შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
17 წლის ბიჭმა დედის თანხლებით მიმართა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტს. მას აღენიშნება აგზნება და კონფუზია. დედის გადმოცემით, მან იპოვა შვილი, რომელსაც ჰქონდა ქაღალდის პარში ჩაწყობილი დიდი ზომის თეთრი ყვავილები ეკლიანი, მრგვალი ნაყოფითა და შავი ფერის თესლებით. მას არ აქვს დადგენილი რაიმე სამედიცინო პრობლემა და არ იღებს რომელიმე მედიკამენტს. გასინჯვისას პაციენტი ფხიზლადაა, თუმცა დეზორიენტირებულია და მოუსვენრადაა; ის უხილავ ნივთებს ხელში იღებს. პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია, მსუბუქი ცხელება, 6 მმ ზომის გუგები, რომელიც მცირედ რეაგირებს და ლორწოვანი გარსების სიმშრალე. მუცელი არ არის დაჭიმული, ნაწლავების ხმიანობა დაქვეითებულია, ხოლო ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი არ ვლინდება. პაციენტი ვერ შარდავს და კათეტერით მიღებულია 900 მლ შარდი.
შემთხვევის ანამნეზი #2
3 წლის გოგონა შობის დღეს მიიყვანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მუცლის ტკივილით. იგი ტკივილის საჩვენებლად ხელს იდებს ეპიგასტრიუმის მიდამოში. დედის თქმით, გოგონას არ აღენიშნება ცხელება, ხველა, დიარეა, გამონაყარი ან კონტაქტი დაავადებულ პირთან. პაციენტს არ აქვს საყურადღებო სამედიცინო ანამნეზი და ამასთანავე იგი არ იღებს მედიკამენტებს. გასინჯვისას პაციენტს არ აღენიშნება ცხელება, ხოლო სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია. გასინჯვით არ ვლინდება საყურადღებო ნიშნები, გარდა ენაზე მსუბუქი ერითემისა (შეშუპების გარეშე). მუცელი რბილი და უმტკივნეულოა, ნაწლავის ხმიანობა ნორმალურია. პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ჰქონდა ღებინება მცენარის ან ბოსტნეულის რამდენიმე წითელი და მწვანე ნაწილაკებით. გოგონა ამბობს, რომ "ეს იყო ლამაზი ყვავილი ბუხართან". პაციენტის დედა რეკავს სახლში, რომელსაც ბავშვის მამა ეუბნება, რომ მათ დეკორატიულ პუანსეტიას/შობის ყვავილს აკლია ბევრი ფოთოლი.
სხვა გამოვლინებები
უჩვეულო მცენარეებით მოწამვლამ შესაძლოა გამოიწვიოს რთულად კონტროლირებადი გულყრები, აციდოზი, ღვიძლის ნეკროზი, გულის ბლოკადა ჰიპოტენზიით ან ტაქიკარდია ჰიპერტენზიასთან ერთად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას