კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
მიკროსკოპია და კულტურა (სისხლი, ჭრილობა, სითხე, ქსოვილი)
ტესტი
სტრეპტოკოკური ინფექციების ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტების უმეტესობაში სრულდება ქირურგიული დამუშავების შედეგად მიღებული ინფიცირებული ფასციის ან კუნთის გრამის წესით შეღებვით. ეს ავლენს გრამდადებით კოკებს წყვილებად და ჯაჭვებად. ზრდას სისხლის კულტურებიდან, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს 8-24 საათზე, ხოლო სისხლის კულტურები დადებითია სტრეპტოკოკური შემთხვევების 60%-ში.[41]
ბაქტერიემია სისხლის დადებითი კულტურებით იშვიათია სტაფილოკოკური TSS-ის დროს.[4][41][88]S aureus იზოლირებულია ლორწოდან ან ჭრილობის ადგილებიდან სტაფილოკოკური დაავადების მქონე პაციენტების 80%-ში.[12]
შედეგი
დადებითი A ჯგუფის სტრეპტოკოკზე ან Staphylococcus aureus-ზე
FBC
ტესტი
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება და ანემია და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სენსიტიურია, მაგრამ არა სპეციფიკური სტრეპტოკოკულ ან სტაფილოკოკური TSS დიაგნოზისთვის.
შედეგი
ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით; ანემია; თრომბოციტოპენია თრომბოციტებით <100 x 10⁹/ლ (100 x 10³/მიკროლიტრში)
კოაგულოგრამა
ტესტი
პროთრომბინის დროის, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის და ფიბრინოგენის ჩათვლით.
შედეგი
სტაფილოკოკური დაავადების დროს DIC-თან ერთად: პროთრომბინის დრო/პარციალური თრომბოპლასტინის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს; ფიბრინოგენი შეიძლება იყოს დაბალი.
შრატში შარდოვანა და კრეატინინი
ტესტი
შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატება და ჰემოგლობინურია თირკმლის უკმარისობის ნიშნებია. წინ უსწრებს ჰიპოტენზიას სტრეპტოკოკური დაავადების მქონე პაციენტების 40%-დან 50%-მდე.[44]
შედეგი
მოამტებულია
შარდის საერთო ანალიზი
ტესტი
შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატება და ჰემოგლობინურია თირკმლის უკმარისობის ნიშნებია. წინ უსწრებს ჰიპოტენზიას სტრეპტოკოკური დაავადების მქონე პაციენტების 40%-დან 50%-მდე.[44]
შედეგი
ჰემოგლობინურია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
აჩვენებს ბილირუბინის ან ტრანსამინაზების მომატებას ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად.
შედეგი
მომატებული ტრანსამინაზები და ბილირუბინი
კრეატინკინაზა (CK)
ტესტი
მომატებული CK მოწმობს მანეკროზებელ ფასციიტს ან მიოზიტს. CK შეიძლება ასევე მომატებული იყოს სტაფილოკოკურ TSS-ის დროს.
შედეგი
მომატებულია მანეკროზირებელი ფასციიტის ან მიოზიტის და ზოგიერთი სტაფილოკოკური დაავადების დროს
შრატის კალციუმის დონე
ტესტი
ჰიპოკალცემია გვხვდება შემოსვლისას და სტრეპტოკოკური დაავადების მიმდინარეობის განმავლობაში.
შედეგი
დაბალია სტრეპტოკოკური დაავადების დროს
შრატში ნატრიუმი
ტესტი
ჰიპონატრიემია შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური დაავადების მიღებისას და მთელი კურსის განმავლობაში.
შედეგი
დაბალია სტრეპტოკოკური დაავადების დროს
ფოსფორი შრატში
ტესტი
ჰიპოფოსფატემია შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური დაავადების მიღებისას და მთელი კურსის განმავლობაში.
შედეგი
დაბალია სტრეპტოკოკური დაავადების დროს
ალბუმინის დონე შრატში
ტესტი
ჰიპოალბუმინემია გვხვდება შემოსვლისას და სტრეპტოკოკური დაავადების მიმდინარეობის განმავლობაში.
შედეგი
დაბალია სტრეპტოკოკური დაავადების დროს
შრატის რძემჟავა
ტესტი
ლაქტოაციდოზი ჩანს სეფსისში, რაც გამოწვეულია ქსოვილის ცუდი პერფუზიით ან სისხლის შემცირებული ოქსიგენაციით.
შედეგი
მომატებულია მძიმე სეფსისის და სეპტიკური შოკის დროს
გასათვალისწინებელი კვლევები
Staphylococcus aureus ანტისხეულებზე ტესტირება
ტესტი
სტაფილოკოკური TSS-ის დიაგნოზს მხარს უჭერს მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის ანტისხეულების ტესტირება.
შედეგი
S aureus არსებობა მწვავე ფაზის ანტისხეულების არარსებობისას
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
შეესაბამება მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს.
შედეგი
დიფუზური ორმხრივი ინტერსტიციული და ალვეოლური ინფილტრატები
ახალი ტესტები
სეროტიპირება
ტესტი
TSS დიაგნოზის დასმა ფენოტიპური და გენოტიპური მახასიათებლების არსებობით: M-პროტეინის ტიპი, შრატის შემღვრევის ფაქტორის წარმოება, პროტეაზის წარმოება, სტრეპტოკოკური პიროგენული ეგზოტოქსინის (SPE) A, B და C გენების არსებობა და SPEA და SPEB in vitro წარმოება. თუმცა, ეს ტესტები არ არის რუტინულად ხელმისაწვდომი საავადმყოფოების უმეტესობაში.
შედეგი
სტრეპტოკოკური ეგზოტოქსინების მტკიცებულება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას