დიფერენციული დიაგნოზები

ვირუსული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ იწყება შემპარავად, თან ახლავს ცხელება და სხვა კონსტიტუციური სიმპტომები. თვითგანკურნებადია. უხშირესად გამოწვეულია როტავირუსებით, ნოროვირუსებითა და ზოგიერთი ადენოვირუსით.

კვლევები

განავლის ვირუსული კულტურა: დადებითი დაავადების გამომწვევ ორგანიზმზე.

ბაქტერიული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, თან ახლავს ვადაგასული საკვების მიღებას, რომელიც კონტამინირებულია სტაფილოკოკით, სალმონელათი, კამპილობაქტერიით ან სხვა ბაქტერიული პათოგენით.

კვლევები

განავლის კულტურა და საეჭვო საკვების კულტურა: დადებითია გამომწვევ ორგანიზმზე.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური დიფერენცირება შესაძლოა რთული იყოს.

კორონარული არტერიების დაავადების ანამნეზი, კარდიული რისკფაქტორების არსებობა.

კვლევები

ეკგ: იშემიური ცვლილებები.

კარდიული ენზიმები: მომატებული.

ეპილეფსია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში შესაძლოა ფიქსირდებოდეს გულყრები.

კვლევები

ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ): ეპილეპტიფორმული აქტივობა ან ფოკალური, ლოკალური დარღვევა.

ციანიდით მოწამვლა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური დიფერენცირება შესაძლოა რთული იყოს (ციანიდით ტოქსიკურობა შეიძლება გამოიწვიოს კასავას ან კურკოვან მცენარეთა თესლების ქრონიკულმა მოხმარებამ). პროფესიული ექსპოზიციის ანამნეზი.

შეიძლება აღინიშნოს ალუბლისფერი წითელი ფერი ტუჩებსა და კანზე. იშვიათად - მწარე ნუშის სუნი სუნთქვისას. ჰიპოტენზია.

კვლევები

არტერიული სისხლის აირები: აციდოზი, ლაქტატის მომატება.

პარაცეტამოლით მოწამვლა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განზრახ ზედოზირების ან ქრონიკული მოხმარების ანამნეზი. შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მაგ. ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობისა და ჰეპატორენული სინდრომის ჩათვლით.

კვლევები

პარაცეტამოლის დონე შრატში: შეიძლება იყოს მომატებული.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას