გართულებები
ჰეპატოტოქსიკური მცენარეებით (მაგ. ომბალო, თავყვითელა, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კავა) მოწამვლა შეიძლება გახდეს ღვიძლის გადანერგვის მიზეზი.
მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში კარდიოტოქსიკურობამ და არითმიამ (მაგ., ურთხელით, ტილჭირით, ოლეანდრეთი ან ფუტკარათი მოწამვლის შედეგად) შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს.
ბევრი მცენარე სხვადასხვა კონცენტრაციით შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, რომლებიც გულზე მოქმედებს ფაქტიურად, დიგოქსინის იდენტურად (მაგ., ფუტკარა, ოლეანდრე, შროშანა ან ზღვის ხახვი).[8]მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დიგოქსინით ზედოზირება.
ხაშხაშის თესლები (Papaver somniferum): შეიცავს ოპიუმს და ბევრ რაფინირებულ ოპიატს, მათ შორის მორფინს, თებაინს, კოდეინს, პაპავერინსა და ნოსკაპინს. სხვა მცენარეებს აქვს ოპიოიდური რეცეპტორის აგონისტური ეფექტები (მაგ. ნარკოტიკული სალბი, კრატომი). მკურნალობის ჩაუტარებლობისას შეიძლება განვითარდეს ოპიოიდების ზედოზირებისთვის დამახასიათებელი გართულებები.
იმ მცენარეებით მოწამვლისას, რომლებიც იწვევს ძვლის ტვინის დათრგუნვას (მაგ. გველის სუროს ალკალოიდები, სათოვლია, გლორიოზა, ფეხფოთოლა), მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მიელოსუპრესია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას