მეორეული პრევენცია

შემდეგი ნაბიჯები შეამცირებს ყურის ინფექციების შანსს მომავალში: ძუძუთი კვება ჩვილობის პერიოდში, თამბაქოს ბოლის ზემოქმედების თავიდან აცილება, ბავშვის კვება აწეული თავით, მატყუარას გამოყენების შეზღუდვა და როცა შესაძლებელია გაციების ვირუსებთან კონტაქტის შეზღუდვა.[15][55][56]

პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინა ზომიერი ეფექტს ახდენს AOM-ის სიხშირეზე, განსაკუთრებით პნევმოკოკის ვაქცინურ შტამებზე.[57][58][59]AOM-ის პრევენციის მიზნით ჩატარებული გრიპის ვირუსის იმუნიზაციის კვლევები არადამაჯერებელია.[60] [ Cochrane Clinical Answers logo ] [მტკიცებულების დონე B]

გრიპის ვირუსის ინფექციის მკურნალობა ოსელტამივირით ხელს უშლის შუა ყურის ჩართვას პროცესში და ამცირებს AOM-ის სიმპტომებს გრიპის სეზონების დროს.[61][62]

AOM-ის პროფილაქტიკისთვის ქსილიტის, შაქრის ალკოჰოლის გამოყენება სიროპის ან საღეჭი რეზინის სახით არადამაჯერებელ შედეგებს იძლევა.[63][64][65][66] [ Cochrane Clinical Answers logo ]

მიუხედავად იმისა, რომ AOM-ის პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენებას შეზღუდული სარგებელი აქვს (ნამკურნალები პაციენტების რაოდენობა პრევენციის ერთ შემთხვევაზე 5-ს შეადგენს), ის სავარაუდოდ გამოიწვევს რეზისტენტული ბაქტერიების სელექციას.[67] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას