პროგნოზი
molluscum contagiosum-ის მქონე, სხვამხრივ ჯანმრთელი პაციენტების პროგნოზი ძალიან კარგია.
ინფექცია, უმეტეს შემთხვევებში, 1-2 წელიწადში ალაგდება, ხოლო სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია. ლოკალიზებული ერითემა და ქავილი პრობლემას წარმოადგენს პაციენტთა 1/3-ში (უფრო ხშირია ატოპიური დერმატიტის დროს) და შეიძლება საჭიროებდეს მკურნალობას. ბაქტერიული სუპერინფექციის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაყარი ატანადია.
იმუნოკომპრომისულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ასობით დაზიანება, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. აღნიშნული დამოკდებულია იმუნოსუპრესიის ხარისხზე. აივ ინფექციის შემთხვევაში კლირენსი შეიძლება დაყოვნდეს ან არასრული იყოს, მაგრამ გაუმჯობესდება მკურნალობასთან ერთად.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას