შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
32 წლის ქალბატონი შემოდის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ჩივილებით ცხელება,თავის ტკივილი,კუნთების ტკივილი და სუთქვის უკმარისობა ბოლო 48 საათის განმავლობაში. სიმპტომებამდე ორი კვირით ადრე, მას ჰქონდა გაურთულებელი დროული ვაგინალური მშობიარობა. წარსულ სამედიცინო ანამნეზში მნიშვნელოვანი მოვლენა არ იკვეთება. სახლში ბოლო დროს სხვა არავინ არ ყოფილა ავად ან არ უმოგზაურია ქვეყნის გარეთ. გასინჯვისას იგი ტოქსიკურია, ტემპერატურით 39.5°C (103.1°F). მისი პულსის სიხშირეა 132, ხოლო სისხლის წნევა - 100/60 მმ ვწყ სვ, რესპირატორული მაჩვენებლით 34 ჩასუნთქვა/წუთში. ზედა და ქვედა კიდურებზე აღინიშნება დიფუზური ერითემატოზული გამონაყარი. სუნთქვის ხმიანობა მცირდება ქვედა წილებში. გასინჯვისას სხვა მონაცემები ნორმაშია.
სხვა გამოვლინებები
A ჯგუფის სტრეპტოკოკულმა მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის ბაქტერიემია, ცელულიტი, მენინგიტი, პნევმონია, ემპიემა, პერიტონიტი, სეპტიური ართრიტი, პუერპერალური სეფსისი, დამწვრობის ჭრილობის სეფსისი, ნეკროზული ფასციტი და განგრენოზული მიოზიტი.[9] ეს ინფექციები შეიძლება წარმოდგენილი იყოს TSS-ის მტკიცებულებასთან შოკით და მულტიორგანული უკმარისობით. გამოვლინდა ზოგიერთი ატიპური პრეზენტაცია, როგორიცაა A ჯგუფის სტრეპტოკოკის მეორეული ინფექციები ჩუტყვავილას პირველადი ინფექციის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას ინფექცია ხშირად თვითშეზღუდული ინფექციაა ბავშვებში, ის შეიძლება ასოცირებული იყოს სერიოზულ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებთან როგორც იმუნოკომპეტენტურ ისე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში. A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციებით გამოწვეული სერიოზული ბაქტერიული ინფექციების სიხშირე იზრდება, როგორც ჩუტყვავილას გართულება.[10][11]
დაფიქსირდა განმეორებითი მენსტრუალური და არა მენსტრუალური სტაფილოკოკური TSS შემთხვევები და, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც არ იყვნენ ნამკურნალები შესაბამისი ანტისტაფილოკოკური ანტიბიოტიკებით ან არ ჰქონდათ თერაპიის ადეკვატური ხანგრძლივობა.[12][13][14][15] პაციენტების ერთ მესამედ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს განმეორებითი მენსტრუალური TSS, განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომელთაც არ უნვითარდებათ ჰუმორული რეაქცია სტაფილოკოკურ ტოქსინზე და/ან აქვთ მუდმივი კოლონიზაცია Staphylococcus aureus ტოქსიგენური შტამებით.[12][14][16] განმეორებითი არა მენსტრუალური შემთხვევები შეიძლება მოხდეს, როდესაც პირველადი ინფექციის შემდეგ პაციენტებს არ უვითარდებათ ანტისხეულების დამცავი დონე გამოჯანმრთელების ფაზაში.[15] რეციდივებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სინდრომის პირველი გამოჩენიდან დღეებიდან თვეებამდე. მენსტრუალური TSS-ის დროს რეციდივები, ზოგადად, უფრო მსუბუქია, ვიდრე პირველადი დაავადება.
შიდსით დაავადებულ პაციენტებში ასევე აღწერილია სტაფილოკოკური TSS-ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ქვემწვავე დაავადება დესქვამაციით, ერითროდერმიით, ლორწოვანის-კანის ინფექციებით და ჰიპოტენზიით, რაც რჩება ან მეორდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.[17]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას