ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გაძლიერებული წინასწარგანწყობა გარკვეულ ეთნიკურ/გეოგრაფიულ ჯგუფებში
გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აზიაში და ხმელთაშუა ზღვის გარშემო. გენეტიკური მოლოდინისთვის არსებობს მტკიცებულება (მაგ: მომდევნო თაობას უვლინდება სიმპტომები უფრო ადრე და უფრო მძიმე ფორმებში).[15]
პირის ღრუს წყლულები
ჰერპესული წყლულებისგან განსხვავებით, ეს დაზიანებები ყოველთვის პირის ღრუს ტენიან ლორწოვან ზედაპირზე ჩნდება და არ ვლინდება ტუჩების გარე ზედაპირზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის წყლულებიექიმ იუსუფ იაზიჩის კოლექციიდან [Citation ends].
გენიტალური წყლულები
შესაძლაო იყოს მტკივნეული და ნაწიბუროვანი, განსაკუთრებით, როცა სათესლე პარკზეა.
განწყობილია დაინფიცირებისადმი, რაც არღვევს შეხორცების პროცესს.
ასო ჩვეულბრივ დაცულია.
უვეიტი
პანუვეიტის ქვეტიპი არის ავადობის მთავარი მიზეზი. ის უფრო ხშირია და უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს მამაკაცებში.
აკნე დაზიანებები
ვულგარული აკნეს იდენტური დაზიანებები ახასიათებს, მაგრამ შესაძლოა ატიპურ ადგილას განვითარდეს (მაგ: მკლავებსა და ფეხებზე).
კვანძოვანი ერითემა
კვანძოვანი დაზიანებები რთული გასარჩევია ზედაპირული თრომბოფლებიტისგან.
ჩვეულებრივ ქვედა კიდურებზე და ლაგდება 1-2 კვირაში.
სიმპტომების ხანგრძლივობა შეზღუდულია
სხვა რევმატული მგდომარეობებისგან განსხვავებით, ბეხეტის სინდრომის სიმპტომებისთვის დამახასიათებელია დროთა განმავლობაში დასუსტება.
ახალ ადგილებში ორგანოთა უმეტესი სისტემის დაზიანების ალბათობა ასევე მცირდება დროთა განმავლობაში, გარდა ცნს-ისა და სისხლძარღვების დაზიანებისა.
დაავადების მიმდინარეობისას, ცნს-ის და სისხლძარღვების დაზიანება შესაძლოა განვითარდეს იგივე სიხშირით, ნებისმიერ დროს.[7]
ზედაპირული თრომბოფლებიტი
დაკავშირებულია ღრმა ვენების თრომბოზთან და ფილტვის ანევრიზმის ფორმირებასთან.
ჰიპოპიონი
ანთებითი უჯრედების დალექვა თვალის წინა საკანში მძიმე ანთებაზე მიუთითებს. ჰიპოპიონი პრაქტიკულად პათოგნომონურია.[3]
იშვიათი
ინსულტი
ბეჰჩეტის ისინდრომის დროს სისხლძარღვოვან დარღვევას თუ არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს.[6]
თვალების ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია ან ფოტოსენსიტიურობა
შესაძლოა მიუთითებდეს უვეიტზე.
მეხსიერების დაქვეითება/დაკარგვა
ცნს-ის პარენქიმული დაზიანების ძირითადი ნიშანი.
თავის ტკივილი, კონფუზია ან ცხელება
მენინგიალური ანთება შესაძლოა იყოს ბეჰჩეტის სინდრომის გართულება და შესაძლოა გამოვლინდეს მენინგოენცეფალიტის ყველა ნიშნით და სიმპტომით.[4]
ჰემოფტიზი, ხველა, სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში
შესაძლოა მიუთითებდეს ფილტვების დაზიანებაზე, როგორიცაა პულმონური ანევრიზმა, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს.
თვალების სიწითლე ან ცრემლიანობა
შესაძლოა მიუთითებდეს უვეიტზე.
დარღვეული მეტყველება, კოორდინაცია ან მოძრაობა
ცნს-ის პარენქიმული დაზიანება შესაძლოა მოიცავდეს მენინგიალურ გაღიზიანებას, თეთრი ნივთიერების ცვლილებებს და ანთებას.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
მუცლის სპაზმური ტკივილი, დიარეა ან კუჭ-ნაჭლავის წყლულები
კუჭნაწლავის სიმპტომები შესძლოა შეგვეშალოს ნაწლავის ანთებით მდგომარეობებში, განსაკუთრებით კრონის დაავადებაში.
რისკფაქტორები
ძლიერი
ასაკი 20-40 წელი
პაციენტების უმრავლესობა 20 - 30 წლისაა. ის იშვიათია მომწიფებამდე და >70 წლის ასაკში.
ბეჰჩეტის სინდრომის ოჯახური ანამნეზი
მასზე მოდის შემთხვევათა დახლოებით 20%. კომპლექსური არამენდელური დამემკვიდრება.[14]
გენეტიკური განწყობა
უფრო ხშირად აღინიშნება შუა და აღმოსავლეთ აზიაში და აგრეთვე ხემლთაშუაზღვისპირეთში. გენეტიკური მოლოდინისთვის არსებობს მტკიცებულება (მაგ: მომდევნო თაობას უვლინდება სიმპტომები უფრო ადრე და უფრო მძიმე ფორმებში).[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას