ახალი ტიპის მკურნალობა

დუპილუმაბი ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში

დუპილუმაბი, ადამიანის რეკომბინანტი მონოკლონური ანტისხეული, რომელიც აფერხებს ინტერლეიკინ -4 და ინტერლეიკინ -13 სიგნალებს, გამოიყენება მძიმე ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ. ობსერვაციული კვლევები ვარაუდობენ, რომ დუპილუმაბს შეუძლია გამოიწვიოს მოლუსკების გავრცელება.[29][30][31][32]

ფოტოდინამიური თერაპია HIV-დადებით პაციენტებში

ფოტოდინამიური თერაპია 5-ამინოლევულინის მჟავის გამოყენებით ეფექტური აღმოჩნდა ტრადიუციული მკურნალობისადმი რეზისტენტული HIV-სა და მოლუსკუმის მქონე 6 შემთხვევის დროს.[33]

ინგენოლ მებუტატი

კონტაგიოზური მოლუსკის სამკურნალო ახალ, საიმედო აგენტს წარმოადგენს.[34] ამჟამად იგი დამტკიცებულია მხოლოდ აქტინური კერატოზის სამკურნალოდ. ინგენოლ მებუტატი შედარებულია იმიქვიმოდთან მცირე არა ბრმა კვლევაში.[35]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას