კვლევები

გასათვალისწინებელი კვლევები

პათერგიული ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კანქვეშა კანის სინჯი ტარდება 20 ან 21 კალიბრიანი სტერილური ნემსით, ჩვეულებრივ წინამხარზე და ხდება დაკვირვება პაპულების ან პუსტულების წარმოქმნაზე 48 სთ-ის განმავლობაში.

პათერგიული ანალიზი დადებითია პაციენტების 60%-ში, რაც ყველაზე მაღალი სიხშირით გვხვდება შუა აღმოსავლეთელებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პათერგიაექიმ იუსუფ იაზიჩის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4d7b9dfc

შედეგი

ინდურაცია პუსტულის წარმოქმნით ან მის გარეშე 48 სთ-ში

რევმატოიდული ფაქტორი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი სიმპტომები გვეხმარება რევმატოიდული ართრიტის ალტერნატიული დიაგნოზის გამოსარიცხად.

შედეგი

ნეგატიური

ანტინუკლეური ანტისხეულები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ დადებითია, დამატებით კვლევა უნდა ჩატარდეს სხვა აუტოიმუნური დაავადებების შემდგომი შეფასებისთვის.

შედეგი

ნეგატიური

ანტი-ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა მიუთითებდეს ალტერნატიულ დიაგნოზზე, როგორიცაა მანეკროზებელი ვასკულიტი.

შედეგი

ნეგატიური

HLA-B51

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეს ასოციაციები ცვალებადია ეთნიკურობასთან ერთად. HLA-B51 არის ბეჰჩეტის სინდრომთან ყველაზე ძლიერ ასოცირებული გენეტიკური ფაქტორი.[20] ის, ასევე, აღინიშნება ჯანმრთელ პოპულაციაში, მაგრამ უფრო ხშირია ბეჰჩეტის სინდრომის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხემლთაშუაზღვისპირეთში და აღმოსავლეთ აზიის პოპულაციაში.[21] ის შესაძლოა სიმძიმის ინდიკატორი იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის კარგად დადგენილი.

შედეგი

წარმოდგენილია

ხერხემლის პუნქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, როცა არსებობს ეჭვი ნევროლოგიურ დაზიანებებზე. გახსნის წნევის გაზომვას და ცერებროსპინალური სითხის ანალიზს იყენებენ ისეთი ინფექციების გამორიცხვის მიზნით, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლისტერიოზი ან მარტივი ჰერპეს ვირუსი.[5]

შედეგი

ჰიპერუჯრედულობა; ძირითადად ლიმფოციტოზი და ნაკლებად ხშირად პოლიმორფონუკლეარული უჯრედები ან პლეოციტოზი

მრტ, თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია კონტრასტირებით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, როცა დიდი სისხლძარღვების ფლებიტი ან ცნს სისტემის დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი.

შედეგი

თეთრი ნივეთიერების ცვლილებები ხშირად აზიანებს შუა ტვინს, ტვინის ღეროს და ბაზალურ ბირთვებს

კოლონოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბეჰჩეტის ნიშნები კოლონოსკოპიაზე ჩვეულებრივ განსხვავებული, ერთეული, ღრმა წყლულებია. ამასთან, ზოგჯერ შეიძლება ძნელი იყოს კრონის დაავადებისაგან დიფერენცირება.

შედეგი

ანთება და აფთოზურის მაგვარი წყლულები, შესაძლო ვასკულიტი ბიოფსიით.

კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

პაციენტებისთვის, რომლებსაც კუჭნაწლავის სიმპტომები აქვთ, ნაჩვენებია ენდოსკოპია ალტერნატიული დიაგნოზის გამოსარიცხად.

შედეგი

ანთება და აფთოზურის მაგვარი წყლულები, შესაძლო ვასკულიტი ბიოფსიით.

გულმკერდის მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

როცა ჰემოფტიზი ვლინდება, ნაჩვენებია, პულმონური ანევრიზმის გამოსავლენად. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას პულმონური ანევრიზმის სკრინინგისთვის, თუ თრომბოფლებიტის ან სხვა ანევრიზმების დიაგნოზი დაისვა. ანგიოგრაფიაზე ნაკლებ ინვაზიურია; არჩევანი დამოკიდებულია ადგილობრივ ექსპერტიზაზე და პრიორიტეტებზე.

შედეგი

ჰემორაგია, პულმონური ანევრიზმა

გულმკერდის კტ ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, როცა ჰემოფტიზი ვლინდება, პულმონური ანევრიზმის გამოსავლენად. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას პულმონური ანევრიზმის აღმოსაჩენად, თუ თრომბოფლებიტის ან სხვა ანევრიზმების დიაგნოზი დაისვა. უფრო ინვაზიურია, ვიდრე მაღალი რეზოლუციის კტ; არჩევანი დამოკიდებულია ადგილობრივ ექსპერტიზაზე და პრიორიტეტებზე.

შედეგი

ჰემორაგია, პულმონური ანევრიზმა

პულმონური ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

პულმონური ანევრიზმის შემდგომი კვლევა, ინვაზიური

შედეგი

პულმონური ანევრიზმა

ახალი ტესტები

ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეულები ASCAs

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა მომატებული იყოს, კუჭნაწლავის სიმპტომების არსებობისას, მაგრამ საჭიროებს დამატებით კვლევებს დადასტურებისთვის.[22]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას