ეპიდემიოლოგია
გლობალური მონაცემები მცენარით მოწამვლასთან დაკავშირებით ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ტოქსიკოლოგიის კონტროლის ცენტრების ამერიკის ასოციაციის (The American Association of Poison Control Centers) მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად მცენარით მოწამვლის 40,000-50,000-მდე შემთხვევა აღირიცხება.[27] AAPCC: annual data reports Opens in new windowყველაზე ლეტალური შედეგების გამომწვევი მცენარეები ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული და მათთან ექსპოზიცია იშვიათად ფიქსირდება. წყლის კონიო, ლემას თესლები, ტილჭირი, სათოვლია და ოლეანდრე სავარაუდოდ, ყველაზე გავრცელებული ლეტალური შედეგების გამომწვევი მცენარეთა სახეობებია.[19]
მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში იშვიათია მცენარის მოწამვლის შედეგად სიკვდილის შემთხვევები, აღნიშნული მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს განვითრებადი ნაწილის ზოგიერთ რეგიონში. სამხრეთ აზიაში ყვითელი ოლეანდრეს ალიმენტური გზით მიღება განზრახ თვითდაზიანების მიზნით დაკავშირებულია მნიშვნელოვან ავადობასა და სიკვდილობასთან.[28][29]რიბოსომა-ინაქტივირებელი პროტეინის 2 (RIP2) შემცველი მცენარეებით მოწამვლა, როგორიცაა აბუსალათინის ლობიო (შეიცავს რიცინს; Ricinus communis) და ვარდის ბარდა (შეიცავს აბინს; Abrus precatorius) იშვიათია, 1980-2000 წლებში მსოფლიოში დაფიქსირდა 50 შემთხვევა და 6 სიკვდილი.[30]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას