ახალი ტიპის მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი არსებული მედიკამენტი სავარაუდოდ სარგებლიანია პარალიზური პოლიომიელიტის და/ან პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის სამკურნალოდ (მაგ. პირიდოსტიგმინი, კორტიკოსტეროიდები, ამანტადინი, ლამოტრიგინი და სხვ.), არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობრივი ან მასშტაბური კვლევები აღნიშნული აგენტების სარეკომენდაციოდ.[46] იმუნური გამა გლობულინით მკურნალობა (მიიღება პოლიომიელიტს გადარჩენილი პაციენტების შრატიდან) წარსულში აღწერილია და გარკვეულწილად საიმედოა.[47] მრავალი დაბრკოლების გამო შეიზღუდა ამ მეთოდის შემდგომი განვითარება. უპირატესობა მიენიჭა ეფექტურ ვაქცინაციას პერორალური შესუსტებული პოლიოვირუსით (OPV, Sabin) და ინაქტივირებული პოლიოვირუსის ვაქცინით (IPV, Salk).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას