შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
30 წლის ქალი 4 თვეა უჩივის პერორალურ და გენიტალურ მორეციდივე წყლულებს. ყოველ მეირე კვირას მას უვითარდება პერორალური წყლულები, >5 ზე მეტი თითოელ ჯერზე და ისინი ლაგდება თავისთავად 7-10 დღეში. წყლულები ჩნდება ენაზე, ტუჩების და ლოყების შიდა ზედაპირებზე და იწვევენ დისკომფორტს. გენიტალური წყლულები უფრო მცირე რაოდენობითაა და ყოველთვის მტკივნეული არ არის. მან ასევე შეამჩნია აკნე ფეხებზე და ზურგზე, მაგრამ არა სახეზე, ასევე, აღსანიშნავია რომ მას არა ჰქონია სახეზე აკნე თინეიჯერობის დროს/გარდატეხის ასაკში. მას ჰქონდა მტკივნეული, წითელი, მრგვალი დაზიანებების ორი ეპიზოდი ფეხებზე. რომლებიც მკურნალობის გარეშე 1 კვირის შემდეგ ალაგდა
შემთხვევის ანამნეზი #2
28 წლის მამაკაცს 2 თვის განმავლობაში ქონდა თვალის ტკივილი და მხედველობის დაბინდვა, რომელიც უარესდებოდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში. ორივე თვალი ჩართულია პროცესში. ის ასევე უჩივის განმეორებით წყლულებს პირის ღრუსა და გენიტალიებზე, რაც მას აწუხებს ბოლო 5 თვეა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ქონდა აკნე სახეზე, მაგრამ ახლა აკნე უჩნდება ზურგზე, ზედა კიდურების პროქსიმალურ ნაწილში და ფეხებზე.
სხვა გამოვლინებები
ბეჰჩეტის სინდრომი შესაძლოა აგრეთვე გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით, როგორიცაა ფაღარათი, მუცლის სპაზმური ტკივილი და ლორწოვანის დაწყლულება, განსაკუთრებით პაციენტებში აღმოსავლეთ აზიიდან და აშშ-დან.[3] აღნიშნული სიმპტომები ხშირად ეშლებათ ხოლმე ნაწლავის ანთებით დაავადების სიმპტომებში ვინაიდან ისინი ნამდვილად მსგავსია. როგორც წესი, კოლონოსკოპია და ხანდახან წვრილი ნაწლავის ვიზუალიზაციის ჩატარება ხდება საჭირო ამ ორი მდგომარეობის გასასხვავებლად.
პაციენტების 5-10%-ში დაზიანებულია ცენტრალური ნერვული სისტემა პარენქიმული ან ვასკულარული მანიფესტაციებით. პარენქიმული დაზიანების ნიშნებს მიეკუთვნება მეხსიერების დარღვევა, მენტალური სტატუსის ცვლილებები, ჰემიპარეზი, თავბრუსხვევა, ბალანსის დაღვევა, გულყრები, კრანიალური ნერვების დამბლა ან კომა. ასევე, შესაძლოა იყოს მენინგეალური ანთება, მენინგოენცეფალიტის ნიშნებით და სიმპტომებით, მათ შორის თავის ტკივილი, გონების დაბინდვა და ცხელება.[4][5] თავის ტვინის ვენების თრომბოზი ცნს სისხლძარღვების დაზიანების ყველაზე ხშირი ნიშანია და ხასიათდება კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზიით. არტერიული სტენოზი, თრომბოზი და ანევრიზმის ფორმირება ბეჰჩეტის სინდრომის ნაკლებად ხშირი ნეიროვასკულარული გამოვლინებაა.[2][6]
თრომბოფლებიტი დაკავშირებულია სისხლძარღვების დაზიანებასთან სხეულის სხვა ნაწილებში, ძირითადად ანევრიზმის სახით; შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი კვლევები გამომსახველობითი ტექნიკის მეშვეობით მსგავსი დაზიანების გამოსარიცხად. ფილტვის ანევრიზმები სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.[7]
ჰიპოპიონი, ანთებითი უჯრედების დალექვა თვალის წინა საკანში, როგორც წესი, პათოგნომურია.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას