დიფერენციული დიაგნოზები
მეჭეჭი
ნიშნები / სიმპტომები
ყველა მეჭეჭს კანის შეცვლილი საფარველი ან ანაბეჭდი აღენიშნება. ვერუკოზული პაპულები და ფოლაქები დამახასიათებელია მეჭეჭთა უმეტესობისთვის, რომლებიც ძირითადად ფეხისგულებზე გვხვდება. ზოგიერთი მეჭეჭი ბოჭკოვანი და კანიდან წამოწეულია, გენიტალურ არეში არსებული კონდილომა კი, როგორც წესი, ბრტყელი ფოლაქის სახით ვლინდება.
კვლევები
მეჭეჭების მოშორებისას წერტილოვანი სისხლდენა ვითარდება. ქსოვილური ნიმუშის ბიოფსიაზე ვერუკოზული კერატინოზული დაზიანებები ვლინდება, განსხვავებით molluscums-ის დროს არსებული ჰენდერსონ-პეტერსონის სხეულაკებისაგან.
იმუნოპეროქსიდაზით შეღებვა ან ინ სიტუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შეიძლება ჩატარდეს ადამიანის პაპილომავირუსის ქვეტიპების იდენტიფიცირებისთვის. აღნიშნული მეთოდები მეჭეჭის ეტიოლოგიის მოლეკულურ დონეზე დადასტურების საშუალენას იძლევა.
ღრმა სოკოვანი ინფექცია (კრიპტოკოკოზი და Penicillium marneffei)
ნიშნები / სიმპტომები
კრიპტოკოკოზისა და პენიცილინის მარნეფეის ინფექციის მქონე, ჩვეულებრივ იმუნოსუპრესირებულ, პაციენტებს მძიმე ფორმის დაავადება აქვთ, ცხელებითა და სისტემური სიმპტომებით, მათ შორის ცნს-ის ცვლილებებით.
კვლევები
დაზიანებული ადგილიდან აღებული ნაცხის, კულტურის და ლატექს აგლუტინაციის ტესტით გამოკვლევისას, ლუმბური პუნქციითა და სისხლის ანალიზით სოკოვანი ელემენტები ვლინდება. კანის ბიოფტატის სოკოსადმი მგრძნობიარე საღებავებით შეღებვისას ვლინდება სპორები.
მარტივი ჰერპესვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
კონტაგიოზური მოლუსკი შეიძლება გამოვლინდეს ერითემატოზულ ფონზე და არასწორად შეფასდეს, როგორც მარტივი ჰერპესი ან ჰერპეს-ზოსტერი.
კვლევები
ვირუსის ნაცხით ვლინდება ჰერპესის ინფქეცია.
მილია
ნიშნები / სიმპტომები
ცენტრალური ხვრელის მქონე მცირე ზომის დაზიანებები, რომლებიც მოლუსკთან შედარებით უფრო პატარაა და არც ისე მარგალიტისებრი. მილია ტიპურად ლოყებზე ვითარდება, მაშინ, როდესაც molluscum-ი ძირითადად იღლიასა და საზარდულის არეში გვხვდება.
კვლევები
აღნიშნული ორი გამონაყარის დიფერენცირება ბიოფსიის საშუალებით ხდება, მაგრამ რადგან ორივე მდგომარეობა კეთილთვესებიანია, ბიოფსიას იშვიათად მიმართავენ.
Lichen nitidus (ბრტყელი ლიქენი)
ნიშნები / სიმპტომები
Lichen nitidus ვლინდება მცირე ზომის პაპულების სახით, რომელიც მოიცავს წინამხრების მომხრელ ზედაპირებს, ხელის მტევნის უკანა ნაწილს, პენისს, გულმკერდს, მუცელს და დუნდულებს.
კვლევები
ბიოფსიით შესაძლებელია მოლუსკური ინფექციის და სხვა ანთებითი დერმატოზების დიფერენცირება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას