პოლიოვირუსით ინფექცია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
გასტროინტესტინური ავადმყოფობა: ეჭვი პოლიოვირუსზე
დამხმარე მოვლა რეჰიდრატაციით + ნევროლოგიური მონიტორინგი
პერორალური რეჰიდრატაცია და/ან ინტრავენური გადასხმა აუცილებელია სითხის მოცულობის შემცირების პრევენციისთცის.
მწვავე დუნე დამბლის მონიტორინგი, რაც მიუთითებს პარალიზური პოლიომიელიტის განვითარებაზე.
როდესაც ეჭვია პოლიოვირუსულ ინფექციაზე, აუცილებელია ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს შეტყობინება. დაავადების ენდემურ ქვეყნებში ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი.[1]Heymann DL, Aylward RB. Eradicating polio. N Engl J Med. 2004 Sep 23;351(13):1275-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15385650?tool=bestpractice.com
პარალიზური პოლიომიელიტი (მწვავე დუნე დამბლა)
დამხმარე მოვლა ფიზიოთერაპიით + მობილიზაცია
დამხმარე მკურნალობა მოიცავს ადრეულ ფიზიოთერაპიას და მობილიზაციას.
პაციენტს უნდა დავაკვირდეთ კიდურის დამბლიდან რესპირატორულ დამბლამდე პროგრესირების ნიშნების დროულად აღმოსაჩენად.
როდესაც ეჭვია პოლიოვირუსულ ინფექციაზე, აუცილებელია ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს შეტყობინება. დაავადების ენდემურ ქვეყნებში ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი.[1]Heymann DL, Aylward RB. Eradicating polio. N Engl J Med. 2004 Sep 23;351(13):1275-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15385650?tool=bestpractice.com
გადაყვანა სპეციალიზებულ ცენტრში ± ინტუბაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
რესპირატორული დამბლა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს ექსპერტულ სამედიცინო დახმარებას და დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალიზებულ ცენტრში სამკურნალოდ.
რესპირატორული მხარდაჭერა მოიცავს ინტუბაციას და ვენტილაციას, საჭიროებისამებრ.[1]Heymann DL, Aylward RB. Eradicating polio. N Engl J Med. 2004 Sep 23;351(13):1275-7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15385650?tool=bestpractice.com [43]Miller AH, Buck LS. Tracheotomy in bulbar poliomyelitis. Calif Med. 1950 Jan;72(1):34-6. https://www.pubmedcentral.nih.gov/picrender.fcgi?artid=1520308&blobtype=pdf http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15398892?tool=bestpractice.com
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი
დამხმარე მოვლა ფიზიოთერაპიით + მობილიზაცია
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი შეიძლება განვითარდეს პარალიზური პოლიომიელიტის გადატანიდან რამდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგაც კი. სინდრომი შედგება დაღლილობისგან, სისუსტისგან და დაზიანებული კუნთების განლევისაგან. საჭიროა უწყვეტი ფიზიოთერაპია და მობილიზაცია.[40]Ramaraj R. Post-poliomyelitis syndrome: clinical features and management. Br J Hosp Med. 2007 Dec;68(12):648-50. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18186398?tool=bestpractice.com [44]Bruno RL. Post-polio syndrome. Neurology. 1996 Nov;47(5):1359-60. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8909477?tool=bestpractice.com [45]Farbu E, Gilhus NE, Barnes MP, et al. Post-polio syndrome: EFNS guidelines on post-polio syndrome. In: Gilhus NE, Barnes MP, Brainin M, eds. European Handbook of Neurological Management, Volume 1. 2nd ed. West Sussex, UK: Blackwell Publishing Ltd.; 2011:311-9. http://www.efns.org/fileadmin/user_upload/guidline_papers/EFNS_guideline_2011_Post-polio_syndrome.pdf
ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური თერაპიების სისტემური მიმოხილვით კარგი ხარისხის მტკიცებულება არასაკმარისია ზუსტი რეკომენდაციების გასაცემად პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის სხვადასხვა სამკურნალო რეჟიმების შესახებ.[46]Koopman FS, Beelan A, Gilhus NE, et al. Treatment for postpolio syndrome. Cochrane Database Syst Rev. 2015 May 18;(5):CD007818. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD007818.pub3/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25984923?tool=bestpractice.com
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას