კონტაგიოზური მოლუსკი
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
იმუნოკომპეტენტური
დაკვირვება
ლოდინის ტაქტიკა ზოგადად გამოიყენება საწყის ეტაპზე იმუნოკომპრომისული პაციენტების დიდ ნაწილში.
პაციენტები უნდა დავარწმუნოთ, რომ კონტაგიოზური მოლუსკი თვითგანკურნებადი დაავადებაა და სპონტანურად ალაგდება, როგორც წესი, 1-2 წლის ფარგლებში.
ტოპიკური მკურნალობა
პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობა არ დასჭირდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეიძლება გავითვალისწინოთ ტოპიკური თერაპია (მაგ. თუ პაციენტს აღენიშნება შფოთვა, დისკომფორტი, ღელავს გარეგნობაზე ან არ სურს ინფექცია სხვაზე გაავრცელოს).[9]Fernando I, K Edwards S, Grover D. British Association for Sexual Health and HIV national guideline for the management of genital molluscum in adults (2021). Int J STD AIDS. 2022 Apr;33(5):422-32 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35312417?tool=bestpractice.com [25]Centers for Disease Control and Prevention. Molluscum contagiosum: treatment. Oct 2017 [internet publication]. https://www.cdc.gov/poxvirus/molluscum-contagiosum/treatment.html თუ პაციენტები ირჩევენ ჩაიტარონ მკურნალობა, ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ,რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ შეიძლება განვითარდეთ ახალი დაზიანებები და მათ შეიძლება დასჭირდეთ მკურნალობის ერთზე მეტი კურსი.[9]Fernando I, K Edwards S, Grover D. British Association for Sexual Health and HIV national guideline for the management of genital molluscum in adults (2021). Int J STD AIDS. 2022 Apr;33(5):422-32 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35312417?tool=bestpractice.com
ტოპიკურ კალიუმის ჰიდროქსიდს შესაძლოა ჰქონდეს მცირე სარგებელი.[22]van der Wouden JC, van der Sande R, Kruithof EJ, et al. Interventions for cutaneous molluscum contagiosum. Cochrane Database Syst Rev. 2017 May 17;(5):CD004767. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004767.pub4/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28513067?tool=bestpractice.com
არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები, რომ სხვა ტოპიკური აგენტები, მათ შორის სალიცილის მჟავა, ბენზოილ პეროქსიდი და ტრეტინოინი ხასიათდებიან გარკვეული სარგებელით, თუმცა, მათგან კონკრეტულად აცერთი არ არის დანარჩენზე მეტად რეკომენდებული.[22]van der Wouden JC, van der Sande R, Kruithof EJ, et al. Interventions for cutaneous molluscum contagiosum. Cochrane Database Syst Rev. 2017 May 17;(5):CD004767. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004767.pub4/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28513067?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ტოპიკური კალიუმის ჰიდროქსიდი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
მეორეული ვარიანტები
სალიცილის მჟავა ტოპიკური: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ბენზოილ პეროქსიდი ტოპიკური: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური ტრეტინოინი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
კრიოთერაპია
პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობა არ დასჭირდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში და შემოსაზღვრული დაზიანებების მცირე რაოდენობით არსებობის დროს, შეიძლება გავითვალისწინოთ კრიოთერაპია(მაგ. თუ პაციენტს აღენიშნება შფოთვა, დისკომფორტი, ღელავს გარეგნობაზე ან არ სურს ინფექცია სხვაზე გაავრცელოს).
კრიოთერაპია უნდა გავითვალისწინოთ ქირურგიული თერაპიის ან პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში არაექსტენსიური დაზიანებების შემთხვევაში, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.[22]van der Wouden JC, van der Sande R, Kruithof EJ, et al. Interventions for cutaneous molluscum contagiosum. Cochrane Database Syst Rev. 2017 May 17;(5):CD004767. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004767.pub4/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28513067?tool=bestpractice.com [25]Centers for Disease Control and Prevention. Molluscum contagiosum: treatment. Oct 2017 [internet publication]. https://www.cdc.gov/poxvirus/molluscum-contagiosum/treatment.html
კონსერვატიული ზომები და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სკრინინგი
პაციენტებს უნდა ურჩიოთ თავი აარიდონ ანოგენიტალური არეს გაპარსვას ან ცვილით ეპილაციას, ასევე არ გამოიყენონ სხვისი პირსახოცი და თეთრეული სანამ დაზიანებები არ ალაგდება.
სრული სკრინინგი (მოიცავს გაგზავნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში, ადგილობრივი მოცემულობის გათვალისწინებით) უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტთან, ვისაც აქვს ანოგენიტალური მოლუსკი, თუნდაც 1 ან 2 დაზიანების სახით.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com
იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში შესაძლებელია მხოლოდ დაკვირვება. თუმცა, ანოგენიტალური დაზიანებების მქონე პაციენტებში შესაძლოა რეკომენდებული იყოს ფიზიკური ან ტოპიკური მკურნალობა.[25]Centers for Disease Control and Prevention. Molluscum contagiosum: treatment. Oct 2017 [internet publication]. https://www.cdc.gov/poxvirus/molluscum-contagiosum/treatment.html
კრიოთერაპია, კაუტერიზაცია ან კურეტაჟი
ანოგენიტალური მოლუსკის მკურნალობის ჩვენებებია პაციენტის სურვილი, ექსტენსიური და/ან მუდმივი დაავადება, კოსმეტიკური მიზეზები, დაავადების გავრცელების და დანაწიბურების შიში და სიმპტომები/გართულებები (მაგ. ქავილი, ათენა და მეორეული ინფექცია).
კრიოთერაპია ხშირად გამოიყენება სქესობრივი ჯანმრთელობისა და დერმატოლოგიურ კლინიკებში შემოფარგლული ანოგენიტალური მოლუსკის სამკურნალოდ, თუმცა, გამოქვეყნებული მტკიცებულებები მათი ეფექტურობის შესახებ არასაკმარისია. ოტპიმალური შედეგებისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ყოველკვირეული მკურნალობა 6-8 კვირის განმავლობაში.[28]Forbat E, Al-Niaimi F, Ali FR. Molluscum contagiosum: review and update on management. Pediatr Dermatol. 2017 Sep;34(5):504-15. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28884917?tool=bestpractice.com
ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, კიურეტაჟზე უპირატესი მეთოდია კაუტერიზაცია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით ანოგენიტალურ კანზე, ვინაიდან არის ნაკლებად ტრავმული და მტკივნეული.
ტოპიკური მკურნალობა
ანოგენიტალური მოლუსკის მკურნალობის ჩვენებებია პაციენტის სურვილი, ექსტენსიური და/ან მუდმივი დაავადება, კოსმეტიკური მიზეზები, დაავადების გავრცელების და დანაწიბურების შიში და სიმპტომები/გართულებები (მაგ. ქავილი, ათენა და მეორეული ინფექცია).
შეიძლება განიხილებოდეს ადგილობრივი მკურნალობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოლუსკუმი უფრო ფართოდ არის გავრცელებული.
პოდოფილოტოქსინი, კალიუმის ჰიდროქსიდი და იმიკიმოდი შეიძლება განვიხილოთ ანოგენიტალური მოლუსკის დროს.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com მოლუსკუმის სამკურნალოდ იმიქვიმოდის გამოყენების ეფექტურობის შესახებ მტკიცებულება მწირია. იმიკიმოდი არ არის რეკომენდებული ბავშვებში.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com [25]Centers for Disease Control and Prevention. Molluscum contagiosum: treatment. Oct 2017 [internet publication]. https://www.cdc.gov/poxvirus/molluscum-contagiosum/treatment.html
სხვა ტოპიკურმა საშუალებებმა, მაგ. ბენზოილ პეროქსიდმა და ტრეტინოინმა, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ამიტომ, მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ანოგენიტალური რეგიონის მგრძნობიარე კანზე.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ტოპიკური პოდოფილოტოქსინი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური კალიუმის ჰიდროქსიდი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური იმიქვიმოდი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ოპტიმიზაცია
მოლუსკის ხანგრძლივი ან გავრცობილი ინფექციები მიუთითებს, რომ ატოპიური დერმატიტი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნამკურნალები.
მოლუსკის ინფექციები, როგორც წესი, უმჯობესდება ან ლაგდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ოპტიმიზაციის დროს და, შესაბამისად, ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. იხ ატოპიური დერმატიტი (მართვის მიდგომა).
ოპტიმიზაცია შეიძლება გულისხმობდეს ატოპიური ანტისეპტიკური სარეცხი საშუალების დამატებას მეორეული ბაქტერიული ინექციის შემთხვევაში, დამარბილებლის რაოდენობრივ და სიხშირის მატებას და ტოპიკური კორტიკოსტეროიდის დამატებას.
განიხილეთ დერმატოლოგის კონსულტაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თუ დაზიანებები გავრცელებულია ან არ პასუხობს მკურნალობას, ან პაციენტს ახლახანს დაეწყო სისტემური მკურნალობა მედიკამენტებით, გაგზავნეთ დერმატოლოგთან.
თუ მოლუსკის ინფექცია გრძელდება ტოპიკური თერაპიის ოპტიმიზაციის მიუხედავად, უნდა განვიხილოთ ფოტოთერაპია ან სისტემური თერაპია (მაგ. მეთოტრექსატი).[4]Berger EM, Orlow SJ, Patel RR, et al. Experience with molluscum contagiosum and associated inflammatory reactions in a pediatric dermatology practice: the bump that rashes. Arch Dermatol. 2012 Nov;148(11):1257-64. https://jamanetwork.com/journals/jamadermatology/fullarticle/1351941 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22911012?tool=bestpractice.com ზოგიერთი თერაპია, რომელიც გმაოიყენება ატოპიური დერმატიტის (და ფსორიაზის) სამკურნალოდ, შესაძლოა გახდეს მოლუსკის გაუმჯობესების ან პირიქით, გამწვავების მიზეზი.[27]Bansal S, Relhan V, Roy E, et al. Disseminated molluscum contagiosum in a patient on methotrexate therapy for psoriasis. Indian J Dermatol Venereol Leprol. 2014 Mar-Apr;80(2):179-80. https://ijdvl.com/disseminated-molluscum-contagiosum-in-a-patient-on-methotrexate-therapy-for-psoriasis http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24685870?tool=bestpractice.com
დაკვირვება და შესაძლო მიმართვა ოფთალმოლოგთან
ლოდინის ტაქტიკა ზოგადად გამოიყენება საწყის ეტაპზე იმუნოკომპრომისული პაციენტების დიდ ნაწილში.
პაციენტები უნდა დავარწმუნოთ, რომ კონტაგიოზური მოლუსკი თვითგანკურნებადი დაავადებაა და სპონტანურად ალაგდება, როგორც წესი, 1-2 წლის ფარგლებში.
განიხილეთ ურგენტული კონსულტაცია ოფთალმოლოგთან თუ ჩართულია ქუთუთო ან თვალის დაზიანებები და კონიუნქტივიტი ვლინდება.
შესუსტებული იმუნიტეტით
უმკურნალეთ ფონურ მიზეზს
კონტაგიოზურ მოლუსკთან დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ძირითადი მიზეზებია აივ ინფექცია, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესიული თერაპია (მათ შორის ბიოლოგიური თერაპია), სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი და ნეოპლაზია.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com პირველ რიგში, ოპტიმიზირებული უნდა იყოს ფონური მდგომარეობის მკურნალობა, რაც გულისხმობს მართვაში შესაბამისი მკურნალი სპეციალისტის ჩართვას.
აივ სპეციალისტები განიხილავენ ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებას ან მიმოხილვას. ექსტენსიური ან გახანგრძლივებული დაავადება შეიძლება იმუნოკომპრომისზე მიუთითებდეს აივ პაციენტებში. აივ-ის მქონე პაციენტებში, მოლუსკის ალაგებას, როგორც წესი, უზრუნველყოფს იმუნიტეტის აღდგენა ანტირეტროვირუსული თერაპიით. თუმცა, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების შემდეგ მოლუსკი შეიძლება გამოვლინდეს იმუნური რეკონსტიტუციის ანთებით სინდრომთან ერთად.
მართვის სტრატეგიის შესათანხმებლად საჭიროა კონსულტაცია აივ სპეციალისტთან.
ფიზიკური ან ტოპიკური მკურნალობა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციის და პირველადი მდგომარეობის მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ ტოპიკური და ფიზიკური მკურნალობა.
თუ მოლუსკის დაზიანებები ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების მიუხედავად რჩება და იწვევს გარეგნულ პრობლემებს, მაგრამ არ არის ექსტენსიური, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კრიოთერაპიით ან კიურეტაჟით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანებები სახეზე ვლინდება.[20]Chelidze K, Thomas C, Chang AY, et al. HIV-related skin disease in the era of antiretroviral therapy: recognition and management. Am J Clin Dermatol. 2019 Jun;20(3):423-42. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6581453 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30806959?tool=bestpractice.com კაუტერიზაცია ან კრიოთერაპია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენებით ფართოდ არის გავრცელებული კლინიკებსა და ჯანდაცვის პირველად რგოლში. ეს მეთოდებიე ფექტურია არაექსტენსიური დაზიანებების ფიზიკური მკურნალობისთვის.
აივ-ის მქონე პაციენტებში ასევე შეიძლება ტოპიკური მკურნალობების გამოყენება, თუმცა ამის შესახებ მტკიც ებულებები შეზღუდული რაოდენობისაა. სამკურნალო ვარიანტებია ციდოფოვირი, პდოფილოტოქსინი, იმიქიმოდი და კანთარიდინი.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com [22]van der Wouden JC, van der Sande R, Kruithof EJ, et al. Interventions for cutaneous molluscum contagiosum. Cochrane Database Syst Rev. 2017 May 17;(5):CD004767. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004767.pub4/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28513067?tool=bestpractice.com იმიკიმოდი არ არის რეკომენდებული ბავშვებში.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com [25]Centers for Disease Control and Prevention. Molluscum contagiosum: treatment. Oct 2017 [internet publication]. https://www.cdc.gov/poxvirus/molluscum-contagiosum/treatment.html
პირველადი პარამეტრები
ტოპიკური პოდოფილოტოქსინი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური ციდოფოვირი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური იმიქვიმოდი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური კანთარიდინი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
უმკურნალეთ ფონურ მიზეზს
კონტაგიოზურ მოლუსკთან დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ძირითადი მიზეზებია აივ ინფექცია, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესიული თერაპია (მათ შორის ბიოლოგიური თერაპია), სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი და ნეოპლაზია.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com პირველ რიგში, ოპტიმიზირებული უნდა იყოს ფონური მდგომარეობის მკურნალობა, რაც გულისხმობს მართვაში შესაბამისი მკურნალი სპეციალისტის ჩართვას.
აივ სპეციალისტები განიხილავენ ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებას ან მიმოხილვას. ექსტენსიური ან გახანგრძლივებული დაავადება შეიძლება იმუნოკომპრომისზე მიუთითებდეს აივ პაციენტებში. აივ-ის მქონე პაციენტებში, მოლუსკის ალაგებას, როგორც წესი, უზრუნველყოფს იმუნიტეტის აღდგენა ანტირეტროვირუსული თერაპიით. თუმცა, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების შემდეგ მოლუსკი შეიძლება გამოვლინდეს იმუნური რეკონსტიტუციის ანთებით სინდრომთან ერთად. მართვის სტრატეგიის შესათანხმებლად საჭიროა კონსულტაცია აივ სპეციალისტთან.
სრული სკრინინგი (მოიცავს გაგზავნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში, ადგილობრივი მოცემულობის გათვალისწინებით) უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტთან, ვისაც აქვს ანოგენიტალური მოლუსკი, თუნდაც 1 ან 2 დაზიანების სახით.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com
ფიზიკური ან ტოპიკური მკურნალობა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
პირველადი მდგომარეობის მკურნალობის ოპტიმიზაციის შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს ფიზიკური ან ტოპიკური მკურნალობა.
თუ არსებობს რამდენიმე კონკრეტული დაზიანება, შეიძლება განიხილოთ კაუტერიზაცია ან კრიოთერაპია იმუნოკომპრომისის ფონზე.
აივ -ის კონტექსტში სასქესო ორგანოების დაზიანებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ანტივირუსული საშუალებები (მაგ., ციდოფოვირი) ან პოდოფილოტოქსინი.[13]Edwards S, Boffa MJ, Janier M, et al. 2020 European guideline on the management of genital molluscum contagiosum. J Eur Acad Dermatol Venereol. 2021 Jan;35(1):17-26. https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1111/jdv.16856 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32881110?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ტოპიკური პოდოფილოტოქსინი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ან
ტოპიკური ციდოფოვირი: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის ფორმულაციის და დოზის შესახებ
ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ოპტიმიზაცია
მოლუსკის ხანგრძლივი ან გავრცობილი ინფექციები მიუთითებს, რომ ატოპიური დერმატიტი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნამკურნალები.
მოლუსკის ინფექციები, როგორც წესი, უმჯობესდება ან ლაგდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ოპტიმიზაციის დროს და, შესაბამისად, ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი.
ოპტიმიზაცია შეიძლება გულისხმობდეს ატოპიური ანტისეპტიკური სარეცხი საშუალების დამატებას მეორეული ბაქტერიული ინექციის შემთხვევაში, დამარბილებლის რაოდენობრივ და სიხშირის მატებას და ტოპიკური კორტიკოსტეროიდის დამატებას.
განიხილეთ დერმატოლოგის კონსულტაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თუ დაზიანებები გავრცელებულია ან არ პასუხობს მკურნალობას, ან პაციენტს ახლახანს დაეწყო სისტემური მკურნალობა მედიკამენტებით, გაგზავნეთ დერმატოლოგთან.
თუ მოლუსკის ინფექცია გრძელდება ტოპიკური თერაპიის ოპტიმიზაციის მიუხედავად, უნდა განვიხილოთ ფოტოთერაპია ან სისტემური თერაპია (მაგ. მეთოტრექსატი).[4]Berger EM, Orlow SJ, Patel RR, et al. Experience with molluscum contagiosum and associated inflammatory reactions in a pediatric dermatology practice: the bump that rashes. Arch Dermatol. 2012 Nov;148(11):1257-64. https://jamanetwork.com/journals/jamadermatology/fullarticle/1351941 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22911012?tool=bestpractice.com ზოგიერთი თერაპია, რომელიც გმაოიყენება ატოპიური დერმატიტის (და ფსორიაზის) სამკურნალოდ, შესაძლოა გახდეს მოლუსკის გაუმჯობესების ან პირიქით, გამწვავების მიზეზი.[27]Bansal S, Relhan V, Roy E, et al. Disseminated molluscum contagiosum in a patient on methotrexate therapy for psoriasis. Indian J Dermatol Venereol Leprol. 2014 Mar-Apr;80(2):179-80. https://ijdvl.com/disseminated-molluscum-contagiosum-in-a-patient-on-methotrexate-therapy-for-psoriasis http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24685870?tool=bestpractice.com
მიმართვა ოფთალმოლოგთან
განიხილეთ ურგენტული კონსულტაცია ოფთალმოლოგთან თუ ჩართულია ქუთუთო ან თვალის დაზიანებები და კონიუნქტივიტი ვლინდება.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას