კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
მწვავე სტადიაში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი ნორმოქრომული ანემია, ლეიკოციტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ნეიტროფილური ხაზით.
ქვემწვავე სტადიაზე ხშირად აღინიშნება თრომბოციტოზი.
შედეგი
ანემია, ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი
ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)
ტესტი
მწვავე სტადიაზე, მნიშვნელოვნად იმატებს არაერთი მწვავე ფაზის რეაქტანტი მარკერი, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C რეაქტიული ცილა და შრატის ფერიტინი. ერითროციტების დალექვის სიჩქარეს აქვს ნორმალურ დონეებთან დაბრუნების ტენდენცია ქვემწვავე ფაზის ბოლოს, გამოჯანმრთელების ფაზის დასაწყისში.[35]
შედეგი
მომატებულია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პასუხის დასადგენად; ცნობილია, რომ ინტრავენური იმუნოგლობულინი (IVIG) ზრდის ედს-ის დონეებს
შრატის C-რეაქტიული ცილა
ტესტი
მწვავე სტადიაზე, მნიშვნელოვნად იმატებს არაერთი მწვავე ფაზის რეაქტანტი მარკერი, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C რეაქტიული ცილა და შრატის ფერიტინი. C რეაქტიული ცილა უფრო მალე უბრუნდება ნორმას, ვიდრე სხვა ბიომარკერები. C რეაქტიული ცილის დონე გამოიყენება მართვის შესახებ გადაწყვეტილებების წარსამართად.
შედეგი
მომატებულია
ექოკარდიოგრაფია
ტესტი
ექოკარდიოგრაფია გადამწყვეტია კავასაკის დაავადების მენეჯმენტში კორონარული არტერიის ანომალიების დასადგენად. მწვავე სტადიის განმავლობაში საბაზისო ექოკარდიოგრამა მნიშვნელოვანია აღნიშნული პათოლოგიების გამოსარიცხად და მიოკარდიტის, ვალვულიტის, ან პერიკარდიუმის ექსუდატის გამოსავლენად. კორონარული სანათურების დიფუზური დილატაცია შეიძლება, გამოვლინდეს უმკურნალებელ პაციენტთა 50%-ში დაავადების მეათე დღისთვის.
ჩაატარეთ ექოკარდიოგრაფია დიაგნოსტიკისას და რუტინულად გაიმეორეთ მკურნალობის შემდეგ 1-2 კვირაზე და 4-6 კვირაზე. თუ კორონარული არტერიის დარღვევები მნიშვნელოვანია (Z ქულა >2.5) მწვავე დაავადების დროს, შეასრულეთ ექოკარდიოგრაფია კვირაში ორჯერ მაინც, სანამ არ გაჩერდება სანათურის ზომის ზრდა.[1]მნიშვნელოვანია კორონარული არტერიის თრომბოზის დადგენა, რადგან ანევრიზმის სწრაფი გაფართოების ფონზე დროული თრომბოფროფილაქტიკის არ დანიშვნა არის ავადობის და სიკვდილიანობის მიზეზი.[1] ექოკარდიოგრაფიის ჩატარება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ დიდი ან გიგანტური ანევრიზმები, რომლებიც ფართოვდება, კვირაში ორჯერ, როდესაც ზომები სწრაფად იზრდება, კვირაში ერთხელ მაინც, ავადმყოფობის პირველი 45 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველთვიურად, ავადმყოფობის დაწყებიდან მესამე თვეშმდე.[1]
გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფობის პირველ კვირაში ექოკარდიოგრამა, როგორც წესი, ნორმალურია და არ გამორიცხავს დიაგნოზს.[1]
არასრული კავასაკის დაავადების საეჭვო შემთხვევის და ცხელების მქონე ბავშვებისთვის, რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის მიერ მკაცრად არის რეკომენდებული ექოკარდიოგრაფიის ჩატარება, კორონარული არტერიის მონაცემების შემოწმებით, დაუყოვნებლად.[36]
შედეგი
კორონარული დარღვევების ნიშნები მწვავე სტადიის დროს: მარცხენა წინა დაღმავალი კორონარული არტერია ან მარჯვენა კორონარული არტერია Z ქულა ≥2.5; კორონარული არტერიის ანევრიზმა ჩანს; სამი ან მეტი სხვა ნიშანი, მათ შორის მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დაქვეითება, მიტრალური რეგურგიტაცია, პერიკარდიული ექსუდაცია, ან მარცხენა წინა დაღმავალი კორონარული არტერიის ან მარჯვენა კორონარული არტერიის Z ქულები 2.0 - 2.5
გასათვალისწინებელი კვლევები
ღვიძლის ფუნქციური ტესტები შრატში
ტესტი
იქტერული და არაიქტერული ჰეპატიტი შეიძლება, განუვითარდეს პაციენტთა 40%-ს ამინოტრანსფერაზების შემცველობის მსუბუქი მატებით.
ალანინამინოტრასფერაზის მომატებული დონეები შესაძლოა მიუთითებდეს უფრო სერიოზულ მიმდინარეობაზე.
ბილირუბინის შემცველობა მომატებული აქვს პაციენტთა 10%-ს.
შედეგი
ღვიძლის ენზიმების მომატებულია; ალბუმინის შემცველობა დაქვეითებულია
შარდის საერთო ანალიზი
ტესტი
პაციენტთა 50%-ში შეიძლება, გამოვლინდეს ურეთრული წარმოშობის მსუბუქი-ზომიერი სტერილური პიურია.
თუ შარდის ანალიზი პათოლოგიურია შარდის დათესვაა სასურველი საშარდე გზების ინფექციის გამოსარიცხად.
შედეგი
სტერილური პიურია
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
კარდიომეგალიას ვეძებთ პერიკარდიტის, მიოკარდიტის, ან სუბკლინიკური პნევმონიტის დროს.
უნდა ჩატარდეს ძირითადი გამოვლინებების შესაფასებლად და გულის შეგუბებითი უკმარისობის არსებობაზე რაიმე კლინიკური ეჭვის დასადასტურებლად.
შედეგი
კარდიომეგალია, ან, უფრო იშვიათად, პნევმონიტი
ელექტროკარდგიოგრამა
ტესტი
საჭიროა, გადაღებული იქნას გამტარებლობის სხვადასხვა დარღვევის შესაფასებლად კავასაკის დაავადების მქონე ბავშვებს ასევე შეიძლება, განუვითარდეთ მიოკარდიუმის ინფარქტი.
ტაქიკარდია, გახანგრძლივებული PR ინტერვალი, ST-T კბილის ცვლილებები და R კბილის ვოლტაჟის დაქვეითება შეიძლება, მიოკარდიტზე მიუთითებდეს. Q-კბილის ან ST-T კბილების ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიუმის ინფარქტზე.
შედეგი
გამტარებლობის დარღვევა და/ან მიოკარდიუმის ინფარქტი
ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია
ტესტი
შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუ არსებობს ეჭვი ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დისფუნქციაზე.
შედეგი
ზოგიერთ პაციენტში ნაღვლის ბუშტის წყალმანკი
სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია
ტესტი
სათესლე ჯირკვლების ჩათრევისას მამაკაცებში, სასურველია, ჩატარდეს სათესლე პარკის სონოგრაფია ეპიდიდიმიტის შესაფასებლად. ეპიდიდიმიტი ანთებითი პროცესია, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ვასკულიტების დროს და ასენიანებს 9-14 წლის ასაკის ბიჭებს. შეიძლება, აღენიშნოს KD და შენლეინ-გენოხის დაავადების დროს უფრო პატარა ბიჭებსაც.
შედეგი
ეპიდიდიმიტი მამაკაცებში სათესლე ჯირკვლების ჩათრევით
ხერხემლის პუნქცია
ტესტი
შეიძლება, საჭირო გახდეს მაღალი ცხელებისა და კეფის კუნთების რიგიდობის მქონე პაციენტებში.
KD მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება, განუვითარდეს ასეპტიური მენინგიტი.
ასეპტიური მენინგიტი შეიძლება, ინტრავენურად იმუნოგლობულინით მკურნალობის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იყოს.
შედეგი
ასეპტიკური მენინგიტი ზოგიერთ პაციენტში
მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია
ტესტი
3 განზომილებიანმა მაგნიტურ-რეზონანსულმა კორონარულმა ანგიოგრაფიამ თავისუფალი სუნთქვის რეჟიმში შეიძლება ზუსტად გამოავლინოს გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანევრიზმა კავასაკის დაავადების მქონე პაციენტებში. გულ-სისხლძარღვთა მაგნიტური რეზონანსი სასარგებლოა კორონარული არტერიის ანევრიზმების და სხვა კორონარული პათოლოგიების დემონსტრირებისთვის.[37]
შედეგი
კორონარული დილატაცია, ან ანევრიზმები
გულის კათეტერიზაცია და ანგიოგრაფია
ტესტი
კავასაკის დაავადების მქონე პაციენტთა ქვეჯგუფს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს დიდი ზომის ან გიგანტური კორონარული არტერიის ანევრიზმა (დიამეტრი 8 მმ-ზე მეტი), შეიძლება დასჭირდეს გულის კათეტერიზაცია და ანგიოგრაფია ამ დარღვევების შემდგომი დახასიათბისთვის, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ინვაზიური არტერიოგრაფიის განხილვის დროს, როდესაც აღინიშნება მიმდინარე სისტემური ანთება, ვინაიდან გართულებების სიხშირე (როგორიცაა კათეტერთან დაკავშირებული მიოკარდიუმის ინფარქტი) შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
შედეგი
გვირგვინოვან სისხლძარღვთა ანევრიზმები
ნატრიურეზული პეპტიდის ტესტები
ტესტი
N-ტერმინალური პრო-ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის (NT-proBNP) დონე შეიძლება მომატებული იყოს კავასაკის დაავადების დროს.[33] თუმცა, შედეგი ავტომატურად არ ადასტურებს დიაგნოზს, ვინაიდან ეს შეიძლება ასოცირებული იყოს გულის და არაკარდიულ სხვადასხვა მიზეზთან.
შედეგი
ნატრიურეზული პეპტიდების მომატებული დონე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას