შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
აქამდე ჯანმრთელი 1 წლის გოგონა მოთავსდა ბავშვთა საავადმყოფოში 39.5°C-მდე(- 103°F) ჰექტიური ცხელების 7 დღიანი ანამნეზით. ცხელების დაწყებამდე სამი დღით ადრე მას კისრის მარცხენამხრივი შეშუპება და პამპერსით გამოწვეული გამონაყარი განუვითარდა, და თანდათან უფრო მოუსვენარი და გაღიზიანებული გახდა. იგი მიმღებ განყოფილებაში გასინჯეს, დაუსვეს კისრის ადენიტის დიაგნოზი და სახლში გაწერეს ორალურ ანტიბიოტიკებზე. დედამ შენიშნა, რომ გაღიზიანება, მაღალი ცხელება და მადის დაქვეითება გრძელდებოდა. შემდეგი ჰოსპიტალიზაციისას იგი უკიდურესად გაღიზიანებული იყო, ჰქონდა მაღალი სიცხე, 38.9°C(102°F), გულისცემა წუთში 140 იყო, სუნთქვის სიხშირე 40 წუთში და არტერიული წნევა - 110/54 მმ.ვწყ.სვ. კეფის კუნთების რიგიდობა არ ვლინდებოდა. როგორც პალპებრალური, ისე ბულბარული კონიუნქტივა მუქი წითელი და ინიცირებული იყო, ტუჩები - მშრალი და ქერქით დაფარული, ოროფარინგული მიდამო - ჰიპერემიული ალაგ-ალაგ დაწყლულებული ლორწოვანით და ენის დვრილები - გაზრდილი და წითელი (ჟოლოსებრი ელფერი). კისრის გასინჯვით გამოვლინდა 4 სმ ზომის ზომიერად მგრძნობიარე მარცხენამხრივი წარმონაქმნი. კანზე გენერალიზებული პოლიმორფული, ერითემული, მაკულარული, გაუფერულებული გამონაყარი გამოვლინდა შორისის მიდამოში წითელ და აქერცლილ გამონაყართან ერთად. მისი კიდურები, განსაკუთრებით ხელისგულები და ფეხისგულები შესიებული, წითელი და ზომიერად მგრძნობიარე იყო.
სხვა გამოვლინებები
ზოგიერთი შემთხვევა არ აკმაყოფილებს საყოველთაოდ მიღებულ კრიტერიუმებს და KD არასრული/ატიპური ფორმა ეწოდება. ამგვარი გამოვლინება უფრო ხშირია <1 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში კორონარული არტერიის ანევრიზმების (CAA) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. არასრული კლინიკური კრიტერიუმების შემთხვევაში ექოკარდიოსკოპიურად შეიძლება კორონარული პათოლოგიები ან CAA გამოვლინდეს. პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს გახანგრძლივებული ცხელება (>5 დღეზე) და 2 ან 3 კლასიკური კრიტერიუმი, როგორიცაა კანზე გენერალიზებული პოლიმორფული გამონაყარი და წითელი ინიცირებული თვალები. ადრეული კვანძოვანი პერიარტერიიტი KD კლინიკური გამოვლინებების შემადგენელი ნაწილია. კორონარული არტერიების ანევრიზმული დაზიანებები კლინიკურად და პათანატომიურად განურჩეველია KD ფონზე განვითარებული ცვლილებებისგან . ცხელებით მიმდინარე მწვავე კან-ლორწოვანის ლიმფური კვანძების სინდრომი თავდაპირველად აღწერილი იყო KD დადგენამდე. სადღეისოდ ის KD კლინიკური სპექტრის ნაწილია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას