შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
5 წლის თეთრკანიან ბიჭს ანამნეზში აღენიშნება ამობურცულობები მარცხენა იღლიაში 2 თვის მანძილზე. თავდაპირველად მხოლოდ ერთი დაზიანებული ადგილი შეინიშნებოდა; ამჟამად კი მშობლები თორმეტს აღნიშნავენ. რამდენიმე ადგილას ანთებითი პროცესები განვითარდა. გარდა ამისა, ბავშვს აწუხებს ქავილი, რაც მშვიდ ძილში უშლის ხელს. პაციენტის ერთ-ერთ ბიძაშვილს, რომელთან ერთადაც ცურავდა, მსგავსი დაზიანებები აღენიშნება. ბავშვს ასევე აწუხებს სეზონური ალერგიები.
შემთხვევის ანამნეზი #2
სქესობრივად აქტიურ, უნივერსიტეტის სტუდენტ გოგონას აღენიშნება მქავანა გამონაზარდები ბოქვენსა და თეძოს მედიალურ ნაწილზე, უკვე 1 თვეა. პაციენტი მეგობარ ბიჭთან სქესობრივი აქტის დროს ყოველთვის იყენებდა პრეზერვატივს. მისი საშვილოსნოს ყელის ნაცხი 2 თვის წინ იყო უარყოფითი. ცენტრალური ჩანაჭდევის მქონე, მარგალიტის მსგავსი პაპულები აღენიშნება ბოქვენსა და თეძოს მედიალურ ნაწილზე. ზოგიერთი მათგანის გარშემო ერითემა და ექსკორიაციები შეინიშნება.
სხვა გამოვლინებები
ატიპური ან იშვიათი გამოვლინებებია აუტოეკზემატოზური და მულტიფორმული ერითემის მსგავსი რეაქციები. ორივე ჰიპერსენსიტიურ საპასუხო რეაქციას წარმოადგენს. შემთხვევათა 1%-ში აბსცესი ყალიბდება, როგორც იმუნური საპასუხო რეაქციის ერთ-ერთი კომპონენტი ან ბაქტერიული სუპერინფექიის შედეგი. გიგანტური მოლუსკი კვანძოვანი ან სიმსიმვნის-მსგავსი დაზიანებების სახით ვლინდება, რომლებსაც არ აღენიშნებათ ცენტრალური ჩანაჭდევი. როგორც წესი, სხეულის უფრო ტენიან ადგილებში გვხვდება, როგორებიცაა დუნდულოს შორის რეგიონი ან ფეხის გული. თუმცა, აღნიშული გამოვლინება საკმაოდ იშვიათია. უჩვეულო ადგილებში განვითარებული გამონაყარიც დაფიქსირებულა; ლორწოვანის ან კონიუნქტივის დაზიანებები კანზე არსებული დაზიანების მსგავსად გამოიყურება, თუმცა ცენტრალური ჩანაჭდევი უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული. ხანდახან, გამონაყარი ახალშობილებსა და ჩვილებშიც შეიძლება განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში, ინფექციის ტრანსმისია სავარაუდოდ ვერტიკალურად ხდება დედის ინფიცირებული სასქესო გზებიდან.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას