კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
არითმია შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც მიიღეს: ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, რძიანა, ზღვის ხახვი, ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, მწვანე ჩაი, მატე/პარაგვაული ჩაი, ბალა ან ეფედრა.
ბრადიარითმია გულის ბლოკადით ან მის გარეშე შესაძლოა დაფიქსირდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, რძიანა ან ზღვის ხახვი.
ტაქიარითმია შეიძლება დაფიქსირდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც მიიღეს ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე, ბალა, ეფედრა ან კათი.
ეკგ-ზე ვენტრიკულური არითმია შეიძლება გამოვლინდეს ურთხელის ფოთლების ან თესლების მიღებისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
შედეგი
ნორმალური რითმი, ტაქიარითმია, ბრადიარითმია ± გულის ბლოკადა ან ვენტრიკულური არითმია
FBC
ტესტი
პაციენტებს, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს სათოვლია, უცუნა, მადაგასკარის გველის სურო, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლა, პოდოფილის/ფეხფოთოლას სახეობები, აბუსალათინი, ან აკეს ხილის ნაყოფი, შეიძლება აღენიშნოთ ძვლის ტვინის სუპრესია.
მძიმე სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს: ყვითელთავთავა, დიპტერიქსი, ენდრონიკა, ძიძო, წითელი სამყურა ან ცხენისწაბლა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
შედეგი
ჰემოგლობინის დაქვეითება ძვლის ტვინის სუპრესიის ან მძიმე სისხლდენის გამო; ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება მიუთითებს ძვლის ტვინის სუპრესიაზე
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
შესაძლოა დაგვეხმაროს მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტის შეფასებაში.
შედეგი
მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტი: ჰიპერ- ან ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ბიკარბონატის რაოდენობის შემცირება
სისხლის შრატის კრეატინინი
ტესტი
შეიძლება მხედველობაში იყოს მისაღები იმ პაციენტებში, რომლებიც მოიწამლნენ ძირმწარას სახეობებით ან ხსნადი ოქსალატის შემცველი მცენარეებით.
შედეგი
მცენარით ინდუცირებული თირკმლის უკმარისობა
შრატის ლაქტატი
ტესტი
შეიძლება მხედველობაში იყოს მისაღები პაციენტებში, ციანოგენური ისეთი მცენარეებით მოწამვლისას, როგორიცაა, კურკოვანი კულტურის სახეობები.
შედეგი
მცენარით ინდუცირებული აციდოზი
შრატის შარდოვანა/კრეატინინი
ტესტი
შესაძლოა დაგვეხმაროს მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტით გამოწვეული დეჰიდრატაციის შეფასებაში.
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს დეჰიდრატაცია: თანაფარდობა >20:1
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
შეიძლება დაგვეხმაროს ჰეპატოტოქსიკური ალკალოიდების ან სხვა ჰეპატოტოქსინების შემცველი მცენარეებით მოწამვლის შეფასებასა და მკურნალობაში.
შედეგი
ნორმასთან შედარებით შეიძლება 2-3-ჯერ იყოს მომატებული
INR
ტესტი
შესაძლოა დაგვეხმაროს მცენარით ინდუცირებული კოაგულოპათიის შეფასებასა და მკურნალობაში.
შედეგი
შესაძლოა იყოს მომატებული >1
არტერიული სისხლის აირები (ABG)
ტესტი
აციდოზი შეიძლება განვითარდეს გარკვეული თესლების სრული დაღეჭვისას; კასავა (Manihot esculenta) და კურკოვანი კულტურის სახეობები შეიცავს ციანოგენურ გლიკოზიდებს, ამიგდალინსა და ლინამარინს, რომლებიც გამოიყოფა მცენარეთა თესლების დაღეჭვისას.[26]
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს: აციდოზი, რომელიც გამოწვეულია ციანოგენური გლიკოზიდის შემცველი მცენარეების მიღებით ან მცენარით ინდუცირებული გულყრების შედეგად
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპების ნიშნები (დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე) შესაძლოა აღენიშნებოდეთ პაციენტებს, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, საბაჰის ბოსტნეული ან პილოკარპუსის გვარის მცენარეები.
შედეგი
მუსკარინული მცენარეები: ნორმა ან ფილტვის შეშუპება
გასათვალისწინებელი კვლევები
ტროპონინი
ტესტი
შესაძლოა მხედველობაში იყოს მისაღები პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კოლხიცინის შემცველი მცენარეები.
შედეგი
მომატებული დონე გულის უკმარისობის პროგნოზული ნიშანია
დიგოქსინის დონე შრატში
ტესტი
საგულე გლიკოზიდის შემცველი მცენარეების მიღების შემდეგ შრატში შეიძლება დადებითი იყოს დიგოქსინის დონე, მაგრამ იმის გამო, რომ ანალიზის ჩატარებისას ვლინდება განსხვავება შეკავშირების აფინურობას შორის, შრატში მისი დონე არ არის გამოსადეგი და მკურნალობა ეფუძნება სიმპტომების სიმძიმეს. საგულე გლიკოზიდების მიღების მიუხედავად, კვლევის შედეგები შესაძლოა უარყოფითი იყოს.
შედეგი
შესაძლოა დადებითი იყოს საგულე გლიკოზიდის შემცველი მცენარეების მიღების შემთხვევებში
პასუხი ფიზოსტიგმინზე
ტესტი
ანტიმუსკარინული მცენარით მოწამვლის დროს, როდესაც პაციენტის ცხელების, ტაქიკარდიის და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილების ეტიოლოგია აუხსნელია, შეიძლება საჭირო გახდეს ფიზოსტიგმინის, როგორც დიაგნოსტიკური დამხმარე საშუალების გამოყენება. პასუხი ფიზოსტიგმინზე გვეხმარება გავარჩიოთ ანტიმუსკარინული მოწამვლა სხვა ეტიოლოგიისაგან, როგორიცაა ინფექცია ან მოწამვლა სიმპატომიმეტური აგენტით. ფიზოსტიგმინის გამოყენება შეგვიძლია მკურნალობის სახითაც. მისი საშუალებით აგზნების კონტროლი, რიგ შემთხვევებში, უფრო ეფექტურად ხდება, ვიდრე ბენზოდიაზეპინების გამოყენებით.[36]ფიზოსტიგმინი არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი შეერთებულ შტატებში, მაგრამ ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი დროებითი იმპორტის სერვისით საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მეშვეობით.[38][39] ფიზოსტიგმინი შეიძლება ასევე არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში; გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ადგილობრივი წამლის ფორმულირებისთვის.
შედეგი
სიმპტომების უკუგანვითარება ანტიმუსკარინული მცენარის მიღების შემთხვევაში
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას