამონაჟონი, აირი-სითხის დონეებით ან ბუშტუკებით და დაფის აპკის ნორმალური ნიშნებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: შუა ყურის ექსუდაციური ანთება აირი-სითხის დონეებით ან ბუშტუკებით და დაფის აპკის ნორმალური ნიშნებითექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
მირინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
ამ პაციენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ შუა ყურისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან მსუბუქი ტკივილი.
კვლევები
ოტოსკოპიით აღინიშნება ერითემა და დაფის აპკის გახვრეტა ნეიტრალურ პოზიციაში, შუა ყურის ანთების სხვა მახასიათებლების გარეშე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მირინგიტის დროს ოტოსკოპიით აღინიშნება ერითემა და დაფის აპკის გახვრეტა ნეიტრალურ პოზიციაშიექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: შდარებისთვის მოყვანილია ნორმალური შესახედაობის დაფის აპკი მირინგიტის განვითარებამდეექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
მასტოიდიტი
ნიშნები / სიმპტომები
დვრილისებრ მორჩთან აღინიშნება შეშუპება, ერითემა და მომატებული მგრძნობელობა.
კვლევები
დიაგნოზი დგინდება კლინიკურად, მხოლოდ ანამნეზსა და გასინჯვით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე. მძიმე სიმპტომების ან გაურკვეველი დიაგნოზის დროს საჭიროა კტ სკანირება (აბსცესის გამოსარიცხად).
ქოლესტეატომა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ოტორეა ტკივილის გარეშე და სმენის დაქვეითება. დაფის აპკის შემღვრევის შედეგად შეიძლება შეცდომით დაისვას AOM-ის დიაგნოზი.
კვლევები
დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზსა და კლინიკურ მონაცემებს. გამოსახულებითი კვლევა იშვიათადაა საჭირო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქოლესტეატომის ოტოსკოპიური სურათიექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას